ვარიკოზი და მასთან ბრძოლა
ვარიკოზი და მასთან ბრძოლა
25-02-2013
ვენების ვარიკოზული დაავადებით თითქმის ყოველი მესამე ქალი ზარალდება. ამის მიზეზი ქალბატონების ვენური სისტემის აგებულებაა, თუმცა, სამედიცინო სტატისტიკით, ვენების ვარიკოზი ყოველ მეათე მამაკაცსაც აწუხებს. ამასთანავე ვარიკოზი უმეტესად შრომისუნარიან, 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ემართებათ. ბოლო დროს კი სენი გაახალგაზრდავდა.

ვენების დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ანგიოლოგი სერგო ურუშაძე გვესაუბრება...


- ვენების ვარიკოზი, ანუ ვენების სანათურის გაფართოება და ვენური კედლის გათხელება იმ უძველეს დაავადებათა შორისაა, რომელზეც ეგვიპტურ პაპირუსებშიც წერია და მის მკურნალობას თვით ჰიპოკრატე და ავიცენა ამაოდ ცდილობდნენ. დღეს კი ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი მაინც დაავადების დროული მკურნალობაა.

ვენების ვარიკოზული დაავადების ფორმებიდან (ბუასილი, ვარიკოცელე, კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება) ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, რასაც უმთავრესად ვენების სარქველების მუშაობის დარღვევა იწვევს - სისხლი ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით მოძრაობს და სწორედ ვენების სარქველები უშლის ხელს, რომ უკანვე არ წავიდეს. როცა სარქველები დაზიანებულია, სისხლი კიდურების ვენებში გუბდება და სისხლძარღვი ბუშტივით იბერება. ვენის სარქველების დაზიანების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ხანგრძლივად ფეხზე დგომა, სიმძიმეების აწევა, ჰორმონული ფონის შეცვლა, ორსულობა - როდესაც თანდათანობით გაზრდილი საშვილოსნო მუცლის ღრუს ვენებს აწვება, რაც ქვედა კიდურების ვენებს ტვირთავს, ასევე - შეკრულობა, ხანგრძლივი, მძიმე ხველება და ცემინებაც კი...

- ვენების ვარიკოზი ადვილად ამოსაცნობია დაბერილი ვენებით, გარდა ამისა, კიდევ რა ნიშნები ახასიათებს?

- პირველი ნიშანია საღამოობით ფეხების შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ეს სიმპტომები ქრება ან მცირდება სიარულის ან ძილის შემდეგ. მოგვიანებით კი ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამით - კრუნჩხვები კუნთებში. შემდეგ ვენებიც ფართოვდება. როცა ეს სიმპტომები შორს მიდის, შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), დაზიანებულ მიდამოში ტროფიკული წყლულები, ეგზემა ან თრომბის წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს და სადმე დაეცოს. დაბერილი, დაავადებული ვენა ზოგჯერ სკდება და  სისხლდენა იწყება.

რაც ადრე შეუდგება დაავადებული პაციენტი მკურნალობას, მით უფრო შედეგიანია იგი.  მართალია, ვარიკოზის სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ დროულად შერჩეული მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აუცილებლად შეაჩერებს. ზოგადად, ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციით, სკლეროთერაპიით და მედიკამენტებით. ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, ფიზკულტურა და წვივის ელასტიკური სახვევები, რომლებიც გამობერვას ხელს უშლის.

- მაგრამ თუკი ვენები უკვე გამობერილია?
- მაშინ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ არა ყოველთვის. უკვე ინერგება სკლეროთერაპიის მეთოდი, როცა ვენაში შეჰყავთ პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვის სანათურის შეწებებას და დახურვას. პროცედურა სულ 5-10-წუთიანია და მეტად შედეგიანი.

- რაც შეეხება ვარიკოზის პროფილაქტიკას?
- არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი ფეხზე გადადებული; შეეცადეთ სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგეთ და გაიაროთ. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას. შინ ყოფნისას, თუკი შესაძლებლობა გაქვთ, ქვედა კიდურები სიმაღლეზე შემოაწყვეთ... ვენებს ვნებს სიმსუქნე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუკი ამჩნევთ ვენების ვარიკოზისთვის დამახასიათებელ რომელიმე ნიშანს, შეეცადეთ, თავი
აარიდოთ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა... არ არის სასურველი ელექტროგამათბობელთან ან რადიატორთან ხანგრძლივად ისე მიფიცხება, რომ კიდური შეწითლდეს. ვარიკოზულ დაავადებას ასევე უწყობს ხელს ბრტყელტერფიანობა. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას ბავშვებისთვის. 4-5 წლის ასაკამდე ბავშვის ფეხსაცმელს სასურველია, ჰქონდეს მაგარი ზედა ნაწილი და მყარი ძირი, რომელიც მჭიდროდ დააფიქსირებს ქუსლს და კოჭ-წვივის სახსარს. ქუსლის მიდამო შედარებით რბილი უნდა იყოს, ფეხსაცმლის წვერი კი შედარებით ფართო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
რამდენიმე რჩევა ქალბატონებს:
თუ აღელვების დროს სახეზე წითელი ლაქები გიჩნდებათ, დღის ჩვეულებრივი კრემი შეცვალეთ ბარამბოს შემცველი კრემით. მისი არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ექსტრაქტი კი ხსნის სიწითლეს.
დაწვრილებით...
საქართველოში ყოველ მეათე ქალს ძუძუს კიბოს რისკი აქვს. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ ავი სენის დასამარცხებლად.
დაწვრილებით...
ჩვილს მასაჟს იმიტომ უკეთებენ, რომ ჯერ კიდევ აუმოძრავებელი კუნთები გაუვარჯიშონ, თუმცა, საჭიროა კი მასაჟი, თუ ბავშვმა უკვე ფეხი აიდგა?
დაწვრილებით...
გაზაფხულზე ენტეროვირუსული მენინგიტის აფეთქების შემდეგ ის იყო, მშობლებმა ამოისუნთქეს, რომ შემოდგომაზე დაავადების შემთხვევებმა იმატა.
დაწვრილებით...
მწვავე ტონზილიტი - ანგინა ინფექციური დაავადებაა, რასაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები და სოკო. თუმცა, ყელის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებასთან - რომელიც ანგინის მიზეზი არ არის.
დაწვრილებით...
"ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია"

"ჭინჭრის ციება" - ასე ეძახიან ხალხში დაავადებას, რომელსაც სერიოზული უსიამოვნება მოაქვს. ამ ძველისძველი სენის შესახებ ექიმი დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე გვესაუბრება:
დაწვრილებით...
ფრინველების ჭიკჭიკი სიამოვნებს არა მარტო ყურს, არამედ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ორნითოთერაპევტები ჩიტების ჭიკჭიკს ავადმყოფობის მიხედვით ურჩევენ პაციენტს და ისინიც სწრაფად იკურნებიან.
დაწვრილებით...
ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ზღვის წყალმცენარეებს იყენებენ როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს პროფილაქტიკის მიზნით, ასევე ონკოლოგიაშიც.
დაწვრილებით...
მენჯ-ბარძაყის სახსრების კოქსართროზის დროს:
დაფქვით 10 აბი რომელიმე ანალგეტიკი, მაგალითად ტემპალგინი, ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით 2-3 ს/კ არაყი (ან სპირტი), შეანჯღრიეთ და გააჩერეთ 4-5 დღე. შემდეგ გაწურეთ.
დაწვრილებით...
პირველად ქამა სოკოს მოყვანა დაიწყეს XVII საუკუნეში პარიზში პარკებსა და ბაღებში, შემდეგ კი სპეციალურ სარდაფებსა და სათბურებში.
დაწვრილებით...
"გთავაზობთ ბანკეტების, ქორწილების, ზეიმების, ნათლობების და სხვა...
"იყიდება მიცუბიბისი იოს კოლექტორი 1.8 ძრავის"
3-ოთახიანი, 7(8), 135 კვ.მ. ევრორემონტი მცხეთის ქ24...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. გარემონტებული კეთილმოწყობილი ბინა...