ხმის იოგები - ნუ დატვირთავთ მათ ბავშვობიდანვე
ხმის იოგები - ნუ დატვირთავთ მათ  ბავშვობიდანვე
02-12-2013
თქვენი პატარა ტკბილად მღერის? დაე, იმღეროს, ოღონდ გასართობად, რადგან დღეს მოდად ქცეულმა "სიმღერაზე ტარებამ" შესაძლებელია, მის მშვენიერ ხმას პრობლემები შეუქმნას. თუმცა მხოლოდ სიმღერა როდი აზიანებს ხმის იოგებს.

მედიცინა ამ პროცესს საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევს. მMედიცინის დარგს, რომელიც ხმოვანი იოგების ნორმალურ ფუნქციონირებას და მის პათოლოგიებს შეისწავლის, ფონიატრია ეწოდება. ხმოვანი იოგების დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ ექიმ-ფონიატრ ირინა ქაცარავას ვესაუბრებით.

- ქალბატონო ირინა, ბავშვებს ხშირად ეხლიჩებათ ხმა.... თუმცა არა მხოლოდ ბავშვებს - განსაკუთრებით გაცივებისას უფროსებსაც ხშირად გვეპარება ხმაში ხრინწი. გარდა გაცივებისა, რამ შეიძლება დააზიანოს ხმის იოგები?

- მიზეზი იმდენია, ალბათ სრულად ჩამოთვლაც გაჭირდება. თუმცა, უპირველესად, უმჯობესია, მაინც გაცივებასა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებზე ვისაუბროთ, რადგან ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც მწვავე ლარინგიტია. ეს თვითგანკურნებადი დაავადება ხშირად სულაც არ მოითხოვს ანტიბიოტიკებით ჩარევას. მწვავე ლარინგიტის დროს კი ხმა შეიძლება  დაიკარგოს, თუმცა აუცილებლად ორ კვირაში უნდა აღდგეს. მაგრამ თუკი არ აღდგა, უსათუოდ ექიმთან მისვლაა საჭირო. 

ხმის ჩახრინწვა შეიძლება გამოიწვიოს ასევე ცხვირის ღრუს და ხახის ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა, თამბაქოს წევამ, დიდი დოზით სპირტიანი სასმელების დალევამ.  თამბაქოს კვამლში არსებულმა მავნე მინარევებმა კი სისხლძარღვების შეშუპებასთან ერთად, შესაძლოა, იოგებზე სიმსივნური წარმონაქმნებიც განავითაროს.
ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს - საკმარისია ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული სტრესი, რომ ლაბილური (არამდგრადი) ნერვული სისტემის პატრონებმა მყისიერად დაკარგონ ხმა.  აგრეთვე მინდა გაგაცნოთ ხმის დაკარგვის ის მიზეზები, რომელიც ჭარბობს ეგრეთ წოდებულ ხმის პროფესიონალებს (ვოკალისტები, პედაგოგები, ტელეწამყვანები, პოლიტიკოსები და ა. შ.) შორის. ხმის ხშირად გამოყენებას თან მოსდევს მისი გადატვირთვა, დაღლა...

ჯანმრთელი იოგები სიმივით არის დაჭიმული. როცა საუბარს ვიწყებთ, შევისუნთქავთ ჰაერის ტალღებს, რომლებიც სიმივით დაჭიმულ იოგებს არხევს, ისინი ამ დროს ერთმანეთს ეხებიან და ამ შეხებისას იბადება ბგერა. ამას სხვანაირად იოგების შეკვრაც ჰქვია. როცა იოგები გვიზიანდება, მათი ვიბრაციაც სუსტდება და დახურვა აღარ ხდება.
ხმის იოგების დაზიანების მიზეზები უკვე ჩამოვთვალეთ, მაგრამ დაგვრჩა მთავარი, - მეტად ადრეულ ასაკში, დაახლოებით სამი წლიდანაც კი, ბავშვების სიმღერების შესასწავლად სხვადასხვა ანსამბლშიI ტარება. საქმე ის არის, ყოველმა პედაგოგმა  სიმღერა ბავშვს აუცილებლად სწორი, ანუ დიაფრაგმული სუნთქვის თანხლებით უნდა შეასწავლოს. ადრეულ ასაკში კი ეს რთულია, ამ ხნის ბავშვს ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს გულმკერდი და ხორხიც ზრდის პროცესშია. სიმღერის შესწავლა შეიძლება 6-7 წლის ასაკიდან დაიწყოს, მხოლოდ მსუბუქი დატვირთვებით. შემდგომი სიმღერისთვის გარდატეხის ანუ ეგრეთ წოდებული მუტაციის პერიოდი დაახლოებით 11-დან 16 წლამდე მიმდინარეობს. აAმ დროს სიმღერა არ არის სასურველი, რადგან ხმოვანი იოგები გარდატეხას განიცდიან, რასაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს პედაგოგი და ფონიატრი. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მუტაციის პერიოდში ბავშვი განაგრძობს სიმღერას, რაც შემდგომში ხმოვან იოგებზე იწვევს სერიოზულ პრობლემებს, შეიძლება განვითარდეს კვანძებიც, რომელიც ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს.
საწყის სტადიაზე ხმის იოგებზე არსებული კვანძები მედიკამენტურადაც იკურნება. თუ კისტა დიდი ზომისაა, აუცილებელია
მისი მოკვეთა.

დღეს სამედიცინო ტექნიკა ძალიან განვითარდა. უცხოეთში იოგების გამოსაკვლევად იყენებენ ძალზე მაღალი ტექნოლოგიის აპარატს, ვიდეოსტრობოსკოპს, რომლის გამოკვლევის შედეგები მართლაც განსაცვიფრებელია. სასიხარულოა, რომ უახლოეს ხანში ამ აპარატს ჩვენთანაც შემოიტანენ.

ჩვენ ამჟამად იოგებს რინოფიბროსკოპიის მეშვეობით ვიკვლევთ. ასეთი კვლევაც ეფექტიანია. ხმოვანი იოგების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ექიმი-ფონიატრი აწარმოებს. შემდეგ პროცესში ხმის თერაპევტი (ეგრეთ წოდებული ფონოპედი) ერთვება, რომელიც პაციენტს ეხმარება, დაარეგულიროს სწორი სუნთქვა სიმღერისა და ლაპარაკის დროს, აგრეთვე აკეთებინებს სხვადასხვა სავარჯიშოს ხმის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
ექიმი-ფონიატრის და ფონოპედის კომბინირებული მკურნალობის შემდეგ შედეგიც დადებითია...
სხვა სიახლეები
რძისა და მარცვლოვან პროდუქტებში ხელოვნურად დამატებული ფოსფატები (ფოსფორის მჟავას მარილები) სისხლში ზრდის ფოსფორის დონეს.
დაწვრილებით...
სებორეა კანის ხშირი დაავადებაა. ამ დროს ცხიმი ან ჭარბად გამომუშავდება, ან პირიქით - მცირე რაოდენობით, რაც კანის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
დაწვრილებით...
გაფანტულობა და უყურადღებობა მრავალი ადამიანის ნაკლია, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე!
დაწვრილებით...
გაზეთის გასულ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოქალაქე გიორგი მერებაშვილი გურამ ქარაზანაშვილის კლინიკის პერსონალს ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ შემდეგ ეს შეცდომა გერმანელმა ექიმებმა გამოასწორეს. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ლია ჯოლბორდი, რომელმაც ზემოხსენებულ სტატიასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა და აღნიშნა - ცილს სწამებენ ექიმს, რომლის სახელს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება.
დაწვრილებით...
მაყვალი ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. ის საქართველოში გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. ყირიმში, საბოსტნე ნაკვეთებში, ამრავლებენ კულტურული მაყვლის ჩრდილოამერიკული სახეობის ჰიბრიდს.
დაწვრილებით...
უკანასკნელ დროს გახშირდა კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლის სინდრომი. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტის მომტანია: სიმშრალე, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ტკივილი, გამოსახულების ბუნდოვანება. ეს ყველაფერი აღმოცენდება სამი ძირითადი მიზეზის გამო.
დაწვრილებით...
ნიშნები, რომლებზეც ქვემოთ გესაუბრებით, შესაძლოა, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად. ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.
დაწვრილებით...
ამას წინათ ჩემ თვალწინ ბზიკის ნაკბენმა ადამიანი კინაღამ გააგიჟა - თვალის დახამხამებაში შეუსივდა და ისტერიკულად იმეორებდა, - ამ ტკივილს ვერ გადავიტანო. მხოლოდ სასწრაფო დახმარებამ უშველა - დექსამეტაზონი გაუკეთეს და დაწყნარდა. ისიც მინახავს, რომ ადამიანს ნაკბენი დაჩირქებია... გთხოვთ მოგვითხროთ მწერის ნაკბენზე. რით ვუშველოთ ამ დროს თავს?
დაწვრილებით...
ზაფხულს სასიამოვნო და ლამაზ დღეებთან ერთად უსიამოვნებებიც მოაქვს
დაწვრილებით...
მზე, სასურველი და შემაწუხებელიც, - ზაფხულში მზისგან გამოწვეული კანის დაზიანებები მუდამ აქტუალური თემაა და ყურადღებასაც მოითხოვს.
დაწვრილებით...
იყიდება 4-ოთახიანი, 140 კვ.მ. (საცხოვრებელი
ქირავდება სასტუმროს ნომრები ფასი იწყება
მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს გირავდება ახალ
დღიურად ქირავდება 2 ოთახიანი, 60