ჩაი და კოსმეტოლოგია - კვირის პალიტრა

ჩაი და კოსმეტოლოგია

ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, რომელსაც ჩაი შეიცავს, არა მარტო ტონუსს მატებს, არამედ იცავს ჩვენს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ამიტომაც იყენებენ მას კოსმეტოლოგები გამაახალგაზრდავებელ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზმში წყლის ბალანსის აღდგენას, აწესრიგებს სისხლის მოძრაობას, რაც წმენდს, ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს.

როგორც წესი, პროგრამა ითვალისწინებს მწვანე ჩაის გამოყენებით რამდენიმე პროცედურას: არომაორთქლით სახის გაწმენდას, პილინგს, მასაჟს და, რა თქმა უნდა, ეს პროცედურა მთავრდება ჩაის სმით.

თუმცა აუცილებელი არ არის შPA სალონში წასვლა, შინაც შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ მწვანე ჩაის ტონიკი, რისთვისაც საჭიროა: მოადუღეთ მაგარი მწვანე ჩაი, გააგრილეთ და ბამბის ტამპონის წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. სხვათა შორის, ანტიოქსიდანტები, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, შველის სახეზე პატარა მუწუკებსა და კანის სიწითლეს.

გთავაზობთ ნიღბის კიდევ ერთ რეცეპტს: დააყენეთ მწვანე ჩაი, შეურიეთ 2 ს/კ თაფლი და სახეზე წაისვით. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცნობისთვის: სანამ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, შეამოწმეთ, თაფლი ალერგიას ხომ არ გაძლევთ. იდაყვთან წაისვით თაფლი და დაელოდეთ. თუ სიწითლე არ გაჩნდა, ე.ი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს ნიღაბი.

გარდა ამისა, გთავაზობთ გაზაფხულისთვის დამახასიათებელი მოთენთილობისა და დაღლილობის მოსახსნელი კოქტეილის რეცეპტებს:

1. 3 ჩ/კ შაქრის პუდრი, 400 მლ მწვანე ჩაი, 3 კივი, 2 ბანანი და რამდენიმე ფოთოლი ნედლი პიტნა დააბლენდერეთ, გაანაწილეთ ჭიქებში და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

2. 1 ც მანგო დაჭერით და ბლენდერით ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, 250 მლ მწვანე ჩაი და კოქტეილიც მზად არის.