ფორთოხლის წვენი - ნარინჯისფერი "მკურნალი" - კვირის პალიტრა

ფორთოხლის წვენი - ნარინჯისფერი "მკურნალი"

თუ გსურთ კარგ გუნება-განწყობილებაზე იყოთ და მომხიბვლელადაც გამოიყურებოდეთ, ყოველ დილით მიიღეთ ფორთოხლის წვენი (თუ ალერგია არ გაქვთ). ერთი კვირის თავზე უკვე იგრძნობთ ენერგიის მომატებას. მხოლოდ არ გადააჭარბოთ! დალიეთ მხოლოდ ერთი ფორთოხლისა და ორი მანდარინის წვენი. ბიოქიმიკოსებმა ფორთოხლის თეთრ გარსში აღმოაჩინეს მაღალი კონცენტრაციის ბიოფლავონოიდები - ე.წ. ალბედო, რომელსაც აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, ამცირებს ინფარქტის შესაძლებლობას, ინსულინის, წნევისა და ქოლესტერინის დონეს. ეს ციტრუსი მდიდარია იმუნიტეტის გამაძლიერებელი  ჩ ვიტამინით, რომელიც ებრძვის გრიპის ვირუსებს, ბლოკავს კიბოს უჯრედების გამრავლებას. ერთი ფორთოხალი (180 გ) შეიცავს 70 მგ С ვიტამინს.

დაიხსომეთ, დაჭრილი ფორთოხალი და მისი წვენიც უნდა მიიღოთ ახალი, რადგან სინათლის ზემოქმედებით ძალიან სწრაფად კარგავს С ვიტამინს.

P ვიტამინი, რომელსაც ეს ციტრუსი შეიცავს, აძლიერებს ჩ ვიტამინის ზემოქმედებას, ხელს უწყობს ქსოვილებში მის დაგროვებას, ენდოკრინული სისტემის (ფარისებრი, კუჭქვეშა და თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების)  გამართულ მუშაობას, ხოლო B9 ვიტამინი (ფოლიუმმჟავა) ფორთოხალში დღიური ნორმის 10-დან 15%-მდეა, რომელიც საჭიროა ნაყოფის ჩასახვისა და ფეხმძიმობის პერიოდში, ამიტომაც მას უწოდებენ ქალის მთავარ ვიტამინს.