ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
ნარინჯისფერი მკურნალი
ნარინჯისფერი მკურნალი ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს კანის სტრუქტურას, სისხლძარღვებს, შეხორცების პროცესს, ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აბრკოლებს კიბოს უჯრედების წარმოშობას.

ეს ციტრუსი შეიცავს   ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვასა და სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ ჯირკვლებზე, თიამინს (B1 ვიტამინი) რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), კაროტინს (A ვიტამინი) და პექტინებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

ფორთოხალი ასევე მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. გლუკოზა ენერგიას მატებს ნერვულ ქსოვილებს, ხოლო ფრუქტოზა ინსულინის გარეშე შეიწოვება.

ფორთოხლის მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ ოსტეოპოროზისა და პაროდონტოზის, რადგან კალციუმი, რომელსაც ის შეიცავს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო კალიუმი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მაგნიუმი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი (უპირატესად კანი) შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.


khatiuna
09 თებერვალი 2010 07:54
იქნებ ამიხსნათ, რით არის გამოწვეული, ნატურალური (ორგანული) ფორთოხლის რბილობის ან მისი ექსტრაქტებისგან დანზადებული პროდუქტების მიღებისას ენაზე სტომატიტისმაგვარი გამონაყარის განვითარება? ამერიკელმა ექიმმქ ამ კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა: მჟავის ასე დიდი მოთხოვნილება გაქვსო? მოთხოვნილება არა მაქვს, უბრალოდ, ნატურალური ფორთოხალია სასარგებლო!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge გთავაზობთ ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და საკვების რეიტინგს:
KvirisPalitra.Ge ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.
KvirisPalitra.Ge ბრონქიტის დროს 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებს მკერდზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთლების კომპრესი.
მშრალი სახის კანის დროს: 50 გ საფუარს დაამატეთ 1/2 ჭიქა თბილი რძე და ცოტა მცენარეული ზეთი, ცხიმიანი კანის დროს - 30%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და
ძვირფასო რედაქცია. მე თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს გვერდები მედიცინაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი სიყვარული მალამო "ფიტომალის" მიმართ.
KvirisPalitra.Ge გვირილა - ყვითელგულა მინდვრის მშვენება შედის ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეთა ნაერთში, რომელიც გამოიყენება ჭვალის, სტომატიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის სამკურნალოდ.
KvirisPalitra.Ge კალიუმით, კალციუმით, რკინით, ალუმინით, ნატრიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, სპილენძით, იოდით, B ჯგუფის და A, C, E ვიტამინებით მდიდარ ბაბუაწვერას ყვავილს ძველად "სიცოცხლის ელექსირად" მიიჩნევდნენ.
KvirisPalitra.Ge მეცნიერებმა პირველი ღეროვანი უჯრედის გამოყვანა და შენახვა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიწყეს. კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ უჯრედების გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ დაენერგათ.
KvirisPalitra.Ge თვალების წვას, გაწითლებას, ქუთუთოების ქავილსა და შეშუპებას, ანთებას უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მარტო ქარიანი, ცივი ან მზიანი ამინდი, არამედ კომპიუტერთან დიდხანს დაძაბული მუშაობა.
KvirisPalitra.Ge ყოველწლიურად მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის სიმსივნით მილიონი ადამიანი ავადდება. საკმაოდ ხშირია ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები საქართველოშიც. სამწუხაროდ, პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც კიბო უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზეა. გამოსავალი ხშირად ქირურგიული ჩარევაა, რაც ნაწლავის გარეთ გამოტანას გულისხმობს.