ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
15-02-2010
ქართული საწარმოს წარმატებები სხვა ქვეყნებში
ქართული ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" პირველი ქართული წარმოებაა, რომელიც მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებზეა ორიენტირებული;
ამასთან პირველი საწარმოა, რომელსაც ხარისხის მართვის სერტიფიკატი ევროპელმა ექსპერტებმა მიანიჭეს.

დღესაც, "პსპ"-ს ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ევროპელი ექსპერტების მიერ.

კითხვებს პასუხობს გიორგი ანთაძე - "ჯი-ემ-პი"-ს გენერალური დირექტორი.

- რაში გამოიხატება ეს აღიარება?
- ამ აღიარების დასტურია გერმანული და ბრიტანული სალიცენზიო ორგანოების მიერ მინიჭებული წარმოების საერთაშორისო სტანდარტის (GMP) და ხარისხის მართვის სტანდარტის (ISO) სერტიფიკატები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია GMP (Good Manufacturing Practice - ანუ სათანადო წარმოების პრაქტიკა) გახლავთ მსოფლიოში აღიარებული წარმოების სტანდარტი მხოლოდ ფარმაცევტული წარმოებისთვის; ალბათ გასაგები იქნება ყველასთვის, რა მნიშვნელობა აქვს ამ სერტიფიკატის ფლობას თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ყველა წამყვანი ფარმაცევტული წარმოება ამ სტანდარტით ახორციელებს მუშაობას.

- ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რა არის "ჯი-ემ-პი"?
- ეს არის ადგილობრივი წარმოება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, სადაც საქართველოში პირველად დაინერგა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

- რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ სტანდარტს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისთვის?
- ფარმაცევტული წარმოება სტანდარტის მიხედვით ახორციელებს მედიკამენტების წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს, სწორედ ეს უზრუნველყოფს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების წარმოებას. 

- რა იყო საწარმოს შექმნის მიზანი?
- საწარმო "ჯი-ემ-პი" დაარსებულია "პსპ"-ს მიერ 12 წლის წინ. საწარმოს შექმნის მიზანი იმთავითვე საქართველოს მოსახლეობის გარანტირებული ხარისხის ქართული მედიკამენტებით უზრუნველყოფა გახლდათ უცხოურ ანალოგებთან შედარებით 30-40%-ით უფრო ხელმისაწვდომ ფასად. ზუსტად 10 წლის წინ 2000 წლის თებერვალში საწარმომ პირველი მედიკამენტი გამოუშვა; დღეს საწარმო სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის 150 დასახელების მედიკამენტს აწარმოებს და ყოველწლიურად აახლებს საწარმოო მედიკამენტების სიას მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ; კომპანია ორიენტირებულია იმ ინოვაციურ პრეპარატებზე, რაც მსოფლიოს ბაზარზე გამოდის; მხოლოდ 2009 წელს 11 ახალი თაობის პრეპარატი დანერგა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

- როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა ქართული მედიკამენტები?
- თავდაპირველად საზოგადოება ქართულ წამალს ცოტა სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ეფექტურობის და ხელმისაწვდომი ფასის გამო "ჯი-ემ-პი"-ს მიერ წარმოებული პრეპარატები მალე გახდა პოპულარული; დღეს ისინი ფართოდ გამოიყენება ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი დღეთი დღე იზრდება და ქართული წამალი კარგ ხარისხთან ასოცირდება.

- დღეს "ჯი-ემ-პი"-ს პრეპარატები უკვე სხვა ქვეყნებშიც გადის და როგორც შევიტყვეთ ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება.
- დიახ; "ჯი-ემ-პი" 2007 წლიდან ახორციელებს ქართული მედიკამენტების ექსპორტს ჯერ შუა აზიის, 2008 წლიდან კი დსთ-ის ქვეყნებში, ყოველწლიურად სხვა ქვეყნებში გატანილი მედიკამენტების მოცულობა იზრდება, რისი დასტურიცაა რომ 2009 წელს ექსპორტის მოცულობამ 3,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და თუ გავითვალისწინებთ 2010 წლის იანვრის ექსპორტის მოცულობას (590.000$), წელს ექსპორტის მოცულობა სავარაუდოდ წინა წელთან შედარებით გაორმაგდება.

- კიდევ რომელ ქვეყნებში არეგისტრირებთ "ჯი-ემ-პი"-ს წარმოებულ პრეპარატებს?
- მთლიანად დსთ-ის სივრცეში რუსეთის გარდა, საფრანგეთში, ვიეტნამში, რეგისტრაცია დასრულდა ლიბიაში. სწორედ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მუშაობა გვაძლევს შანსს მედიკამენტების ექსპორტი ვაწარმოოთ ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც მოგახსენეთ უკვე დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი საფრანგეთში და ალბათ დამეთანხმებით, საფრანგეთში რომ ქართული წამალი გაიყიდება, ეს არა მარტო "ჯი-ემ-პი"-ს, არამედ მთელი საქართველოს აღიარება იქნება.  R
ქეთათო
01 მარტი 2010 23:53
თვითონ თუ გჯერათ იმის რასაც ლაპარაკობთ, უვარგისია თქვენი წამლები და ამიტომ უხდით ექიმებს მათ დანიშვნაში 10%–ს. ღამე როგორ გძინავთ???
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge გთავაზობთ ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და საკვების რეიტინგს:
KvirisPalitra.Ge ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.
KvirisPalitra.Ge ბრონქიტის დროს 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებს მკერდზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთლების კომპრესი.
მშრალი სახის კანის დროს: 50 გ საფუარს დაამატეთ 1/2 ჭიქა თბილი რძე და ცოტა მცენარეული ზეთი, ცხიმიანი კანის დროს - 30%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და
ძვირფასო რედაქცია. მე თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს გვერდები მედიცინაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი სიყვარული მალამო "ფიტომალის" მიმართ.
KvirisPalitra.Ge გვირილა - ყვითელგულა მინდვრის მშვენება შედის ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეთა ნაერთში, რომელიც გამოიყენება ჭვალის, სტომატიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის სამკურნალოდ.
KvirisPalitra.Ge კალიუმით, კალციუმით, რკინით, ალუმინით, ნატრიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, სპილენძით, იოდით, B ჯგუფის და A, C, E ვიტამინებით მდიდარ ბაბუაწვერას ყვავილს ძველად "სიცოცხლის ელექსირად" მიიჩნევდნენ.
KvirisPalitra.Ge მეცნიერებმა პირველი ღეროვანი უჯრედის გამოყვანა და შენახვა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიწყეს. კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ უჯრედების გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ დაენერგათ.
KvirisPalitra.Ge თვალების წვას, გაწითლებას, ქუთუთოების ქავილსა და შეშუპებას, ანთებას უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მარტო ქარიანი, ცივი ან მზიანი ამინდი, არამედ კომპიუტერთან დიდხანს დაძაბული მუშაობა.
KvirisPalitra.Ge ყოველწლიურად მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის სიმსივნით მილიონი ადამიანი ავადდება. საკმაოდ ხშირია ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები საქართველოშიც. სამწუხაროდ, პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც კიბო უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზეა. გამოსავალი ხშირად ქირურგიული ჩარევაა, რაც ნაწლავის გარეთ გამოტანას გულისხმობს.