ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
15-02-2010
ფრთხილად, ოტიტია!
ფრთხილად, ოტიტია! გაცივების ან გრიპის შემდეგ ყურში თუ ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ლარინგოლოგს, რადგან ოტიტი (შუა ყურის ანთება) საკმაოდ სერიოზული
დაავადებაა, რომელიც სურდოს, გრიპის, ანგინისა და ყელის ტკივილის თითქმის განუყრელი თანამგზავრია და ვითარდება შუა ყურში ინფექციის შეღწევით.

ხშირად ოტიტის მიზეზი ხდება მიკროორგანიზმები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმონოკოკები. ზოგჯერ ყურის ტკივილის არასწორი მკურნალობის შედეგად პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ყველაზე ხშირად გაცივების მე-4 დღიდან იწყება პულსირებადი, აუტანელი ყურის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით, რადგან წოლისას ძნელდება ცხვირიდან ლორწოს გამოდევნა, ის გადადის შუა ყურში და იწვევს ანთებას.

ამ დროს ავადმყოფმა ტკივილის დასაცხრობად უნდა გაიკეთოს თბილი კომპრესი. თუ ტკივილი აუტანელია, ექიმის მოსვლამდე შეიძლება მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი წამალი ("ნუროფენი"). არ შეიძლება თვითნებურად მკურნალობა, რადგან შეიძლება დაიზიანოთ სმენა. ექიმის დანიშნულება კი მკაცრად უნდა დაიცვათ, რადგან თუ ბოლომდე არ განიკურნეთ, ინფექცია პირველი შესაძლებლობისთანავე შეგახსენებთ თავს...
მკითხველის კომენტარი (1)
irma
17 თებერვალი 2010 17:21
გთავაზობთ მარტივ ხალხურ საშუალებას ყურის ტკივილის გასაყუჩებლად

გახეხელი ბოლოკი გავწუროთ. მიღებული წვენი ორთქლზე შევათბოთ და ჩავიწვეთოთ ყურში 2 წვეთი. ჩაწვეთების შემდეგ ყური დავითბუნოთ

ტკივილი მომენატლურად იკლებს

სხვათაშორის, ერთმა მოხუცმა ექმიმმა მასწავლა ეს
აბსოლუტუირად უსაფრთხოა
გააკეთე კომენტარი
 
*
 
 

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 1 საათის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.