პირიდან უსიამოვნო სუნი იმის მანიშნებელია, რომ ღრძილების დაავადება გაწუხებთ, კბილებზე ნადები ან კარიესი გაქვთ, მაგრამ თუ კბილები ჯანსაღი გაქვთ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რადგან კუჭის დაავადებას თან სდევს უსიამოვნო სუნი.თუ კუჭსაც არაფერი სჭირს, ლარინგოლოგს გაესინჯეთ, რადგან გალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს ანგინა, ტონზილიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი ან ფარინგიტი.
სხვათა შორის, ცხვირი კარგი დიაგნოზის დამსმელია - მაშინვე გრძნობს გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - პირიდან მჟავე სუნს, თირკმლების დაავადებისას - ამიაკის, სისხლში შაქრის დონის მომატების შემთხვევაში - აცეტონის სუნს.
ასევე, პირიდან უსიამოვნო სუნი არ ქრება (დაახლოებით 2 დღე მაინც) ხახვისა და ნივრის, კომბოსტოს, ლობიოს, ცხიმიანი საკვების ჭამის შემდეგ.
ეს უსიამოვნება რომ მოვიშოროთ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს, ყოველდღე ვჭამოთ წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მიკრობებზე კი ცოცხივით მოქმედებს.
გარდა ამისა, გალიტოზს შველის ჰიგიენა: დილით ენა გაიწმინდეთ სპეციალური საწმენდით (ან ჩვეულებრივი კოვზით); ჭამის შემდეგ კბილები გაიწმინდეთ ძაფით; გამოივლეთ პირში გვირილის, სალბის, კალენდულას, პიტნის ნახარში.












გთავაზობთ ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და საკვების რეიტინგს:
ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.
ბრონქიტის დროს 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებს მკერდზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთლების კომპრესი.
გვირილა - ყვითელგულა მინდვრის მშვენება შედის ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეთა ნაერთში, რომელიც გამოიყენება ჭვალის, სტომატიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის სამკურნალოდ.
კალიუმით, კალციუმით, რკინით, ალუმინით, ნატრიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, სპილენძით, იოდით, B ჯგუფის და A, C, E ვიტამინებით მდიდარ ბაბუაწვერას ყვავილს ძველად "სიცოცხლის ელექსირად" მიიჩნევდნენ.
მეცნიერებმა პირველი ღეროვანი უჯრედის გამოყვანა და შენახვა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიწყეს. კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ უჯრედების გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ დაენერგათ.
თვალების წვას, გაწითლებას, ქუთუთოების ქავილსა და შეშუპებას, ანთებას უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მარტო ქარიანი, ცივი ან მზიანი ამინდი, არამედ კომპიუტერთან დიდხანს დაძაბული მუშაობა.
ყოველწლიურად მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის სიმსივნით მილიონი ადამიანი ავადდება. საკმაოდ ხშირია ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები საქართველოშიც. სამწუხაროდ, პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც კიბო უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზეა. გამოსავალი ხშირად ქირურგიული ჩარევაა, რაც ნაწლავის გარეთ გამოტანას გულისხმობს.













იყავი პირველი!