ორგანიზმში პარაზიტების არსებობის სიმპტომები - კვირის პალიტრა

ორგანიზმში პარაზიტების არსებობის სიმპტომები

ნიშნები, რომლებზეც ქვემოთ გესაუბრებით, შესაძლოა, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად. ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.

ყურადღებით წაიკითხეთ სიმპტომების ნუსხა; თუკი მათგან 4-ს მაინც აღმოიჩენთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ, ჩაიტაროთ უფრო დეტალური დიაგნოსტიკა და გაიწმინდოთ ორგანიზმი.

ალერგია

პარაზიტებს შეუძლიათ დააზიანონ ნაწლავების გარსი, რასაც სისხლში გადაუმუშავებელი საკვების მოხვედრა მოჰყვება. ეს კი ალერგიულ რეაქციას იწვევს.

ზედმეტი წონა

როცა ორგანიზმში პარაზიტები სახლდებიან, ისინი ფასეულ საკვებ ნივთიერებებს შთანთქავენ, ორგანიზმს კი მხოლოდ უსარგებლო, `ცარიელ~"კალორიებს უტოვებენ. ხშირად სწორედ ეს ხდება ზედმეტი წონის მიზეზი ავიტამინოზთან ერთად.

ნერვული გაღიზიანებულობის მომატება

პარაზიტული მოწამვლის ერთ-ერთი სიმპტომი გადაჭარბებული ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია და ძილის დარღვევაა.

კუჭ-ნაწლავის ქრონიკული მოშლილობა

პროსტაგლანდინი ფერმენტია, რომელიც აცოცხლებს ბევრ პარაზიტს. ის ორგანიზმში ნატრიუმის კარგვას აძლიერებს, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლას.

დიარეა

პარაზიტებს შეუძლიათ დაბლოკონ სანაღვლე და ნაწლავური გზები, რაც შემდგომ დიარეას იწვევს.

ქრონიკული დაღლილობა

სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა ორგანიზმს ასუსტებს. ამიტომაც თავს იჩენს აპათიური მდგომარეობა, იკლებს კონცენტრაცია და უარესდება მეხსიერება.

ხველა

ხშირად სასუნთქი გზების ანთება და ხველა ასკარიდოზის ნიშანია.

კანის ცუდი მდგომარეობა

ორგანიზმში პარაზიტების არსებობა პირდაპირ აისახება კანის მდგომარეობაზე.

შფოთვა ძილში

ორგანიზმი ცდილობს, გათავისუფლდეს ტოქსინებისგან. ამიტომაც ღამით უცაბედი გამოღვიძება პარაზიტული ინფექციის დროს _ჩვეულებრივი მოვლენაა.