სისხლდენის შემდეგ კოწახურს ვერაფერი შეედრება - კვირის პალიტრა

სისხლდენის შემდეგ კოწახურს ვერაფერი შეედრება

მშობიარობის ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ხშირია სისხლის დაკარგვით გამოწვეული სისუსტე. გირჩევთ, ასეთ დროს კოწახური დაიხმაროთ:

1 სადილის კოვზი კოწახურის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 10 მლ 40%-იანი სპირტი ან არაყი. დააყენეთ სითბოში 14 დღით, სანამ არ მიიღებთ გამჭვირვალე, ალუბლისფერ, არომატულ, ოდნავ მომჟავო სითხეს.

ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 2-3 კვირის განმავლობაში, 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის კურსს იმეორებენ 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ.

კარგია კოწახურის ფესვისა და ქერქის ნახარშიც:

10 გრამ ქერქსა და 15 გრამ ფესვს უნდა დაასხათ 300 მლ ცივი წყალი და 30 წუთი ხარშოთ მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გააცივოთ, გაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით.