ფუტკრის პური
01-09-2009
თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. ჭეოს სამკურნალო თვისებები კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ჭეო - ფუტკრის პური, მტვერია, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ათავსებს ფიჭის უჯრედებში. მცენარეული (მტვრის მარცვლები) და ცხოველური (თვით ფუტკრები) ფერმენტების, ბაქტერიებისა და საფუარის სოკოს ზემოქმედებით მტვერში იზრდება რძის მჟავის შემცველობა, რომელიც აკონსერვებს ამ საკვებ ცილოვან-ლიპიდურ ნარევს. სწორედ მას ჭამენ ფუტკრები, ეს მათი პურია. ფუტკარი უთაფლოდ ძლებს, ჭეოს გარეშე კი იღუპება.
ყვავილის მტვრისგან განსხვავებით (რომელიც დიდი ხანია იყიდება) ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ასეთი ბიოლოგიური აქტიურობა არც ერთ ნატურალურ პროდუქტს არ გააჩნია. ჭეოში 20-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე სტაფილოში. "ფუტკრის პური" შეიცავს პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ანტიმიკრობული თვისებების მქონე ფერმენტებს, ფიტოჰორმონებს, ამინომჟავებს - სულ 240 ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ჭეო მეფუტკრეობის ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია.
დღეში 6-7ც (10გ) მომწარო გემოს ჭეოს ძალიან პატარა ყავისფერი მარცვლის მიღება ორგანიზმს ამდიდრებს ყველა სასარგებლო ნივთიერებით, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაღლებს იმუნიტეტს. ვირუსული დაავადების დროს ჭეოს დოზა ორჯერ უნდა გაზარდოთ.
განსაკუთრებით ეფექტიანია ჭეოს მიღება ანემიის დროს - 2-3 კვირაში ჰემოგლობინის დონე ნორმამდე ადის. ფუტკრის პურით ასევე მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებებს, მეხსიერების დაკარგვას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ჰიპერტონიას, პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 5-10 გ ჭეოს მიღება.
ამ ნივთიერებით შეიძლება შევებრძოლოთ სიბერეს. ჭეო გასრისეთ კვერცხის გულში ან თაფლში და კვირაში 1-2-ჯერ წაისვით სახეზე.
მეფუტკრეებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმი ითვისებს ჭეოს მხოლოდ აუცილებელ რაოდენობას. გახსოვდეთ, მისმა რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი, დააზიანოს ღვიძლი, თირკმლები, ელენთა. ასევე არარეკომენდებულია მისი მიღება ძილის წინ.
ოტდოხნი!
lelavekua
16 დეკემბერი 2013 12:08
სად იყიდება?
giorgi
01 ივნისი 2013 19:22
სად იყიდება? და რა ღირს?
სხვა სიახლეები
როდის იღიმება ადამიანი? როცა დადებითი ემოციით არის სავსე, კარგი განწყობილება აქვს და, უბრალოდ, ბედნიერია. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ბედნიერებას ძირითადად ემოციური განწყობა და ადამიანის გარეგნობა განსაზღვრავს.
დაწვრილებით...
"ვისაც დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტი უწევს, უნდა შეძლოს პირადი პროფილაქტიკა"
დაწვრილებით...
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, კაცობრიობის ერთ-ერთი გლო­ბალური პრობლემა ადამიანთა გამოკვებაა. დედამიწის მოსახ­ლე­ო­ბის დიდი ნაწილი ვერ იღე­ბს საკვების სათანადო რაოდენობას, რომ აღარაფერი ვთქვათ არასრულფასოვან და არარაციონალურ კვებაზე.
დაწვრილებით...
ბევრ მშობელს დაუჩივლია, - ჩემი შვილი სახსრებს იტკიებსო. საბედნიეროდ, ყველა ასეთი შემთხვევა რთული არ არის და შესაბამისი მკურნალობაც მალევე შველის, თუმცა, ბავშვებში სახსრების ტკივილს შესაძლოა მძიმე შედეგებიც მოჰყვეს.
დაწვრილებით...
დეპრესია ურთულესი დაავადებაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან დეპრესიით დაავადებულები სუიციდისკენ არიან მიდრეკილნი.
დაწვრილებით...
"ქოლესტერინის მატებას დიეტაზე მეტად ფიზიკური აქტივობა ამცირებს"
დაწვრილებით...
გამელოტება ანუ ალოპეცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა მამაკაცებისთვის.
დაწვრილებით...
ოფლიანობა ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციაა, რადგან ოფლდენის მეშვეობით ორგანიზმი თავისუფლდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებისგან და სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დაწვრილებით...
"ერთი შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ცხელების გავრცელების კერა შეიქმნა"
დაწვრილებით...
"საერთაშორისო სტატისტიკით, ღვიძლის ციროზების 75-80% სწორედ ალკოჰოლურ ციროზებზე მოდის"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა სანდრო ეულის
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები