ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
12-07-2010
ჩემი სასწაულმოქმედი მალამო
ძვირფასო რედაქცია. მე თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს გვერდები მედიცინაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი სიყვარული მალამო "ფიტომალის" მიმართ.

მე როგორც მოქმედი აქტიური ალპინისტი ხშირად ვარ ექსტრემალურ სიტუაციაში და ასევე ხშირად ვიღებ სხვადასხვა სახის ტრავმებს, ჭრილობებსა თუ დაჟეჟილობებს. მზისგან დამწვრობა და ტუჩების დახეთქვა ხომ ალპინისტებისთვის საშინელებაა. ბევრი მალამო გამომიყენებია, მაგრამ რამდენიმე წელია მივაგენი მართლაც უნივერსალურ და სასწაულმოქმედ მალამო "ფიტომალს".

ზოგს შეიძლება გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ მწვერვალზე ასვლისას, როცა ვიცი, რომ "ფიტომალი" თან მაქვს, თავს წარმოუდგენლად მშვიდად და უშიშრად ვგრძნობ ჯანმრთელობის კუთხით. მალამო "ფიტომალის" მიმართ იმხელა ნდობა გამიჩნდა, რომ ის ერთადერთი პრეპარატია, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერზე ვხმარობ. მაგ., სურდოს დროს, თავის ტკივილისას, ჭრილობისას, დამწვრობაზე, დაჟეჟილობის დროს, ნაღრძობზე;

თქვენ წარმოიდგინეთ კიდურებზე მალამოს წასმა მოყინვისგან მიცავდა. იმდენად ვენდობოდი, რომ დამაინტერესა თუ სად გადიოდა "ფიტომალის" შესაძლებლობების ზღვარი და ექსპერიმენტების ჩატარებაც კი დავიწყე. ყველა სიტუაციაში შედეგი მართლაც გამაოგნებელი იყო. მწვერვალზე ასვლისას, როცა თითოეულ ზედმეტ გრამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, "ფიტომალს" არასოდეს ვიცილებთ, ამიტომ იგი არაერთ მწვერვალზე აგვიტანია. ასე რომ, "ფიტომალი" ჩვენთან ერთად მართლაც მწვერვალებს იპყრობს.

ახლა ზღვის სეზონია და მინდა რჩევა მივცე გარუჯვის მოყვარულებს. გარუჯვის მოყვარულთ ხშირად ზედმეტი მოსდით და იღებენ დამწვრობას. ასეთ შემთხვევაში "ფიტომალი" შეუდარებელია. ის სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და აგაცილებთ შემდგომ გართულებებს. ეს მე ზღვაზეც და მთაშიც არაერთხელ გამომიცდია.

არ მინდა, ძალიან გამიგრძელდეს, რადგან თქვენი გაზეთის რამდენიმე გვერდიც არ მეყოფოდა ყველა იმ შემთხვევის აღსაწერად, რომლებიც ამ მალამოსთან “მეგობრობისას” გადამხდენია.

მე არ ვიცი "ფიტომალი" საგვარეულო წამალია თუ ვინმემ შექმნა, მიუხედავად ამისა, მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი პრეპარატის მიმართ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
უძილობის დროს:
1. 40 გ კუნელის ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში.
2. 20 გ კუნელის მწიფე ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და ჩაის სახით დალიეთ.
რადიკულიტის დროს:
KvirisPalitra.Ge პომიდორი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: შაქარს, ორგანულ მჟავებს, ცელულოზას, პექტინებს, რკინას, სპილენძს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, B1, B2, PP, C ვიტამინებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პომიდორში მჟაუნმჟავა 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კარტოფილში და 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში. რკინით მდიდარი პომიდორი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს.
KvirisPalitra.Ge ...წითელი წიწაკა მდიდარია ასკორბინის მჟავათი, აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების ტრაქტს, აქვს ანტისეპტიკური თვისება.
...ზაფრანა სიცხის დამწევი, შარდმდენია, წმენდს სისხლს, ანტისეპტიკურია.
თავის ტვინი შეიძლება "კომპიუტერს" შევადაროთ, სადაც შესაძლებელია ხარვეზებიც. ჩვენი ცოდნა, ანუ ტვინი უზრუნველყოფილია პროგრამებით. "კომპიუტერი"
მაღალი ტემპერატურის, ფაღარათის, პირღებინების სიმპტომებით ეს რამდენიმე კვირაა, სამედიცინო დაწესებულებებს უამრავი ადამიანი მიმართავს. უმეტესობა ბავშვია, ხშირ შემთხვევაში ზღვისპირა კურორტებიდან ჩამოსული.
KvirisPalitra.Ge უძველეს დროში კაკალი ხორბალზე მეტად ფასობდა, დელიკატესად მიიჩნევდნენ და მხოლოდ დიდებულები მიირთმევდნენ. დღეს კი ყველასთვის ხელმისაწვდომია;
KvirisPalitra.Ge შაკიკის სიმპტომები ჯერ კიდევ ქრისტემდე II საუკუნეში აღწერეს. მაგრამ მედიცინა დღესაც უძლურია, დაადგინოს შაკიკის გამომწვევი მიზეზები. არის მოსაზრება, რომ ის მემკვიდრეობითია.
KvirisPalitra.Ge ...ველოსიპედი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის დაწვასა და ცელულიტის მოშორებაში. საკმარისია ყოველდღე 45 წუთი ატრიალოთ პედლები, რომ თქვენი აღნაგობა უნაკლო გახდეს.
KvirisPalitra.Ge ადამიანის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს გული მუშაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვემსახურება. ეს "ძრავა" რომ არ მოიშალოს, საჭიროა მოფრთხილება, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება:
ღიღილოს ლურჯი ყვავილები შეიცავენ ლორწოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, კუპრსა და პექტინებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას.