სილამაზის სალონი - კვირის პალიტრა

სილამაზის სალონი

სახის კანის გამათეთრებელი ნიღბები:

1. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის არაჟანი და გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი. ნარევი სახეზე წაისვით და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. ჩვეულებრივი სახის კრემს დაამატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი გახდება ხავერდოვანი.

გირჩევთ! მარტო ლიმონის წვენი სახეზე არ წაისვათ, კანი გაგიღიზიანდებათ.

კანს კვებავს და ელასტიკურობას მატებს:

1ჩ/კ რძეს (ან არაჟანს) დაამატეთ 1ჩ/კ ახალდაყენებული ჩაი, 1ს/კ თაფლი. ნარევი წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კიტრის ლოსიონი  - 3ს/კ გახეხილ კიტრს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი. გაწურეთ და დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი. სახე გაიწმინდეთ ამ ნარევით.

მშრალი სახის კანის დროს: ა) 1 ავოკადოს რბილობში შეურიეთ 1ჩ/კ ნუშის ზეთი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით - უსაპნოდ.

მშრალი და ნორმალური სახის კანის დროს: 30 გ ფქვილს დაამატეთ 50 გ თაფლი, 4 ს/კ წყალი და ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მშრალი და აქერცლილი კანის დროს: 2 კვერცხის გულს დაამატეთ ნებისმიერი 1ჩ/კ მცენარეული ზეთი და 1ჩ/კ ალოეს წვენი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცხიმიანი კანის დროს:

ა) 1 კვერცხის ცილას დაამატეთ თითო ჩ/კ თაფლი, რძე, ლიმონის წვენი, ცოტა ქატო და კარგად აურიეთ. ნარევი წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ბამბის ტამპონით ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ შეისხით გვირილის ნაყენი.

ბ) 1 კვერცხის ცილას დაამატეთ 1ჩ/კ ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფეთ. ქაფი ფუნჯით წაისვით სახეზე, როგორც კი ნიღაბი დაიწყებს გაშრობას, ხელახლა წაისვით, ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.

გ) ყურძნის რამდენიმე მარცვალი დაჭყლიტეთ და წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კალენდულას ლოსიონი: 2-2 ს/კ კალენდულას და გვირილას ყვავილს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ, დაამატეთ 50 გ ქაფურის სპირტი და გაიწმინდეთ სახე დღეში 2-3-ჯერ.

ბეგქონდარას ლოსიონი: ერთმანეთს შეურიეთ 1/2 ჩ/კ გამხმარი ბეგქონდარას და 2 ჩ/ქ დაფქული კამის თესლი, 1/2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 1/2 ლომონის წვენი. სახე ამ ლოსიონით გაიწმინდეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

მოხარშული კომბოსტო, რომელიც მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით დაიდეთ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ მოიშირეთ. ეს კომპრესი ხსნის შეშუპებასა და გაღიზიანებას, კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.

ბაბუაწვერას ლოსიონი: 1ჩ/ჭ ბაბუაწვერას დაამატეთ 1ჩ/ჭ არაყი, გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, ნაყენი გააზავეთ (1/2 ჩ/ჭ ნაყენი: 1ჩ/ჭ წყალი) წყლით, და სახე გაიწმინდეთ დღეში 3-ჯერ.

სიფრთხილე გამოიჩინეთ თაფლთან, განსაკუთრებით ალერგიულებმა, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.