კარტოფილის სასწაულებრივი ძალა
17-10-2011
კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლოც. ის შეიცავს 20%-მდე ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ბევრ უჯრედისს.300გ კარტოფილი შეიცავს ვიტამინური დღეღამური ნორმის ნახევარს. კარტოფილი აწესრიგებს არითმიის დროს გულის მუშაობას.

შეშუპების დასაცხრომად ავადმყოფმა ჭამოს ნებისმიერი სახით უმარილო 1კგ კარტოფილი, ან დაიცვას დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1ლ რძე, 1კგ კანიანად აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, 100გ შაქარი.
კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ 0,5 ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა.

მცირე რაოდენობის კარტოფილის წვენის მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ 0,5 ჩ/ჭ წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს.
ახალგამოწურული კარტოფილის წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროპიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს.

წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან არავინ არის დაზღვეული. უმეტეს შემთხვევაში ამ დაავადებების მიზეზია სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
დაწვრილებით...
სითბო აფართოებს სისხლძარღვებს და აღადგენს უჯრედების კვებას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
დაწვრილებით...
კბილზე არა მხოლოდ მომხიბვლელობა, ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული
დაწვრილებით...
ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს, ავიცენას ნაშრომებში და უფრო ადრეული ხანის წყაროებშია ლაპარაკი.
დაწვრილებით...
"არტერიული წნევის აწევის თითოეული ეპიზოდი სამიზნე ორგანოების მილიონობით უჯრედის სიკვდილით მთავრდება. საბედნიეროდ, ორგანიზმს რეგენერაციის უნარი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობაც არ გახლავთ უსაზღვრო".
დაწვრილებით...
მატიტელა სამკურნალო მცენარეა. ის შეიცავს A, C, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, პექტინებს, ეთერზეთებს და სხვ.
დაწვრილებით...
1. ანტიბიოტიკები ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. მაგალითად, ისინი შეუცვლელია ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების - პიელონეფრიტის, პნევმონიის, ჩირქოვანი ანგინის, ჰაიმორიტის, აბსცესის, სეფსისისა და სხვათა მკურნალობისას. მაგრამ ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან (გაცივება, გრიპი, ჰერპესი, ჰეპატიტი) ანტიბიოტიკები უძლურია.
დაწვრილებით...
სანთლები, დამამშვიდებელი მუსიკა, მკრთალი შუქი და, რაც მთავარია, აბაზანაში სითბო და სისუფთავე... თანაც არსად გეჩქარებათ, წევხართ თბილ წყალში, ისუნთქავთ ბალახებისა და ზეთების სურნელებას - თქვენ არა მარტო უვლით კანს, არამედ გრძნობთ, თუ როგორ ქრება დაღლილობა და თანდათანობით გეუფლებათ სიმშვიდე.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიარო ნაწილის მელოგინეთა განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხე შეიქმნა.
დაწვრილებით...
უროლოგიური დაავადებებიც, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, რომელსაც ადრე მოხუცებულობის ტვირთად ვთვლიდით, გაახალგაზრდავდა,…ამიტომაც, მამაკაცებო, შენიშნეთ შარდში სისხლი? ქალბატონებო, დააცემინეთ და იგრძენით, რომ შარდი გაგეპარათ? ნუ იფიქრებთ, რომ ეს შემთხვევითობაა, - გაფრთხილებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უროლოგი ბატონი დავით ქოჩიაშვილი:
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?