კარტოფილის სასწაულებრივი ძალა - კვირის პალიტრა

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლოც. ის შეიცავს 20%-მდე ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ბევრ უჯრედისს.300გ კარტოფილი შეიცავს ვიტამინური დღეღამური ნორმის ნახევარს. კარტოფილი აწესრიგებს არითმიის დროს გულის მუშაობას.

შეშუპების დასაცხრომად ავადმყოფმა ჭამოს ნებისმიერი სახით უმარილო 1კგ კარტოფილი, ან დაიცვას დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1ლ რძე, 1კგ კანიანად აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, 100გ შაქარი.

კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ 0,5 ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა.

მცირე რაოდენობის კარტოფილის წვენის მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ 0,5 ჩ/ჭ წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს.

ახალგამოწურული კარტოფილის წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროპიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს.

წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.