ასე ვგავართ სულელებს?
ასე ვგავართ სულელებს?
05-01-2016
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ამ ახლი წლის დღეებში მინდოდა რაიმე მსუბუქ თემაზე დამეწერა, მაგრამ არ გამოდის, რადგან 2015 წლიდან 2016-ში ერთი მძიმე ფიქრი გადმომყვა - ასე ვგვართ სულელებს? ქართველი ხალხი მართლა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს? სხვანაირად ვერ ამიხსნია, ყველა ჩვენს გასულელებას რატომ ცდილობს?

აბა, რა იყო ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა, თუ არა ჩვენი გასულელების მცდელობა?

ასე მის არცერთ გამოსვლას არ აღუშფოთებივარ. კი, ადრეც ბევრ საკრიტიკოს ამბობდა, ბევრს ისეთს, რომელშიც არ ეთანხმებოდი, მაგრამ ახლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი ეს გამოსვლა ცინიზმით გამოირჩეოდა. იმის შეგრძნებით, რომ რაც უნდა თქვას, ხალხი ყველაფერს ჭამს.

აი, მაგალითად, ეტყვი ხალხს, რომ ღარიბაშვილის "წასვლის არსი მხოლოდ წასვლაშია" და ისიც დაიჯერებს, რადგან თურმე ახალ სტილს ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტკიკაში - მივიდვართ წარმატების პიკში. ხალხი დაიჯერებს, წავიდა, რათა "სხვებსაც მისცეს საშუალება ძალა მოსინჯონ". ანუ დახლოებით ისე, როგორც ფეხბურთის მწვრთნელები იქცევიან ზოგჯერ, გუნდი რომ ჩემპიონი გახდება, მაშინ მიდიან, რათა წარმატებულის სახელი დატოვონ. უბრალოდ, ბატონ ბიძინას დაავიწყდა ეთქვა, რისი ჩემპიონი გახადა ჩვენი გუნდი ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელი თასი ან ტურნირი მოვიგეთ, ამის იქეთ მეტის მიღწევის პერსპექტივა რომ ვერ დაიანხა და გამარჯვებული და თავაწეული წავიდა?! მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, ევროპის ჩემპიონები თუ ჩემპიონთა თასი ავწიეთ?! იქნებ, ისევ ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა არ ვართ და ჩვენ გვეჩვენება პრობლემები? აა, ეს ხომ საერთაშორისო კრიზისის ბრალია, თორემ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნაა და "არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა". უბრლაოდ, მოუნდა და "წავიდა წარმატების პიკში".

პრობლემა ის კი არა, რომ ღაირბაშვილი წავიდა. წასვლის უფლება ყველას აქვს. პრობლემა ისაა, რომ გვასულელებენ. ერთ ტყულს რომ გადაყლაპავ, მერე მეორეს მოგაყოლებენ, სულ ცხელ-ცხელს მოგაყრიან. გეტყვიან, რომ მურუსიძე დამნაშავე კი არა მსხვერპლი იყო, რადგან სისტემა იყო ასეთი, ამიტომ არც მისი დანიშვნაა პრობლემა, რადგან, ვინც სისიტემას ემსახურებოდა ყველას ხომ არ გავყრით და ხალხს კოსმოსიდან ხომ არ მოვიყვანთ? ანუ გეტყვიან, რომ ქვეყანაში წესიერ და პატიოსან ვერც მოსამართლეს იშოვი, ვერც პროკურორს და ვერავის ამიტომ ისევ იმათ უნდა ვენდოთ, ვინც სააკაშვილის დროს სისტემას თავდახრილი ემსახურა. გეტყვიან, რომ მურუსიძის წინააღმდეგ დაწყბეული კამპანია პრეზიდენტ მარგველაშვილის მცდელობაა გავლენა მოიპოვოს სასამრთლოზე და მეტი არაფერი. მთელი საზოგადოება რომ შფოთავს, ესეც არაფერი, ყველანი მარგველაშვილის მხვერპლი ვყოფილვართ.

ამასაც რომ გადაყლპაავ, მერე დესერტიც ხომ უნდა დააყოლო?! ისე როგორ იქნება? რა ჯობია ტკბილ ტყუილს თავზე მოყრილი იმედებით. თურმე დაპირება, რომ მესამე წელი უკეთესი იქნებოდა, ხოლო მეოთხე წელს ყველანი საკუთარ ჯიბეზე ვიგრძნობდით, მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ბიზნესისთვის გარემო გაუმჯობესდებოდა და მეტს არაფერს. გარემოს გაუმჯობესებამ, რომ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, მსოფლიოში დაწყბეული კრიზიის ბრალია, ბიძინა და მთავრობა რა შუაშია...
ამიტომ ახლა ისევ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ ეს კრიზისი 2016-ში მორჩება და 2017-დან აღმავლობის პერიოდი დაიწყება.

ივერიის გაბრწყინების ახალი
თარიღი - 2017!

2017-შიც თუ არ დაიწყო, მერე ალბათ გვეტყვიან 2020-ში დაიწყებაო, მერე 2025-შიო და ასე ვივლით, როგორც ვირი წინ ჩამოკიდებული თივის ბულულით. სულ გაჭირვებულები ხომ არ ვიქნებით, ოდესღაც ალბათ ჩვენთანაც გამოიდარებს, ვთქვათ 2030-ში, ან 2040-ში. ჰოდა, მერე გვეტყვიან აი, ხომ გეუბნეოდით, თქვენ კი არ გჯეროდათო!

თავში კითხვა დავსვი, ყველა ჩვენს გასულელებას რატომ ცდილობს-მეთქი? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ეტყობა, ჩვენც მუდამ ვსულელედებით და იმიტომ.

იხილეთ ასევე: წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!
simartle
10 იანვარი 2016 21:32
გავიცინებდი,სატირალი რომ არ იყოს.რა დრო დადგა?მერებ მეტრეველსაც აღარ მოსწონს მამამარჩენალი?მაიცა,მაიცა,იცით ბატონო მერაბ მე რა მაინტერესებს?თქვენ(და მრავალ სხვას საქართველოში)გჯეროდათ რომ ეს პიროვნება ერთ ლარს მაინც ჩადებდა ისე,რომ მერე 10 არ ამოიღოს?ხოდა,რაც პუტინმა მისცა თანხა(ამბობენ 2,5 მილიარდი გამოატანინაო) იქიდან 1-1,5 მილიარდი ხომ დაუჯდა 2012 წელს ამ უგზოუკვლო და 1-2% იანი პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება?ხოდა დროა ეს ჩადებული ფული ამოიღოს.ეს არსება საბჭოთა ბიზნესმენია,მთელი თავისი საბჭოური ბიზნეს-ქურდული გაგებით.დღეს საქართველო არის 2 ადამიანის ბიზნესი: ნიცშეს გადაკიდებული ბიძინა ბატონისა და იტალიური მაფიისა და ქართული ქურდების "აბშაკის" მართველის -კალაძის.ორივე საქართველოში არის თავისი ბიზნესპროექტებითა და თავისი ინტერესებით მოსული.ფული უნდა ამოიღონ.მორჩა ბაზარი.დანარჩენები-ბესელია,ღარიბაშვილი,თამაზაშვილი,მეჭიაურ-თოფაძეები და სხვანი,არიან მიშვებულები რომ თავიანთი მცირე ძვლები(მაგიდიდან ნარჩენები ჰქვია ამას) ღრნან და დაკმაყოფილდნენ.მთავარი ვერ გამიგია-ბიძინას გარშემო სულ მთხლეები და უტვინოები როგორ შეიკრიბნენ რომ ერთიც კი ვერ უბედავს უთხრას რომ პირდაპირ ეთერში და ასე ბევრო მაყურებლის წინაშე არ უნდა გამოდიოდეს,რადგან მთლად სასაცილოა და უკვე მთლად ჯიუტი ქოცებიც ხვდებიან თუ რა "ანალში" აღმოჩნდა ქვეყანა.
პენსიონერი
10 იანვარი 2016 19:58
სიტყვა მოქ.კავ-ნაცი=ქოცი არ გამაგონოთ. გული მერევა და მეფურთხება მაგათ გაგონებაზე. შემდეგი ვინ იქნება საინტერესოა. ტაში ბახიოთლებო.საოცარი ქვეყანა ვართ. ვაართ კი ქვეყანა??????ღორები. ეს ყველაზე დიდი მატყუარა.ესეც მეორე მელა მოგვევლინა. აბა ხალხო,მარშ= ყველანი არჩევნებზე. ბიულეტენის გაფუჭება არ დაგავიწყდეთ. პენსიონერებო სახლში არ დარჩეთ, წადით არჩევნებზე და როგორც ჩვენ დაგვაფასა მთავობამ და ოცნებამ ისე დავაფასოთ.რაც დაიმსახურეს ის დავუბრუნთ
სხვა სიახლეები
"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს"
დაწვრილებით...
წინა კვირას ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ამიტომ მივყვეთ მოკლედ და თანამიმდევრობით:
დაწვრილებით...
ივანიშვილის ფლორისადმი სიყვარული შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს.
დაწვრილებით...
ქართველი მძღოლების ნაწილი მგზავრებს ისე უყურებს, როგორც კარტოფილის ტომრებს, მათი არც კომფორტი აინტერესებთ და არც არაფერი.
დაწვრილებით...
ამას წინათ, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს­ შეგვხვდა, ვუთხარი, "ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმას არ მივცემ-მეთქი.
დაწვრილებით...
ადრინდელი პრემიერი და პრეზიდენტი რაგბის თამაშობდნენ, ახლანდელი პრემიერი და პრეზიდენტი - პინგ-პონგს.
დაწვრილებით...
აუცილებლად ყველაფერი თავზე უნდა დაგვმხობოდა, პროკურატურას ერთი ადგილი რომ გაენძრია! როგორც იქნა მოახერხა და ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში წინ წაიწია.
დაწვრილებით...
მიშაც ზუსტად ისე ამართლებდა კონცერტებში გადაყრილ მილიონებს, როგორც ესენი: ამით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდებაო, ტურიზმი განვითარდებაო და ა. შ.
დაწვრილებით...
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მოკლედ, წინ საინტერესო არჩვნები გველის. უფრო საინტერესო - წინასაარჩევნო კამპანია. მანმადე კი ზოგი იმის გარკვევეითაა დაკავებული, ვინ ვის ცოლთან დადის, ვის რამდენი შეყვარებული ჰყავს და ქალებში დადიან, თუ კაცებში
დაწვრილებით...
იყიდება ვარკეთილის 3, მე-3ა მ/რ-ში
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
იყიდება სასწრაფოდ და
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები