პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე, ანუ 2016 წელმა "კოჭები" უკვე გამოაჩინა
პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე, ანუ 2016 წელმა  "კოჭები" უკვე გამოაჩინა
11-01-2016
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

2016 წელი ახლა დაიწყო და უკვე "კოჭებში ეტყობა", რაც იქნება.

ჯერ ორი კვირაც არ გასულა და იმდენი რამ მოხდა, რომელზე უნდა დავწერო, არც კი ვიცი. მაგალითად, როგორ არ დავწერო იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი დიდთოვლობის გამო პარალიზებული­ აღმოჩნდა, რადგან გზები დროულად ვერ იწმინდებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით,­ ეს ხელისუფლების ბრალი კი არა, კონტრაქტორი ფირმების დანაშ­აული ყოფილა, რომელთაც­ 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა­ გაუჭირდათ. მიზეზი ისეთია, ქვას გახეთქავს! ქართველ კაცს ენა როგორ მოგიბრუნდება, ვინმეს 1-2 იანვარს მუშაობა მოსთხოვო. პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე და ასე 7 იანვრამდე... კი არა - 14 იანვრამდე! მერე რა, რომ ხალხი ვერ გადაადგილდება, ან შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს და ადამიანი მოკვდეს?! მთავარია გულმხურვალე სადღეგრძელოები და ქართული ჯიგარი. უფროსობამაც ვერ მოსთხოვა, ეტყობა. აბა, როგორი სათქმელია, ხელიდან ინდაურის ბარკალი გააგდე და სამუშაოდ გამოდიო...

ან იმაზე როგორ არ დავწერო, რომ ნორვეგიული მედიის ცნობით, ოსლოში პარკინგის დავალიანებით ქართველი დიპლომატები ლიდერობენ. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარია. სულ არასწორად აჩერებენ და თან არ იხდიან! წარმოიდგინეთ, ხალხი ისე შეწუხდა, ამ თემას გაზეთმა სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა. ისე, ეტყობა, ვერაფერი შეაგნებინეს. დაჭერით ვერ დაიჭერენ, დიპლომატები არიან და იმუნიტეტი იცავთ. ჰოდა, ამათაც გაილაღეს! ჩვენი რა მიდისო! ვის აინტერესებს ქვეყნის სახელი და პრესტიჟი! საინტერესოა, ეს ფული ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს? ჩვენი მთავრობა იქნება ხუთჯერ მეტად უუნარო,­ თუ ამ ფულს დიპლომატებს ხელფასებიდან არ გამოუქვითავს. მე ყველას ჩამოვაქვეითებდი, ელჩს კი მოვხსნიდი ქვეყნის შერცხვენისთვის. მაგრამ არის კი ეს საქციელი ქართველის გაგებით სამარცხვინო?!

ან სამარცხვინოა თუ არა, როცა მოსამართლეები კოლექტ­იურ წერილს წერენ და თავიანთი კოლეგის განცხადებებს­ ემიჯნებიან და გმობენ! ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს გაემიჯნენ და სამარცხვინო და ამორალური უწოდეს. სულაც არ ვიცი, რა კაცია თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ ეს კოლექტიური წერილების წერა რა უბედურ­ებაა?! რომელი წელია - 1937?! ამიტომაც უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან მოსამართლე­ების დიდი ნაწილი. ადეიშვილის მონობაში გადიდკაცებულებს, აღარაფერი ეშველებათ. სულ ახალი პატრონის ძებნაში იქნებიან. მაგრამ ვინ გაყრიდა? ივანიშვილს ისინი სისტემის მსხვერპლად მიაჩნია. მოსამართლეს, რომელსაც უფროსიც კი არ ჰყავს და დედამიწაზე­ ვერავინ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში, როგორ შეიძლება მორჩილება ეპატიოს?! ვის სჭირდება ასეთი? გასაგებია, რომ ახალ ხელისუფლებას, მაშინ რით განსხვავდება ის ძველისგან? ესეც გასაგებია, რომ ბევრი არაფრით.

სხვა რით გაგახაროთ? ზოგიერთი სიგარეტი დეფიციტის გამო 10 ლარამდე გაძვირდა­ და ეგონათ აქციზის მატების ბრალი­ იყო, არადა, აქციზი 20 თეთრით გაიზარდა.

მიწისქვეშა­ გადასასვლელში მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, გაავრცელეს, გაიყინაო და მთავრობა და ეკლესია ერთიანად ლანძღეს.
საბურთალოზე სამშენებლო კომპანიამ სტადიონი დაანგრია, "ნაცები" პროტესტით გამოცვივდნენ და აღმოჩნდა, რომ ნებართვა
მათ დროს იყო გაცემული.
შინ მისულ დავით კირკიტ­აძის ძმას თავისი მანქანის გასაჩერებელ ადგილას მეზობლის მანქანა­ დახვდა. მიუვარდა, აგინა, მის შვილს იარაღი უტრიალა­, ტარი ურტყა, დაიჭირეს და იძახიან, პოლიტიკური ზეწოლააო.

თავის დროზე რუსეთუმეების ძახილით წასული კიდევ ერთი ჩინოვნიკი დაუბრუნდა თანამდებობას - დავით ზალკალიანი. ის მართლაც პროფესიონალი და პატიოსანი კადრია, მაგრამ ბერუჩაშვილის არ იყოს, მაშ, ალასანიას რაღას მისდევდა? ვატყობ, წინ დიდი მხიარულება გველოდება...
hiugo555
12 იანვარი 2016 15:08
ჟურნალისტები,მოსამართლეები ,მწერლები,ხელოვანები იქეცით მთავრობების დანამატებათ საკ ხალხის წინააღმდეგ(ზოგიერთი გამონაკლისის გარდა),საკ კეთილდღეობაზე ზრუნვით....უბედურება ეს არაა ...უბედურებაა ამ გაუბედურებული ხალხის დუმილია ყველა გაუგონარ დანაშაულზე რასაც კადრებთ ამ ხალხს....
თქვენ კი როგორც კარგ ადამიანს...ერთ რჩევას მოგცემ...შენი ვალიცაა...ყოველი დღე იმით უნდა იწყებოდეს რომ ამ ხალხს უმეორო,საყდრისი და ყველა მის განადგურებაში მონაწილე...მათი გვარები ჯიში და ჯილაგი.
ia
11 იანვარი 2016 17:55
რა კარგი დროა.წერე ,იკითხე რამდენიც გინდა.
სხვა სიახლეები
"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს"
დაწვრილებით...
წინა კვირას ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ამიტომ მივყვეთ მოკლედ და თანამიმდევრობით:
დაწვრილებით...
ივანიშვილის ფლორისადმი სიყვარული შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს.
დაწვრილებით...
ქართველი მძღოლების ნაწილი მგზავრებს ისე უყურებს, როგორც კარტოფილის ტომრებს, მათი არც კომფორტი აინტერესებთ და არც არაფერი.
დაწვრილებით...
ამას წინათ, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს­ შეგვხვდა, ვუთხარი, "ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმას არ მივცემ-მეთქი.
დაწვრილებით...
ადრინდელი პრემიერი და პრეზიდენტი რაგბის თამაშობდნენ, ახლანდელი პრემიერი და პრეზიდენტი - პინგ-პონგს.
დაწვრილებით...
აუცილებლად ყველაფერი თავზე უნდა დაგვმხობოდა, პროკურატურას ერთი ადგილი რომ გაენძრია! როგორც იქნა მოახერხა და ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში წინ წაიწია.
დაწვრილებით...
მიშაც ზუსტად ისე ამართლებდა კონცერტებში გადაყრილ მილიონებს, როგორც ესენი: ამით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდებაო, ტურიზმი განვითარდებაო და ა. შ.
დაწვრილებით...
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მოკლედ, წინ საინტერესო არჩვნები გველის. უფრო საინტერესო - წინასაარჩევნო კამპანია. მანმადე კი ზოგი იმის გარკვევეითაა დაკავებული, ვინ ვის ცოლთან დადის, ვის რამდენი შეყვარებული ჰყავს და ქალებში დადიან, თუ კაცებში
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება 42 კვ.მ. ახალი გარემონტებული
ქირავდება სასტუმროს ნომრები 2 ადამიანზე
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები