მიშა, ასლანი... - ისტორიის გაკვეთილები ბიძინასთვის
მიშა, ასლანი... - ისტორიის გაკვეთილები ბიძინასთვის
საკმარისი იყო ახალ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული გამოევლინა, რომ წინა ხელისუფლების მომხრეებმა ერთი ამბავი ატეხეს, მიშას რომ ლაზიკის გამო დასცინოდით, ახლა თავად ხომ აკეთებთო. ვიღაცები და მეც მათ შორის ვცდილობდით აგვეხსნა, რომ მიშა როგორც ყველა დიქტატორული მიდრეკილების ადამიანი, ბოლოს კომიკური პერსონა გახდა და თან მანია გრანდიოზა სჭირდა.

იმის მაგივრად, რომ პორტზე ელაპარაკა და ეთქვა, შეიძლება ამ პორტს ოდესმე ქალაქის განვითარებაც მოჰყვესო, პირდაპირ ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას
You must have Flash Player installed in order to see this player.
აანონსებდა. სწორედ ეს იყო სასაცილო და არა ანაკლიაში პორტის აშენების იდეა. რა თქმა უნდა, მიშამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ თქვენ იცით, ასლან აბაშიძემ თავის დროზე როგორი სამსახური გაუწია აჭარის მოსახლეობას და ის რისგან იხსნა? - "მხედრიონის" თარეშისგან.

როდესაც მთელი საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და თბილისში ხალხი პურის რიგში ავტომატით იდგა, ჩვენ, ბათუმელებს, მაშინდელი საქართველოსთვის ჩვეული მოვლენა - ქუჩაში ავტომატიანი ხალხი, "ბესპრიდელი" არ გვინახავს. ჩვენ, ფაქტობრივად, საქართველოს 90-იანები გამოვტოვეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასლანმა ჩოლოქი ჩაკეტა და ჯაბა იოსელიანს აჭარაში
ცხვირი არ შემოაყოფინა.
შედეგად, როცა მთელ საქართველოში ომი და განუკითხაობა იყო, აჭარაში იყო სრული სიმშვიდე. მაგრამ აჭარის მოსახლეობისთვის საბოლოოდ მისი მოღვაწეობის შეფასების დროს მთავარი ის კი არ აღმოჩნდა, რა გააკეთა, არამედ ის, თუ რა ფასი მოითხოვა ამაში.

ასლანმა გადაწყვიტა, რადგან რეგიონი
ომისგან იხსნა, მას ყველაფრის უფლება ჰქონდა და აჭარაში შეიძლებოდა პატარა დიქტატორად მჯდარიყო. აჭარის ტელევიზიას დაამონტაჟებინა ფილმი სამეგრელოში "მხედრიონის" თარეშის უმძიმესი კადრებით, დაარქვა "რას გადაურჩა აჭარა" და კვირაში ერთხელ გვაყურებინებდა, რომ მისი ღვაწლი არ დაგვვიწყებოდა. მიუხედავად ამისა, ის სწორედ აჭარის მოსახლეობამ გააგდო.

იგივე ეხება მიშასაც და მის გაკეთებულ საქმეებსაც. დიახ, მან ბევრი კარგი გააკეთა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში ტოტალური კორუფციის აღმოფხვრაა, რაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვერსად მოახერხეს. ამან ქვეყანას წინსვლის და განვითარების შანსი მისცა, მაგრამ სანაცვლოდ მიშამაც გადაწყვიტა, რომ გაკეთებული საქმეები მასაც ყველაფრის უფლებას აძლევდა, შეეძლო კანონზე მაღლა დამდგარიყო და პატარა დიქტატორუკა გამხდარიყო. ტელევიზიები აბაშიძის დროინდელი "აჭარის" ტელევიზიის" სტილში მხოლოდ მის ქებაში ყოფილიყვნენ, "დაეჩმორებინა" სასამართლო და ა. შ მარტივად რომ ვთქვათ, შარვალი ჩაიხადა და ხალხს უკანალი მიუშვირა. ქართველმა ხალხმა კი მას ამ უკანალში პანჩური ამოჰკრა. ხალხი მზად არ აღმოჩნდა, რომ თუნდაც კარგი საქმეების სანაცვლოდ, ვინმესთვის უკანალი ეკოცნა. მიშისტები კი ამას ვერ იგებთ, რატომ? საკუთარ თავს ჰკითხეთ.

ვიცი, რა არგუმენტებიც გექნებათ - ბიძინა! აქ მარტივი პასუხია: ბიძინა თუ დროზე ვერ გამოიტანს გაკვეთილს ამ ისტორიებიდან, ქართველი ხალხი მასაც ისევე მოექცევა, როგორც ასლანს და მიშას.
მკითხველის კომენტარი (42)
zelimxana
05 აპრილი 2016 14:09
ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების ამბებს, მიხვდება თუ რამხელა პიროვნება ყოფილა მიშა და რა დაკარგა საქართველომ მისი სახით. ჩვენნაირი ნაგავი ერი მართლა არ ვყოფილვართ მისი ღირსი. ეგდეთ ეხლა გუბაზას და ძიძიგურების პრო...ში და უკმიეთ გუნდრუკი თქვენს თავებზე მოკალათებულ ქურდებს და მექრთამეებს, ათასი ჯურის ბესელიებს და კობახიძეებს. ჰო, კაკაბაძეეებიც არსად დაგეკარგოთ. თქვენ მეტის ღირსები არა ხართ. ნაგავებო.
qqq
15 მარტი 2016 20:40
რას საუბრობთ, რაზე მსჯელობთ ხალხნო, მიშამ დაგვიკარგა მიწები, ამაზე საშინელი არაფერი არ არის, ქართული მიწა მისცა რუსებს და თან ახალგაზრდებიც მიაყოლა ზედ. დაგვადო კოლოსალური ვალი, 13 მილიარდი დოლარი, ამაზე მეტი რა უნდა დაეშავებინა, რაზე საუბრობთ, მიშ იყო რისხვა, ნახევარი ივანიშვილმა გააკეთა ყვალაფერი და მაგ იბრალებდა. მოისპოს მაგის სახელი და ყველას სახელი ვინც ერთ მტკაველ მიწას მისცემს სხვას.
SSS
13 მარტი 2016 21:10
შალვა გვაკლიადა მართლა ჩავინთქებით უფსკრულში საიდანაც ვეღარასდროს ვეღარ ამოვალთ. შალვა ჩამოყალიბებყლი გიჟია, მისი თავი გვაქვს, მერე ყველამ რომ მასავით დაიწყოს ლაპარაკი ხო საგიჟეთს დაემსგავსება საქართველო.
...
10 მარტი 2016 13:48
ვინც,ხმას მისცემს, ოცნებას,მას ვერ უშველის, კიდევ შევცდი,ამათ მიშა ჯობდა და რამე.თქვენ ამით საბოლოოდ გაუფორმეფთ,რუსებს აფხაზეთს,შიდა ქართლს და ბოლოს მთლიანად,საქართველოს.ნუ უჯერებთ ცრუ მოძღვრებს რომლე-ბიც 30ვერცხლად ყიდიან საქართველოს,თავის ქადაგებაში რუსეთს ერთმორწმუნეთ მოიხსენიებენ,და მრევლს მათთან ერთად ყოფნას მოუწოდებენ.იმ რუსეთთან,რომელმაც,არც ერთხელ, არა გამოუწოდა,დახმარების ხელი,უკიდურეს მდგომარეობაში,ჩავარდნილ,საქართველოს.რადგან შემდეგ აქ რუსეთუმე ქართველებით.თავისი,ნაძირლული პოლიტიკა,გაეტა-რებინა.რაც გამოიხატა კიდეც მის შავრაზმელურ,ანტი ქართულ,ანტიცივილურ პოლიტიკაში.სავჩენკო დღეს ქართველი მაყაშვილია,ვინც ამას ვერ აცნობიერებს ის ყრუა,ბრმაა,და რათქმაუნდა რუსეთუმეა....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები