"ნაციონალების" მოშლილი პოლიტიკური კომპასი, ანუ ყარაულები ციხისძირში
"ნაციონალების" მოშლილი პოლიტიკური კომპასი, ანუ ყარაულები ციხისძირში
22-02-2016
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ეს რამდენიმე კვირაა "ნაციონალური მოძრაობა" ორი რამით არის დაკავებული: ციხისძირში სამ ხეს ყარაულობს, ხოლო ქვეყანაში - "საკუთარ პროექტებს". საკმარისი იყო ეთქვათ, იაფი კომპანია "ვიზიარი" ქუთაისიდან ევროპის კიდევ 7 ქალაქში იფრენსო, დაიწყეს, აი, მიშამ რომ ქუთაისის აეროპორტი გახსნა... მიშას რომ არ გაეხსნა... თავის დროზე, "ოცნების" ხელისუფლებამ ამ აეროპორტის აშენება არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადაო... ვნახე და, 2013 წელს მართლაც გამოუქვეყნებია მთავრობას მათი აზრით წინა ხელისუფლების არამიზნობრივი ხარჯები და მათ შორისაა ქუთაისში აეროპორტის მშენებლობა. სააკაშვილს მართლაც ჰქონდა არამიზნობრივი ხარჯები, მაგალითად, იმავე ქუთაისში პარლამენტის აშენება, მაგრამ აეროპორტი როგორ შეიძლება არამიზნობრივი ხარჯი იყოს, ვერ ვხვდები. იმ ჩამონათვალში ბევრი ისეთი პროექტია, რასაც დღევანდელი ხელისუფლებაც სიამოვნებით აგრძელებს, ამიტომ შეიძლება გამართლებულიც იყოს "ნაციონალების" პრეტენზია, თუ დაგვცინოდით და გვსაყვედურობდით, ახლა რატომღა აკეთებთო, მაგრამ იმის ძახილი, რომ ყველაფერი, რასაც "ოცნება" აკეთებს, ჩვენს დროსაა დაწყებულიო, ცოტა ქაჯობა მგონია. აბა, ის იქნება კარგი, რომ არ გააგრძელონ და შუა გზაში მიატოვონ, ან არ განავითარონ უკვე შექმნილი?

"ნაციონალების" ლოგიკას თუ გავყვებით,
თბილისი-ბათუმის ავტობანი რომ დასრულდება, კომუნისტების დამსახურება იქნება, რადგან სწორედ მათ დაიწყეს ამ ავტობანის მშენებლობა და ნატახტრამდე მიიყვანეს. და საერთოდ, აწი ყველა გზა, რაც გაკეთდება, კომუნისტების ანგარიშზე უნდა ჩავწეროთ, რადგან სწორედ მათ დააგეს საქართველოში პირველად ასფალტი!


რაც შეეხება ხეების თემას, ქვეყანაში იმდენი პრობლემაა და მთავარ თემად სამი ხის გადარგვას რომ აქცევ, პოლიტიკური ალღო მთლად დაგკარგვია და ეგაა. რამდენ რამეზე შეიძლება ამ ხელისუფლებას ან ივანიშვილს მიედაო და ამათ კიდევ ხეებს გადაგვაყოლეს. სამი ხის გადარგვა აქციეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხად, თან საქმე გადარგვას ეხება და არა მოჭრას. "ნაციონალებს" თუ ჰგონიათ, რომ ამ თემით ქულებს იწერენ, პოლიტიკური კომპასი მოშლიათ.
))))
26 თებერვალი 2016 16:07
რიგითი ნაცები ყარაულობენ და მათი გენერალი გიგა ბოკერია კი ამ დროს ბაბტისტების ეკლესიაში ზიარებას იღებს
?!?!?!
26 თებერვალი 2016 15:27
ესპანეთიდან და ჩილედან ხეების ჩამოტანა ძალიან დიდი ფუფუნებაა!
სხვა სიახლეები
"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს"
დაწვრილებით...
წინა კვირას ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ამიტომ მივყვეთ მოკლედ და თანამიმდევრობით:
დაწვრილებით...
ივანიშვილის ფლორისადმი სიყვარული შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს.
დაწვრილებით...
ქართველი მძღოლების ნაწილი მგზავრებს ისე უყურებს, როგორც კარტოფილის ტომრებს, მათი არც კომფორტი აინტერესებთ და არც არაფერი.
დაწვრილებით...
ამას წინათ, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს­ შეგვხვდა, ვუთხარი, "ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმას არ მივცემ-მეთქი.
დაწვრილებით...
ადრინდელი პრემიერი და პრეზიდენტი რაგბის თამაშობდნენ, ახლანდელი პრემიერი და პრეზიდენტი - პინგ-პონგს.
დაწვრილებით...
აუცილებლად ყველაფერი თავზე უნდა დაგვმხობოდა, პროკურატურას ერთი ადგილი რომ გაენძრია! როგორც იქნა მოახერხა და ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში წინ წაიწია.
დაწვრილებით...
მიშაც ზუსტად ისე ამართლებდა კონცერტებში გადაყრილ მილიონებს, როგორც ესენი: ამით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდებაო, ტურიზმი განვითარდებაო და ა. შ.
დაწვრილებით...
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მოკლედ, წინ საინტერესო არჩვნები გველის. უფრო საინტერესო - წინასაარჩევნო კამპანია. მანმადე კი ზოგი იმის გარკვევეითაა დაკავებული, ვინ ვის ცოლთან დადის, ვის რამდენი შეყვარებული ჰყავს და ქალებში დადიან, თუ კაცებში
დაწვრილებით...
ქირავდება კომერციული ფართი თბილისის პრესტიჟულ
ქირავდება ხილიანზე (ჭიათურის 3 ში
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები