ივანიშვილისა და ბოთლიდან გამოშვებული ჯინის ამბავი
ივანიშვილისა და ბოთლიდან გამოშვებული ჯინის ამბავი
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

"არ ვიცი, ახლა უფრო მეტი მაღაროელი მუშაობს თუ ადრე, მაგრამ ხელფასი და სამუშაო პირობები რომ ადამიანური არა აქვთ, ეს მათ სასოწარკვეთილ გამოსვლებსაც ეტყობა."


ამ მთავრობაში თავით ფიქრობენ? აი, ეს არის საკითხავი! მთის კანონიც კი, ყველა რომ აღფრთოვანებული შეხვდა, რადგან მართლაც ბევრი კარგი რამ შეიძლება მთაში გაკეთდეს, ახლა პრობლემად შემოუბრუნდათ და ტყიბულში ლამის რევოლუცია დაიწყოს. ხომ შეიძლება კარგი საქმე ისე გააკეთო, სხვა რამე არ გააფუჭო?
You must have Flash Player installed in order to see this player.
მესმის, რომ ყველა სოფელსა და ქალაქს მთის სტატუსს ვერ მიანიჭებ, მაგრამ ასეთ შეჭირვებულ პირობებში ხალხს არსებულ შეღავათებს რომ უუქმებ, ხომ უნდა იფიქრო, ამას რა მოჰყვება? დღეს რომ ამბობენ, ამ ადამიანებს აღვუდგენთ შეღავათებს, საკანონმდებლო ცვლილებები მზად გვაქვსო, როცა მთის კანონს იღებდნენ, მის პარალელურად რომ მოემზადებინათ ეს ცვლილელები, არ შეიძლებოდა? თუ ბევრი ფიქრი სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რა უკმაყოფილებას გამოიწვევდა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში შეღავათების გაუქმება, მიუხედავად იმისა, რომ მიზერული იყო?! ახლა კი ჰპირდებიან მეშახტეებს, აღგიდგენთ იმ შეღავათებსო, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია და მისი უკან დაბრუნება იოლი არ არის. მეშახტეებს, რადგან გაიფიცნენ, საქმის ბოლომდე მიყვანა სურთ და მიზერული შეღავათების აღდგენას აღარ თანხმდებიან, ხელფასის მომატებასაც ითხოვენ - ეს ნამდვილი გაჭირვებით გამოწვეული ბრძოლაა. ეს ადამიანები მიზერული ხელფასის გამო საკუთარ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ,
ამიტომ მათი მოთხოვნა სამართლიანია! მესმის კომპანიისაც, რომელიც ამბობს, რომ ხელფასის მოსამატებელი რესურსი არა აქვს, მაგრამ არ მესმის მთავრობის წევრებისა, რომლებიც თბილი კაბინეტებიდან არ გამოდიან, თანაგრძნობას არ უცხადებენ საკუთარ მოქალაქეებს. აი, რას ამბობდა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნების დროს ტყიბულში გამართულ შეხვედრაზე: "როდესაც ჩვენ მოვალთ, უფრო მეტი მაღარო გაიხსნება და გაცილებით მეტი დასაქმდება ამ დარგში. ჩვენ მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღაროებს ავამუშავებთ და რაც მთავარია, ხელფასი გექნებათ ადამიანური და არა ის, რასაც დღეს იღებთ. ასე იქნება 1-ლი ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ მოვალთ და დავიწყებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება, მე ამას გპირდებით".

არ ვიცი, ახლა უფრო მეტი მაღაროელი მუშაობს თუ ადრე, მაგრამ ხელფასი და სამუშაო პირობები რომ ადამიანური არა აქვთ, ეს მათ სასოწარკვეთილ გამოსვლებსაც ეტყობა. წინა კვირას დავწერე, რომ ივანიშვილის მიერ ციხისძირიდან ხეების გადარგვა სულაც არ არის მთავარი პრობლემა და ახლაც ამ აზრზე ვარ. ივანიშვილმა ამ დღეებში ისიც დაამატა, განსაკუთრებული ფუფუნებით არ ვცხოვრობ, მხოლოდ რამდენიმე გატაცება მაქვს და ხეები ჩილედან და ესპანეთიდანაც ჩამომაქვსო. კი ბატონო, ხეები საიდანაც გინდათ, იქიდან ჩამოიტანეთ, თქვენს ფულს რაში დახარჯავთ, ეს არავის საქმე არ არის, მაგრამ არჩევნების წინ ასეთი დაპირებები რომ გაქვთ გაცემული და თქვენ მიერ დატოვებული მთავრობა ამ პრობლემას მეოთხე წელსაც ვერ აგვარებს, სულ მცირე, უხერხულობას კი უნდა გრძნობდეთ.


მკითხველის კომენტარი (34)
Suger
14 მარტი 2016 14:09
დიდი ხნის ჯამრთელობა და ჩვენთან ყოფნა ბატონ ბიძინას და მის დიდებულ ოჯახს.
glaxuna
05 მარტი 2016 01:54


ნიკოლოზა

დასცინი არაა გაჭირვებულ ადამიანს და შენ გაღრფრთოვანებს ...რომ ეზოს აგვევინებ ?!

უ ღ ი რ ს ი ადამიანები რომ ხართ ყველა ნაც-ების მოძულეები...უკვე კარგად გ ა ი გ ო ქართველობამ 2016 წლისათვის,

ანუ ,,მე-4-საუკეთესო წელს,, და რაც უფრო დ რ ო გავა,მით უფრო ნ ა თ ლ ა დ გაითავისებს (!!!)

სწორად მაგ მენტალიტეტის, მახინჯი და ბინძური ბუნების გამო წივილ-კივილით გ ა ვ ა რ დ ე ბ ი თ შენ და შენისთანები ურუს-მონღოლეთში და მას ს წ ო რ ა დ ის ქართველობა გ ა ა კ ე თ ე ბ ს,რომელსაც
ეზოს აგვევინებ-თ და
ასე დ ა ც ი ნ ი თ 2012 წლიდან (!!!)

თქვენ ქართველობა ბ რ ი ყ ვ ი ხო არ გგონიათ ?!

nikoloza
02 მარტი 2016 20:01
ეეე,ჯიბეგახვრეტილო მშიერო,მე როგორ ვარ გახელებული,შენ წონა ფულს მარტო შენისთანა მათხოვრებს ვურუგებ ეზო რო დამილაგონ, შენ კი სახელსაც ვერ წერ აქ.ისე სამი ხის გულისთვის ხო დააკარგინეთ მილიარდის მიწა იმ სულელს.ერთ 5 წელიწადში ხახვივით შერჩებოდა 10 ჰექტარი შავ ზღვაზე საუკეთესო ადგილას მარა ფაფუ,აი ესეთი ამებები ხართ.იმიტო იყო კვესიტაძესთან გიჟივით რო იყო. ვაი თქვენს პატრონს
dvali
02 მარტი 2016 19:01
luka beridze-ს
თუ შეიძლება გაიგეთ, რომ არასდროს ვყოფილვარ კომპარტიის წევრი. :))
იმას კი ვაღიარებ, რომ მათ დროს არვის შიოდა, ბანკის ვალის გამო ქუჩაში არვინ რჩებოდა, (არ ჰქონდათ ვალები), სახლ-კარი ყველას ჰქონდა და ა.შ.
კი დამდევდა პარტკომი კუდში, გაწევრდიო, მაგრამ პარტიულობა არ მჭირდება იმაში, რომ ადამიანი მერქვას და ჩემი ქვეყანა მიყვარდეს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები