ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება
ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება
29-02-2016
სამწუხარო ფაქტი მოხდა: პოლიტიკოსს დღისით-მზისით სცემეს და სამი ტყვია ესროლეს, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები იყო, რომლებიც გამოძიების დასრულებას არც კი დაელოდნენ, ისე ალაპარაკდნენ პეტრიაშვილის პირად ცხოვრებაზე და ეს ფაქტიც მას დაუკავშირეს.

მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ასეთ საქმეში სულსწრაფობა პოლიტიკოსისთვის შეიძლება სამარცხვინოც იყოს.

ასევე სამარცხვინოა რუსეთში გავარდნა და მათთვის სიმღერა ან ცეკვა, მაგრამ ის, რაც წინა კვირას "კორკოტასა" და მერე ნინო ანანიაშვილის მისამართით ხდებოდა, არანაკლებ სამარცხვინო მგონია. ორივე ჯვარზე გააკრეს! ყველგან ქვეყნის მტრები როგორ უნდა გველანდებოდეს?! მერე ეს მანიაში გადადის. აჭარაში ყოფილა ასეთი ორგანიზაცია "მამულიშვილთა კავშირი", რომელიც ბათუმის ბულვარში მდგარი ერთ-ერთი ქანდაკების აღებას ითხოვს. აი, იმის, ბიჭი გოგოს გულს რომ ჩუქნის, რადგან, მათი აზრით, თურმე ეს "ცისფერების ქანდაკებას" წააგავს, გოგო ბიჭს უფრო ჰგავსო. ამაში მათ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეც ეთანხმება. რაიმე ისეთი დეტალი მაინც მივამატოთ, უფრო გოგოს რომ დაემსგავსოსო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ორი დაგრეხილი მავთულისგან შედგება, რა დეტალი უნდა მიამატონ? რამდენჯერ მინახავს ეს ქანდაკება და ეჭვი არასდროს
გამჩენია, რომ ორივე ბიჭი იყო. თუ მანია არ გჭირს და ყველგან გეები არ გელანდება, მაშინ ასეთმა აზრებმა რატომ უნდა შეგაწუხოს?

თუმცა სომხეთში, მგონი, ჩვენზე უარესი სჭირთ. აბა, სომხეთის პარლამენტის წევრს, არამ მამუკიანს მოუსმინეთ: "კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს. ეს ტრადიცია საქართველოდან მოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს", - განაცხადა მამუკიანმა. მოგწონთ სომეხი დეპუტატის მსჯელობა? ჰოდა, სწორედ მას ვემსგავსებით, როდესაც გვგონია, რომ დასავლეთი რაღაცას თავს გვახვევს!
ზურა
08 აპრილი 2016 17:04
ანახე ბიძიებს "პასპორტი" თორემ დაგვექცა თავზე საქართველო :D :D :D
კარლო
05 აპრილი 2016 14:53
ვაი თქვენს პატრონს. გოგოს მავთული წინაც რომ გაღუნონ ცოტა ხომ დაემსგავსება კაბას. ფეხსაცმელები რომ ქუსლებზე შეაყენონ მაშინ ხომ არავის შეეპარება ეჭვი ვინ ვინ არის??? ისე მაგარი მოქანდაკეს ნამუშევარია.
სხვა სიახლეები
"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს"
დაწვრილებით...
წინა კვირას ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ამიტომ მივყვეთ მოკლედ და თანამიმდევრობით:
დაწვრილებით...
ივანიშვილის ფლორისადმი სიყვარული შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს.
დაწვრილებით...
ქართველი მძღოლების ნაწილი მგზავრებს ისე უყურებს, როგორც კარტოფილის ტომრებს, მათი არც კომფორტი აინტერესებთ და არც არაფერი.
დაწვრილებით...
ამას წინათ, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს­ შეგვხვდა, ვუთხარი, "ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმას არ მივცემ-მეთქი.
დაწვრილებით...
ადრინდელი პრემიერი და პრეზიდენტი რაგბის თამაშობდნენ, ახლანდელი პრემიერი და პრეზიდენტი - პინგ-პონგს.
დაწვრილებით...
აუცილებლად ყველაფერი თავზე უნდა დაგვმხობოდა, პროკურატურას ერთი ადგილი რომ გაენძრია! როგორც იქნა მოახერხა და ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში წინ წაიწია.
დაწვრილებით...
მიშაც ზუსტად ისე ამართლებდა კონცერტებში გადაყრილ მილიონებს, როგორც ესენი: ამით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდებაო, ტურიზმი განვითარდებაო და ა. შ.
დაწვრილებით...
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მოკლედ, წინ საინტერესო არჩვნები გველის. უფრო საინტერესო - წინასაარჩევნო კამპანია. მანმადე კი ზოგი იმის გარკვევეითაა დაკავებული, ვინ ვის ცოლთან დადის, ვის რამდენი შეყვარებული ჰყავს და ქალებში დადიან, თუ კაცებში
დაწვრილებით...
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები