საქმეს მიხედეთ, ბატონებო და ქალბატონებო!
საქმეს მიხედეთ, ბატონებო და ქალბატონებო!
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

სირცხვილია ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, თუ ვინ იპოვის განტევების ვაცს?!


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საძინებლებში წინა ხელისუფლება უთვალთვალებდა, დღეს ყველა ახალ ხელი­სუფლებას აკრიტიკებს,­ რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ვიდეოფირებს­ თავად იყე­ნებენ,­ გაჩნდა საფუძვლიანი კითხვები,­ რატომ ვერ დასაჯეს ვერავინ, ვინც თავის დროზე ამ საქმით იყო დაკავებული. გასაგ­ებია, რომ ბევრი მაღალჩინოსანი­ გაქც­ეულია, მაგრამ დაბალჩინოსნები და ამ სიბინძურის­ რიგითი შემსრულებლები ხომ აქ არიან? მეტიც, ისევ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. მათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
რატომ არ ეხებიან?

მესმის, რომ ამ ამბავმა ყველ­აზე მეტად ხელისუფლება დააზა­რალა და, წესით, ამის გაკეთ­ება­ არ აწყობდა, მაგრამ ჯერ ერთი, ხელისუფლებაში ბევრი­ და­ჯგუფებაა, რომლებიც ერთმა­ნ­ეთს უპირისპირდებიან და მეო­რე,­ ასე თუ არ მივუდექით საკ­ითხს, ეს ხელისუფლება­ მარტო­ სხვებზე გადაბრალებით არის დაკავებული...

მოვისმინეთ მთავრობის­ წევრების განცხადებები, თუ როგორ ემიჯნებოდნენ კონკრეტულ­ სააგენტოს. სააგენტო "ინტერ­პრესნ­იუსმა" შეცდომა დაუშვა­ და გამო­აქვეყნა ინფორმაცია ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების­ გავრცელების შესახებ, სადაც ვიდეოფირის სათაური დაასახელა,­ რაც საშუალებას იძლეოდა, მსურველს ის ინტერნეტში მოეძებნა. შეცდომა აშკარაა, რომელიც სააგ­ენტომ მალევე აღიარა და ინფორმაცია ჩამოხსნა, ბოდიშიც მოიხადა, მაგ­რამ მავანისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იუსტიციის მინ­ისტრმა დაიწყო, თავდაცვის მინისტრმა გააგრძელა და აჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ზოგიერთი მედიასაშუალება და დაიწყეს კამპანიური გამიჯვნა. სააგენტომ შეცდომა აღიარა, ბოდიში მოიხადა, მთავარი პასუხისმგებელი პირი სამსახურიდან გაუშვეს! კიდევ რა უნდა ქნან?! ხარაკირი გაიკეთონ?!

მთავრობის წევრები კი იმის მაგივრად, რომ ძალოვანებს დამნაშავეების სასწრაფოდ გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ, განგაშის ზარებს არისხებდნენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ასეთი უმსგავსობა ხდება, საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ, რომ ეს ვერ აღმოფხვრეს, დამდგარან და სააგ­ენტოს ემიჯნებიან, რომელ­მაც შეცდომა თავადაც აღიარა. სირცხვილია ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, თუ ვინ იპოვის განტევების ვაცს?!

ამიტომ, სანამ ამ ხელისუფლების წევრები არ მიხვდებიან, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება,­ რომ ისინი არიან მთავრობა და წინა ხელისუფლებაზე ყველაფრის გადაბრალება მხოლოდ მათ სისუსტეს უსვამს ხაზსს, მანამდე არაფერი ეშველებათ. საქმეს მიხედეთ, ბატონებო, თორემ ქვეყანა თავზე დაგემხობათ!
მკითხველის კომენტარი (9)
vidoki
16 მარტი 2016 10:45
მერაბ მეტრეველს

ცოცხალი ხარ?
ra sachiroa
15 მარტი 2016 15:46
Imitomac darchnen tanamdebobaze rom gadagebul kadrebit asantajebden.aba gaixsent vin yviroda da icavda kohabitacias.
mariko
15 მარტი 2016 15:25
ეს მთავრობა მიზანმიმართულად ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას, 4 წელია არიან და ვერაფერი გააკეთეს, ნაცები კიდევ ძალიან მაგრები ყოფილან და ვერ დავაფასეთ.
ateistii
14 მარტი 2016 20:04
vidoki-ს, მე მერაბი არა ვარ, მაგრამ შეიძლება გკითხოთ, თქვენ საიდან იცით, რომ "ფირების აბსოლუტური უმრავლესობა საზღვარგარეთაა გატანილი"? რა თქმა უნდა "იუთუბზე ატვირთვა ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი", მაგრამ იმის დადგენაც ხომ შესაძლებელია, თუ რომელი ქვეყნიდანაა აკრეფილი და მერე იმ ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან დაკავშირებაც?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები