ქვეყანა თუ ოლიგარქის ბოსტანი? - რა განსხვავებაა ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის?!
ქვეყანა თუ ოლიგარქის ბოსტანი? - რა განსხვავებაა ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის?!
ქვეყანა თუ ოლიგარქის ბოსტანი? - ამ კითხვაზე პასუხს ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმე გასცემს. ეს საქმე არის ტესტი ხელისუფლებისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონი კანონობს და არ ვართ ჩვეულებრივ ოლიგარქიულ მმართველობაში, როგორც ეს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა (სხვა საკითხია, მათი მმართველობის დროს როგორი ქვეყანა გვქონდა). ზოდელავა ამბობს, რომ უკრაინაშიც, სადაც ის ბოლო წლები, სააკაშვილის გუნდთან ერთად მუშაობდა, ანალოგიური მმართველობის სტილია, უბრალოდ, იქ ბევრი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ოლიგარქი არსებობს და მათ აქვთ გაყოფილი ქვეყანა, აქ კი ერთია და ის აკონტროლებს ყველაფერსო.

რას გულისხმობს მმართველობის ეს სტილი?
ეს გულისხმობს პარალელურ ვერტიკალს, როდესაც ოფიციალური სტრუქტურების პარალელურად არსებობენ ადამიანები, ვინც ოლიგარქის დავალებას ასრულებენ და ოფიციალურ პირებზე მეტი გავლენაც აქვთ. ყველამ იცის, რომ ის არის რეალურად "იმის" კაცი და მას უნდა დაემორჩილონ. ეს ადამიანები მართავენ იმ სფეროს, რომელსაც მას ოლიგარქი ჩააბარებს. ზოდელავას მტკიცებით, ასეთი კაცი საქართველოში დღეს არის ფარცხალაძე, რომელიც არაოფიციალურად მართავს ძალოვან ბლოკს და ვისთვისაც ყველაფერი მოსულა.

სინამდვილეში ასეა თუ არა, მართლა ფარცხალაძე
განაგებს მთელ ძალოვან სტრუქტურებს თუ არა და ვართ ჩვეულებრივი ოლიგარქის სამფლობელო და არა ქვეყანა, აი, ეს ყველაფერი სწორედ ამ საქმით უნდა გამოჩნდეს.
ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფარცხალაძე მართლაც განუზომელი გავლენით სარგებლობს. ამას აჩვენებს თუნდაც მისი ქონება, რომელიც ამ
კაცმა უცებ პროკურორობიდან წასვლის შემდეგ დააგროვა. საერთოდ ასე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც. კეზერაშვილი, როდესაც მინისტრობიდან გადადგა, უცებ, რამდენიმე თვეში მილიონერი გახდა და მერე მილიარდერიც. ფარცხალაძესაც ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს იმდენი ქონება გამოუქექეს, იმის ნახევარიც რომ იყოს მისი, უკვე ყველაფერი ძალიან საეჭვოა.

ის კი არა, როგორც იმავე ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მას აქვს დოკუმენტები სადაც ნათლად ჩანს, როგორ გადასცა მიწა სახელმწიფომ ფარცხალაძეს მიზერულ ფასად - 200 ათას ლარად და მერე მან ერთ წელიწადში ეს მიწა მილიონ ორასი ათასად გაყიდა, ანუ არაფერში მილიონი აშოვნინეს.

ეს სქემაც თავის დროზე "ნაციონალებმა" მოიგონეს. ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს გადაიღო სტუდია "მონიტორმა" ფილმი "მინისტრის მეგობარი", სადაც ვანო მერაბიშვილის კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. სქემა მარტივია; სახელმწიფოს აქვს უფლება ინვესტორს ქონება თუნდაც ერთ ლარად გადასცეს, თუ ის ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ იქ ჩადებს ინვესტიციას და ხალხს დაასაქმებს. სტუდია "მონიტორის" ფილმში ჩანს მერაბიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელსაც სახელმწიფომ მუხროვანში მიზერულ ფასად - 841 ათას დოლარად მიჰყიდა უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. ამ კაცმა ისე, რომ თეთრიც არ დაუხარჯავს, ეს მიწები რამდენიმე თვეში არაბებზე გაყიდა 16 მილიონ დოლარად, ანუ მერაბიშვილის მეგობარმა რამდენიმე თვეში, ისე, რომ არაფერი გაუკეთებია, 15 მილონზე მეტი იშოვა. დანარჩენი ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, იქიდან რამდენი შეხვდებოდა თავად მერაბიშვილს. ჟურნალისტების მიერ გამოძიებული ეს კორუფციული საქმე ინტერნეტში დიდი ხანია დევს და სულ მიკვირდა ამ გამზადებულ საქმეს ხელს რატომ არ კიდებს პროკურატურა და არ იძიებს-მეთქი?! ეტყობა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებაც ამ სქემების გამოყენებით აპირებს თავისი ხალხის გამდიდრებას.

როგორც უკვე გითხარით, გადაცემა "არჩევანში" უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში იგივე სქემის გამოყენებაზე ისაუბრა ირაკლი ნადირაძემ. "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" საქმე, იცით, როგორაა? ქართული ანდაზა რომ ამბობს: "ბოზ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო". ესენი რამეს გამოაპარებენ "ნაციონალებს"?! ესენი რომ მოდიოდნენ, ისინი მიდიოდნენ. თუმცა მე უფრო სხვა რამ მადარდებს:

როდემდე უნდა ვიტრიალოთ ისევ ერთ წრეზე?

როდემდე უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში ხან ფორმალური და ხან არაფორმალური მმართველი, რომელთან დაახლოებული პირებისთვის ყველაფერი დასაშვები იქნება და შეეძლებათ რაღაც მანქანებით ერთ დღეში მილიონები იშოვონ?


ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, თუ როდესაც  ფარცხალაძის საქმის გამოძიება დასრულდება. სწორედ მაშინ ნათლად გამოჩნდება, ვართ სახელმწიფო თუ ვართ ოლიგარქის ბოსტანი, სადაც ვისაც უნდა იმას ჩარგავს და ვისაც უნდა იმას ამოთხრის. პრობლემა ის კი არ არის, მას ხეები რომ გადააქვს აქეთ-იქეთ, პრობლემა ისაა, რომ თუ ფარცხალაძის საქმე ადეკვატურად არ გამოიძიეს და ყველა კორუფციულ საქმეს პასუხი არ გაეცა, დადასტურდება ოპოზიციის მტკიცება, რომ ქვეყანა დღეს არაფორმალური მმართველის მიერ ფარცხალაძეების, მურუსიძეების და უჩა მამაცაშვილების ხელით იმართება. იმის მაგივრად, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მართავდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


მკითხველის კომენტარი (30)
Europe
19 მაისი 2017 12:16
მადლობა ამ ინციდენტს იმისთვის, რომ ბატონი ოთარის სახე კარგად დავინახეთ, ძალიან სანდომიანი და ვაჟკაცია, რაც შეეხება აუდიტს შემოგდებულს ჰგავს ბატონი ოთარის პროვიცირებისთვის.
manana
19 მაისი 2017 12:14
ერთია ნათელი - ნაცხროვა არის ქვეყნის განვითარების ძლიერ შემაფერხებელი! მავნებლობის მეტს არაფერს არ აკეთებენ!!!!
mainc ar bechdavt
19 მაისი 2017 10:25
მადლობთ რომ დაბეჭდეთ. ბოდიშს გიხდით, ნამდვილად არ ველოდი იმიტომ რომ მანამდე ორჯერ კრიტიკულას შევაფასე მარაბის სტატიები (გინება არ იყო) და არ დამიბეჭდეს.
ამიტომ გავკადნიერდები და მერაბს ვკითხავ: ნუთუ მართლა არ გეჩვენება რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ ეს ყველაფერი წინასწარ მზადდებოდა? ყოველ შემთხვევაში ის რაც მე ჩამოვთვალე ნამდვილად ჯდება იმ ლოგიკაში, რომ ფარცხალაძე როგორც საზოგადოებისთვის მიუღებელი და ალბათ მართლა კანონის არ - მორჩილი სპეციალურად ამოირჩიეს ევროქოცებმა და ნაცებმა, დაუწყეს თვალთვალი და დოკუმენტების მოძიება მის წინააღმდეგ. მე არ ვამბობ ფარცხალაძე არ დაისაჯოსო, მე ვამბობ რომ ნაცებმა ეს საქმე გააპიარეს. ჩვეულებრივი ქურდი უნდათ გამოიყვანონ როგორც ქვეყნის მმართველი. ჩემი აზრით თქვენ მათ ამაში ხელს უწყობთ. ანუ ჩემი აზრით კრიმინალი დაისაჯოს, მაგრამ ნაცებს თვალთვალის და საზოგადოებაზე არასწორი ზემოქმედებისთვის (კრიმინალი გადაყავთ პოლიტიკაში) უნდა ეთქვათ სათქმელი ჟურნალისტებისგან.
რუსთაველი
19 მაისი 2017 08:27
მართალს წერს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები