აბსურდის თეატრი - სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ კი ჯიუტად ისევ შეგვყავს...
აბსურდის თეატრი - სხვებს გამოჰყავთ, ჩვენ კი ჯიუტად ისევ შეგვყავს...
19-12-2011
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთში  დამატებით ერთი ბატალიონის გაგზავნის შესახებ შეთანხმების მისაღებად მიმართა.
რასაკვირველია, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობას მიიღებს, თუმცა, რა საჭიროა ავღანეთში დამატებით კიდევ 750 სამხედრო მოსამსახურის  გაგზავნა, როცა იქ ისედაც იმყოფება საქართველოდან წარგზავნილი 925 კაპრალი, სერჟანტი და ოფიცერი?
ამჟამად, ISAF-ის (ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები) მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეული (ქაბულის აეროპორტში), არტილერისტ-ინსტრუქტორთა ჯგუფი (საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში) და ერთი ქვეითი ბატალიონი (აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰილმენდის პროვინციაში) იმყოფებიან; კიდევ ორი ქართველი სამხედრო კი თურქების შტაბში მიავლინეს.

დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემთხვევაში ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა 1700-ს მიაღწევს და საქართველოს,  NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება  ISAF-ის მისიაში.

ალბათ, სწორედ ამგვარი პირველობის სურვილი ამოძრავებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რათა მთელ მსოფლიოს დაანახოს, როგორ გულმოდგინედ ეხმარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
მაგრამ შედეგი? თუკი ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებში მართლაც სჯერათ, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით ისინი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას დააჩქარებენ, მწარედ ცდებიან - ამას წინათ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა  NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხომ არაორაზროვნად განაცხადა, ISAF-ის  ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული თქვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებასთანო.

რასმუსენმა ასევე ბრძანა, რომ NATO დააკვირდება, დემოკრატიულად ჩატარდება თუ არა საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვათ - მთავარია, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და არა ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის ზრდა ავღანეთში.

შეიძლება პრეზიდენტისთვის თავმოსაწონი იყოს, რომ ავღანეთში მისი პატარა ქვეყნის ასევე პატარა არმიის სამხედრო კონტინგენტი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდება, მაგრამ ამ პატარა და ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტისთვის ეს არცთუ მცირე დამატებითი ხარჯებია.
თავად განსაჯეთ - თითოეული სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში ყოველთვიურად საშუალოდ ათას დოლარამდე იღებს (წოდებების მიხედვით
მივლინების თანხა 800-დან 2.500 დოლარამდეა), მათვე უნარჩუნდებათ ხელფასი სამშობლოში, რომელსაც ლარებით იღებენ. რა თქმა უნდა, სამხედროებისთვის ეს დამატებითი შემოსავალია (თუმცა ის საფრთხე, რაც მათ ავღანეთში გაჩაღებულ პარტიზანულ ომში ემუქრებათ, ათას დოლარს ბევრჯერ გადაწონის), მაგრამ იმ ქვეყნისთვის, რომლის ორი რეგიონი მეზობელ დამპყრობელს აქვს ოკუპირებული, დამატებითი პრობლემაა.

ყოველივე ეს განსაკუთრებით მიუღებელი ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ სხვა ქვეყნებს, მათ შორის NATO-ს წევრ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, თავიანთი სამხედროები ავღანეთიდან დაჩქარებული ტემპებით გამოჰყავთ...
rezo
23 დეკემბერი 2011 14:03
GIGI,ჯერ კარგად წაიკითხე რა დავწერე და კომენტარიც მერე გაააკეთე!და როგორც შენ ამბობ ჩვენები ერაყში იმიტომ მიდიოდნენ ნებით რომ იკ უფრო კაი პონტი იყო და ეხლა ავღანეთში იმიტომ არ მიდიან რომ დაძაბული სიტუაციაა უფრო?და ჯარში ესე არჩევითაა ყველაფერი?სხვატაშორის რომ იცოდე ერაყის 8 წლიან ომში სულ დაიღუპა 4802 ჯარისკაცი და ავღანეთში 10 წლიან ომში დაიღუპა 2832 ჯარისკაცი.შენ სად წახვიდოდი ნეტა?
gigi
23 დეკემბერი 2011 09:53
ადრე კი მართლა თავის ნებით მიდიოდნენ ერაყში არა და ავღანეთში იქ უფრო სხვა სიტუაცია იყო ვიდრე ავხანეთშია, და მე ვეთანხმები giorgi osepashvili-ის ნათქვამს ვინც იცოდა იქაური სიტუაცია არცეთი არ წავიდა ავხანეთში ისეთი ხალხი მიყავთ რომელსაც სავალდებულოს ეძახიან უსუსურები და გამოუცდელი ბავშვები ვინც ჯარის ცხოვრება იცო და წლობით და სჰეიდძლება მისიცხოვრება ჯარშ შეალია ასეთი ადამიანები სახლებში გამოუშვეს ამჯობინა იმ ხალხმა 650 დოლარი დაეკარგა ვიდრე სიცოცხლე მათ უკან ოჯახიც და ბევრი ახლობლებიც მწარდებიან და დხეს დღეს დღეობით ის გმირები რომლებმაც ბევრი ომები ბევრი შიში ბევრი ტკივლიი და ბევრი ყველაზე ახლო მეგობრების ტანჯვა და სისხლის ღვრა გამოიარა ისეთი ადამიანები სახლებში არია და ჯარიმების და საქართველოს ბანკების ვალებს ისტუმრებენ,არა და რეზოს გონია რომ მარტო აჯიმანიებს აკეთებინებენ ჯარშიო.
სხვა სიახლეები
2008 წლის ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და სავარაუდოდ, ოთხი დაუზიანდა, თუმცა მათმა პილოტებმა შეძლეს აეროდრომებზე დაშვება.
დაწვრილებით...
"მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... "

41 წლის კაპრალი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა
დაწვრილებით...
თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის, "ველის" სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტში ვარ, როგორც დამწყები სამხედრო ჟურნალისტი და თვალს ვადევნებ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესს...
დაწვრილებით...
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერების გამო და საპასუხო ქმედებებს იწყებს, რაშიც საქართველოს დახმარების იმედი აქვს...
დაწვრილებით...
"აქ საერთაშორისო მისიაა და მასში ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"

ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო. ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველ წამს გემუქრება, ამიტომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს
დაწვრილებით...
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება... - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი
დაწვრილებით...
საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამხედრო სწავლებებს NATO და რუსეთის საოკუპაციო ჯარები ატარებენ...

რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საქართველოში გამართულ NATO-ს სწავლებებში? ერდოღანი თავის სამხედროებს აღარ ენდობა თუ პუტინის გაღიზიანება არ სურს?
დაწვრილებით...
ორფოლოში გამოყენებული TOW-2-ის მართვადი ორკუმულაციურქობინიანი რაკეტა დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 850-900 მმ სისქის ტანკის ჯავშანს ხვრეტს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების T-90 ტიპის ტანკების დაზიანების დიდ შანსს იძლევა.
დაწვრილებით...
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
იყიდეთ 62 კვ.მ. საუკეთესო ბინა
იყიდება 2-სართულიანი კერძო სახლი, 6
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი კუთხის
6 – ოთახიანი 310კვმ ფართის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები