უპილოტო მზვერავის პრეზენტაცია
უპილოტო მზვერავის პრეზენტაცია
16-04-2012
პირველი ქართული უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ესტონური SWAN 205-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს...

გასულ კვირას თავად საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა ახალი სამხედრო დანიშნულების პროდუქტის - უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაციაში.
უპილოტო თვითმფრინავის საჩვენებელი ფრენა წარმატებული გამოდგა და იგი პარაშუტით დაეშვა. მიწაზე შეხებამდე მისი ფიუზელაჟის ქვეშ საჰაერო ბალიში გაიხსნა, რომელმაც დაცემის სიჩქარე შეამცირა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უპილოტო თვითმფრინავის ძირითადი დანიშნულება პატრულირება, დაზვერვა, რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა, ასევე ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასებაა. ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, უპილოტოს შეუძლია, 8 საათი იყოს ჰაერში, იფრინოს 100-დან 3000 მ სიმაღლემდე და განავითაროს მაქსიმალური 160კმ/სთ სიჩქარე. უპილოტოს ფიუზელაჟის ქვეშ დაყენებულია ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, ასევე თერმული და ინფრაწითელი კამერები. ცხვირის ქვეშ განთავსებული კამერებიანი პლატფორმა 360 გრადუსით ბრუნავს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში იგი კორპუსის შიგნით შედის და იმალება.

უპილოტოს პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მისი გამოყენება შეიძლება საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან რუსეთის გენერალიტეტი ანგარიშს სწორედ ჩვენს არტილერიას უწევს. თუკი ქართული უპილოტოები შეძლებენ მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში საარტილერიო ჭურვების დაცემის წერტილების ზუსტი კოორდინატების მაშინვე გადაცემას ქართული საარტილერიო დანადგარების გათვლებისთვის, არტილერისტებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლებათ.
ოფიციალური ინფორმაციით, უპილოტოს მოქმედების რადიუსი 100კმ-მდეა, რაც სრულიად საკმარისია, გაკონტროლდეს ის მიმართულებები და სიშორეები, სადამდეც ყველაზე შორსმსროლელი ქართული საარტილერიო-სარაკეტო დანადგარებიდან გასროლილი ჭურვები და რაკეტები აღწევს.
"დიდგორთან", "ლაზიკასთან" თუ "გრად-კრაზთან" შედარებით, უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების სერიული წარმოების დაწყება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან თანამედროვე ომები მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამასთან, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე შეუდგნენ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთსა და რუსეთზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც - მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის პირველ ქართულ უპილოტო თვითმფრინავად მონათლეს, მაგრამ ფაქტები სხვას მეტყველებს.

ცნობილმა საერთაშორისო
სამხედრო საიტმა militaryphotos.net-მა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაქვეყნა შეიარაღების ერთ-ერთი საერთაშორისო გამოფენის ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს ესტონური ფირმა ELI-ს წარმოებული ორი ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი -  SWAN 205 და SWAN-557; ასევე მათი მართვის სახმელეთო კომპლექსი.

დეტალური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ გასულ კვირას პრეზენტირებული ქართული უპილოტო ძალიან ჰგავს ესტონურ უპილოტო თვითმფრინავებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირველ ქართულ უპილოტოდ მონათლული აპარატი შეიძლება ესტონური ფირმა ELI-ს ლიცენზიით იყოს დამზადებული. ამ ეჭვს აძლიერებს უპილოტოების მართვის სახმელეთო კომპლექსის კომპიუტერზე გადაკრული კამუფლირებული ნაჭერიც, რადგან ამ სახის კამუფლირება მხოლოდ ესტონეთის არმიაშია მიღებული.

რა თქმა უნდა, კარგია, თუ ქართული სამხედრო მრეწველობა ლიცენზიით ნაყიდი უპილოტოს აწყობას იწყებს, რადგან სადაზვერვო უპილოტოები ქართულ არმიას ჰაერივით სჭირდება და ველოსიპედის გამოგონებას, ცხადია, სხვისი გამოცდილების გამოყენება სჯობს. მით უმეტეს, თუკი დახმარების ხელს NATO-ს წევრი ესტონეთი გვიწვდის, რომელიც ადრეც ამოსდგომია მხარში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, სიმართლე პრეზენტაციაზევე გამჟღავნებულიყო. ახლა კი არაკეთილმოსურნეები ინტერნეტში იმაზე "ლაღობენ", თუ როგორ აღმოაჩინეს პირველი ქართული უპილოტოს "უფროსი ძმა" ესტონეთში...
gio
27 აპრილი 2012 10:59
. ამ ეჭვს აძლიერებს უპილოტოების მართვის სახმელეთო კომპლექსის კომპიუტერზე გადაკრული კამუფლირებული ნაჭერიც, რადგან ამ სახის კამუფლირება მხოლოდ ესტონეთის არმიაშია მიღებული.
ყოვლისმცოდნევ ეჭვები დაგაბერებს...D.D.D
MI 5
25 აპრილი 2012 20:50
ვეთანხმები ავტორს, ერთი-ერთზე ესტონურია. ეხლა ვნახე გუგლზე სურათები და ეგ არის.
სხვა სიახლეები
20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია, რადგან ამას შეეწირა იური ვაზაგაშვილი - 2006 წელს თბილისში, კორტებთან, მანქანაში პოლიციის მიერ ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა.
დაწვრილებით...
დონეცკის აეროპორტის აღების შემდეგ პრორუსი სეპარატისტები და რუსი სამხედროები დებალცევოში უკრაინელების ალყაში მოქცევასა და მარიუპოლიზე შეტევას გეგმავენ
დაწვრილებით...
18 წლის რუსი ტანკისტის დაუნდობლობამ სომხეთ-რუსეთის საუკუნოვან მეგობრობას იმხელა დარტყმა მიაყენა, რასაც თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სადაზვერვო მოქმედებებიც ვერ გამოიწვევდა...
დაწვრილებით...
"რად ვუღირვართ სახელმწიფოს, რომელსაც სიცოცხლით ვემსახურებით?!"

"ისე მიდის, საქმე, დავფიქრდები სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე. ალბათ უფრო უსაფრთხო სამსახურზე დავიწყებ ფიქრს"
დაწვრილებით...
"ზოგი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალა, რაც სიცრუეა!"

"ფულისთვის საბრძოლველად წასვლაზე ლაპარაკი სრული აბსურდია"
დაწვრილებით...
ფრანგული ყოველკვირეული გაზეთის - Charlie Hebdo-ს რედაქცია განწირული იყო, რადგან 2011 წლის თავდასხმის (მაშინ რედაქციის შენობას ხანძარი გაუჩინეს) შემდეგ მისი კოლექტივი კვლავ აქვეყნებდა იმავე შინაარსის კარიკატურებს.
დაწვრილებით...
კრემლი სოხუმიდან, ცხინვალიდან, დონბასიდან ოფიციალურად იწვევს სეპარატისტებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის და მათ გამოყენებას რუსეთის გარეთ ომებშიც აპირებს...
დაწვრილებით...
კომპენსაციის შემცირების შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის ოფიცრების ნაწილმა შეიძლება შეიარაღებული ძალები დატოვოს...

შავშვებში რუსული რაკეტებით აფეთქებული ქართული 36Д6-М
დაწვრილებით...
მიიწურა 2014 წელიც, რომელიც შეიძლება  პოსტსაბჭოთა სივრცეში გარდამტეხი აღმოჩნდეს და ახალი "ცივი ომის" დასაწყისად იქცეს. საბედნიეროდ, საქართველოში გასულ წელს სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარა, მაგრამ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები პირდაპირ და ირიბად ჩვენი სამშობლოს მომავალს უკავშირდება.
დაწვრილებით...
"ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ის ქართველი ოფიცრები, ვინც უკრაინაში საომრად გაემგზავრებოდნენ, უკრაინის მოქალაქეობასა და სხვა პრივილეგიებს მიიღებდნენ."
"უკრაინაში, სავარაუდოდ, ხუთი ქართველი კი დღემდე სეპარატისტების ტყვეა"
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ