ქართული მინერალური წყლები ავღანეთისთვის?
ქართული მინერალური წყლები ავღანეთისთვის?
16-07-2012
თბილისში ჩატარდა თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტოს სიმპოზიუმი, რომელზეც ქართულ კომპანიებს აშშ-ის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური მომარაგების სპეციფიკა გააცნეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი პენტაგონი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად ღირებულ არასამხედრო პროდუქციას ყიდულობს სხვადასხვა ფირმისგან, თუმცა მათ რიცხვში სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი ქართული საწარმოები არ არიან.

საკვირველია, რამდენი ხანია ქართულ სამხედრო კონტინგენტს ვგზავნით ერაყსა და ავღანეთში და იქაურ სამხედრო ბაზებში ქართული პროდუქცია, თუნდაც ქართული მინერალური წყლები, არ იყო.

2008 წელს, ერაყის გზებზე შეჯავშნული "ჰამვებით" გადაადგილებისას, მოსახლეობა პირდაპირ ხელიდან გვტაცებდა ქართული მინერალური წყლების ბოთლებს, რომლებიც თან წავიღეთ: ერთ-ერთ გზაზე, როდესაც ჩვენი კოლონის "ჰამვი" ააფეთქეს (საბედნიეროდ, ყველანი უვნებლად გადავრჩით), ორმეტრიან ამერიკელ სერჟანტს ქართული მინერალური წყლის ბოთლი მივაწოდე გონს მოსასვლელად. შეჯავშნულ "ჰამვებში" პლასტმასის ყუთებში ჩაცივებული გამაგრილებელი სასმელი უხვად გვქონდა, მაგრამ ქართულმა მინერალურმა წყალმა მართლაც საოცრად იმოქმედა ამერიკელ სერჟანტზე და ბოთლი სულმოუთქმელად გამოცალა. მას შემდეგ რამდენჯერმე გვთხოვა, იქნებ კიდევ გქონდეთ, ეგ რა საოცრება დამალევინეთო.

ქართული მინერალური წყლები შეიძლებოდა 2003 წლიდანვე გამხდარიყო პენტაგონის ლოგისტიკის სააგენტოს მიერ დიდი პარტიებით შესყიდული პირველი პროდუქტი, თუკი საქართველოს ხელისუფლება მოინდომებდა (ან გაბედავდა) და ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის სანაცვლოდ, კოალიციას ამ ქართული პროდუქტის აუცილებლად შესყიდვის პირობას წაუყენებდა.

გვიან ჯერ კიდევ არ არის, რადგან ავღანეთში, ერაყის მსგავსად, ძალზე ჭირს ხარისხიანი წყლით მომარაგება და თუნდაც ISAF-ის ასიათასიანმა პირადმა შემადგენლობამ რომ სისტემატურად სვას ქართული მინერალური წყლები, ეს დიდი შეღავათი იქნება ქართული ეკონომიკისათვის.
izi
21 ივლისი 2012 16:23
ჩვენგან რომ წყალი შეიძინონ, მერე არ შეშფოთდებიან ერთი ტანკერი წყალი ომის დროს რამ გაგვაგზავნინა ამათთვისო? პამპერსები ერთმნიშვნელოვნად გვჭირდებოდა, მაგრამ წყალს ჩვენსას ვიპკურებდით.
zaza markelia
17 ივლისი 2012 15:24
არ ძინავთ მაგრამ ფეხებზე კიდიათ,მთავარია ამერიკელები არ გაუნაწყენდეთ
4-ოთახიანი, 150 კვ.მ. ბინა დღიურად, 2-ოთახი 1-სართულზე...
3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე...
3-ოთახიანი, 4(6), 87 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ...
სხვა სიახლეები
შსს-მ არასწორად დააკვალიფიცირა ტერაქტის მცდელობაზე დაკავებულების საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება
დაწვრილებით...
შეიცვალა თუ არა NATO-სადმი საზოგადოების დამოკიდებულება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო დანაკარგების ზრდასთან დაკავშირებით?
დაწვრილებით...
თბილისის მოთხოვნით, ISAF-ის სარდლობა ქართულ სამხედრო ბაზებს დისლოკაციის ადგილებს უცვლის...
დაწვრილებით...
ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების მოტივაცია ყოველთვის ფული როდია...
დაწვრილებით...
ქართულ დანაყოფებს რაღა მაინცდამაინც ჰილმენდის პროვინციაში ვგზავნით, რომელიც არა მარტო ავღანეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია?
დაწვრილებით...
"როგორც ესპანეთი აიძულეს, ისე გვაიძულებენ ჩვენც, კონტინგენტი შევამციროთ"
დაწვრილებით...
"პირტიტველა ბალღები გამოუცდელობის გამო ეწირებიან რაღაც სიტუაციებს"

"რადგან ვიტვირთეთ რაღაც მისიის შესრულება, უნდა შევასრულოთ კიდეც ღირსეულად"

"მიუღებელია ჩემთვის გენერალური შტაბის ხელისბიჭად დაყენებული უფროსის ლუღლუღი"
დაწვრილებით...
”ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები...” – რას იხსენებს 6 ავღანეთში დაღუპული 7 ქართველის თანამებრძოლი

”ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...”
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ სამხედრო გამოფენებზე დამთვალიერებელთა ყურადღებას, ძირითადად, "დიდგორები", "ლაზიკა" და სხვა მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი იპყრობდა.
დაწვრილებით...
სირიაში ორ წელზე მეტხანს მიმდინარე სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომელმაც თითქმის 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მალე შეიძლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო შეტაკებებში გადაიზარდოს.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: