ჯავშანმონსტრი ქარიშხალგადავლილი ქალაქების გასაწმენდად
ჯავშანმონსტრი ქარიშხალგადავლილი ქალაქების გასაწმენდად
23-07-2012
გახსოვთ კადრები ქართულ-ამერიკული მხატვრული ფილმიდან "აგვისტოს 5 დღე", სადაც შეტევაზე გადმოსულ რუსულ ტანკებს წინ უცნაური ფორმის ჯავშანმონსტრი მოუძღვის? ეს სწორედ ის ჯავშანმანქანაა, რომელიც დღეს ჰაერივით სჭირდება ქარიშხალგამოვლილი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა თუ მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს გზების გასაწმენდად.

ფილმის გადაღებისას გამოყენებული საბრძოლო ტექნიკა, ბუნებრივია, ქართული არმიის საკუთრებაა, ისევე, როგორც ჯავშანმონსტრი - გზის გამკვლევი БАТ-2М და წინაღობის გამრღვევი საინჟინრო მანქანა ИМР-2. იგი Т-72А ტიპის ტანკის ბაზაზეა შექმნილი და განკუთვნილია დაბომბვის, მათ შორის - ბირთვული აფეთქების, შედეგად ჩახერგილი გზების გასუფთავებისთვის. საინჟინრო მანქანა კარგად არის შეჯავშნული და მის ეკიპაჟს დისტანციურად მართვადი მანუპულატორებით გარეთ გამოუსვლელად შეუძლია საინჟინრო სამუშაოების შესრულება. მანქანა აღჭურვილია ბულდოზერით, ამწით, ნაღმების გამნაღმავი ტრალით. ИМР-2-ს წყალქვეშ შეუძლია 5 მ სიღრმის წყალსატევის გადალახვა.

სტიქიისგან დაზარალებულ აღმოსავლეთ საქართველოში ИМР-2-ს, ნაღმების გაუვნებლება და წყალქვეშ სიარული არ მოუწევს, მაგრამ მისი უნივერსალური საინჟინრო მოწყობილობა აუცილებლად გამოდგება.
ფაქტობრივად, ამ ერთ სამხედრო-საინჟინრო მანქანას შეუძლია შეცვალოს რამდენიმე სამოქალაქო ბულდოზერი და ამწე. ИМР-2-ის ბულდოზერის დანა გზას 4 მ-ზე მეტ სიგანეზე ასუფთავებს, ხოლო ტელესკოპურ ამწეს 8,8 მ-ზე შეუძლია გაიწიოს და ორ ტონამდე ტვირთი ასწიოს.
საჭიროების შემთხვევაში ბვჰ-2 ექსკავატორის ფუნქციასაც ასრულებს და საათში 40 კუბური მეტრი მიწის ამოთხრა შეუძლია.

ИМР-2 ტყეში გასასვლელს 200-300 მ/სთ, ხოლო ქალაქის ნანგრევებში - 160-200 მ/სთ სიჩქარით აკეთებს.
მართალია, ქართული არმიის შეიარაღებაში თითზე ჩამოსათვლელია სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა, რადგან მისი ნაწილი აგვისტოს ომში დაზიანდა და განადგურდა. მათი ეფექტიანად გამოყენებით (მაგალითად, შეჯავშნული გამწევების БТС-4-ისა და БТС-5-ის, მიწისმთხრელი ПЗМ-2-ის, МТУ-20 ტიპის ხიდგამდების) შეიძლება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ.
Ramazi
26 ივლისი 2012 00:29
არია საქართველოში ტანკის წარმოება წარმოუდგენელია... აწყობით შესაძლებელია, თუ ნაწილები შემოვა საზღვარგარეთიდან (მაგ. უკრაინიდან, თუმცა რუსეთის ფაქტორია გასათვალისწინებელი, ამ შემთხვევაში რაც შეუძლებელს ხდის ამას) "ქართული ტანკი" იქნება T-72 ბაზაზე აწყობილი, სავარაუდოთ ახალი კოშკურით და შესაძლებელია ახალი ქვემეხითაც. ასევე თანამედროვე და უახესი ცეცხლის მართვის სისტემით და სხვა კომპონენტებით. ახალი ჯავშნით (გარე დამატებითი ჯავშანფილები) რაც ტანკს დაამძიმებს, ამიტომ ძრავიც შესაცვლელი იქნება. ამ ყველაფერს ნამდვილად გრანდიოზული მუშაობა ჭირდება და ვნახოთ როგორ გაართმევენ თავს ამას დელტაში...
aria
23 ივლისი 2012 21:18
ბატონო ირაკლი დაწერეტ რამე ქარტულ ტანკზე რარის სიახლე ტუ გაიგეტ რამე ჩვენები მარტლა აკეტებენ ტანკს
კომერციული ფართი ექსპერიმენტული პრ. 60 კვ.მ. ევრორემონტი...
5 სართულიანი, 354 კვ.მ. ევრორემონტი ძველი თბილისის...
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 9(10), 56 კვ.მ. უცხოვრებელი...
სხვა სიახლეები
შსს-მ არასწორად დააკვალიფიცირა ტერაქტის მცდელობაზე დაკავებულების საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება
დაწვრილებით...
შეიცვალა თუ არა NATO-სადმი საზოგადოების დამოკიდებულება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო დანაკარგების ზრდასთან დაკავშირებით?
დაწვრილებით...
თბილისის მოთხოვნით, ISAF-ის სარდლობა ქართულ სამხედრო ბაზებს დისლოკაციის ადგილებს უცვლის...
დაწვრილებით...
ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების მოტივაცია ყოველთვის ფული როდია...
დაწვრილებით...
ქართულ დანაყოფებს რაღა მაინცდამაინც ჰილმენდის პროვინციაში ვგზავნით, რომელიც არა მარტო ავღანეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია?
დაწვრილებით...
"როგორც ესპანეთი აიძულეს, ისე გვაიძულებენ ჩვენც, კონტინგენტი შევამციროთ"
დაწვრილებით...
"პირტიტველა ბალღები გამოუცდელობის გამო ეწირებიან რაღაც სიტუაციებს"

"რადგან ვიტვირთეთ რაღაც მისიის შესრულება, უნდა შევასრულოთ კიდეც ღირსეულად"

"მიუღებელია ჩემთვის გენერალური შტაბის ხელისბიჭად დაყენებული უფროსის ლუღლუღი"
დაწვრილებით...
”ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები...” – რას იხსენებს 6 ავღანეთში დაღუპული 7 ქართველის თანამებრძოლი

”ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...”
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ სამხედრო გამოფენებზე დამთვალიერებელთა ყურადღებას, ძირითადად, "დიდგორები", "ლაზიკა" და სხვა მძიმე საბრძოლო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი იპყრობდა.
დაწვრილებით...
სირიაში ორ წელზე მეტხანს მიმდინარე სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომელმაც თითქმის 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მალე შეიძლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო შეტაკებებში გადაიზარდოს.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: