ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ
არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ ბორჯომელი მოსწავლეების წინაშე ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს არ უნდა ეთქვა, რომ ბორჯომის ხეობაში მართლაც იყო გადამალული ქართული არტილერია, რადგან ამით "გაპრავდება" რუსეთის ავიაციის მიერ ბორჯომის ტყეების გადაწვაო.

ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვერევით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ამ გამოსვლით პრეზიდენტმა, ჩანს, მადლობის გადახდა სცადა იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც იცოდნენ, მაგრამ არ გასცეს ქართული არმიის გადამალული საბრძოლო ტექნიკის ადგილსამყოფელი. თუმცა ზოგიერთი დეტალი უთუოდ დასაზუსტებელია. ბორჯომისხეობელებს მართლაც ეკუთვნით დიდი მადლობა. ოღონდ ისინი ძირითადად ქართული არმიის სახმელეთო ჯარების ტექნიკას - ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მალავდნენ, ხოლო საარტილერიო ბრიგადის დანადგარების გადარჩენაზე მადლობა ქარელის რაიონში, ძამის ხეობის მოსახლეობას უნდა ვუთხრათ.

ბორჯომის ხეობაში მართლაც გადამალეს ქვეითი ბრიგადების Д-30 ტიპის ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები, ძამის ხეობამ კი შეიფარა ქართული არტილერიის ძირითადი დამრტყმელი ძალა, მათ შორის "გრადები", "აკაციები" და RM-70-ები.

რუსული ავიაციის მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, საარტილერიო ბრიგადას საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაუკარგავს (საცეცხლე პოზიციებზე, სამწუხაროდ, მთლიანად დავკარგეთ მე-4 ქვეითი ბრიგადის ყველა Д-30 და მე-5 ქვეითი ბრიგადის ერთი 152 მმ-იანი МСТА-Б ტიპის ჰაუბიცა).

თუმცა საარტილერიო ბრიგადის დანაკარგები მოგვიანებით მათი უკან დახევისა და ცუდად გადამალვის პროცესის შედეგია. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაფუჭდა და მიატოვეს ორი ცალი 152 მმ-იანი  თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა მოგვიანებით გორის პოლიგონზე გადაიყვანეს და დაწვეს.

ყველაზე მეტი დაიკარგა 203 მმ კალიბრიანი Пион-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი. მათგან ერთი გორის საარტილერიო ბაზაში დარჩა და რუსმა ოკუპანტებმა ლულა აუფეთქეს, 5 მანქანა საბრძოლო მოქმედების რაიონიდან კი გაიყვანეს, მაგრამ მათი ჯეროვნად გადამალვა ვერ მოხერხდა - რუსმა აგრესორებმა აღმოაჩინეს და დაწვეს.

ერთადერთი სანუგეშო ის იყო, რომ ამ ხუთმა Пион-მა საერთო ჯამში 600-ზე მეტი ჭურვი გაისროლა და თავისი საბრძოლო დანიშნულება თითქმის ბოლომდე შეასრულა.

ბრძოლის წაგება, რა თქმა უნდა, ძნელი მოსანელებელია, მაგრამ როდესაც მტერი გჯობნის, შენი არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის უკან დახევა, გადამალვა და ამით მათი გადარჩენა ახალი ბრძოლისთვის, ყოველთვის გამართლებულია.

P.S. უსათუოდ აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც ბორჯომისა და ქარელის რაიონების მოსახლეობა ყოველმხრივ ეხმარებოდა ტყეებში შეფარებულ ქართველ მებრძოლებს, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ქვეყნის გასაჭირზე ხელის მოთბობა მოინდომეს - აბა, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ გადამალული ქართული საარტილერიო დანადგარებიდან ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ტონაზე მეტი დიზელის საწვავი და გადასატანი გენერატორები მოიპარა?!
ბარნაბა
16 თებერვალი 2010 23:23
მიშა ნამდვილი მოღალატეა როცა გასცა სინამდვილე გადამალული არტილერიის შესახებ.არადა მთელი მსოფლიო "დავაჯერეთ"რომ რუსებმა ტყეების გადაწვით ეკოციდი მოგვიწყოო?!ახლა სიმართლესაც ვინ დაგვიჯერებს?:((*** (ადმინ)
giga
13 თებერვალი 2010 15:31
ზოგჯერ მართლაც გვშლება ბევრი რამ...
სხვა სტატიები
2009 წლის აგვისტოს დასაწყისი ძალზე დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ომი ერთი წლის დამთავრებული იყო, რომ ჩრდილო კავკასიაში მოსკოვმა მორიგი გრანდიოზული სამხედრო სწავლება - ღფდრფპ-2009 გამართა; ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი დისლოცირებული იყვნენ რუსული საოკუპაციო ჯარები.
KvirisPalitra.Ge ოკუპირებული აფხაზეთის ბაბუშერის აეროპორტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსული კომპანიის, ZALA
AERO-ს პროდუქციის, ორი ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის პრეზენტაციას დაესწრნენ.
KvirisPalitra.Ge სოხუმიდან მანაგუამდე, ნიკარაგუის დედაქალაქამდე პირდაპირი ხაზით 11878 კმ-ია, ცხინვალიდან მანაგუამდე კი კიდევ უფრო მეტი - 12126 კმ. მიუხედავად ამ უზარმაზარი მანძილისა,
KvirisPalitra.Ge საქართველოს პრეზიდენტის ახალაშენებული სასახლე, ისევე როგორც თავდაცვისა და განსაკუთრებით შსს-ს შენობები თავიანთი დიზაინით მაშინვე იპყრობენ ყურადღებას.
მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ცოტა ხნის წინ ვაზიანში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უბედურება დატრიალდა - ერთმა სამხედრომ მეორე ავტომატის ჯერით დაცხრილა.
KvirisPalitra.Ge აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ ყველამ - პოლიტოლოგებმა, კონფლიქტოლოგებმა თუ ეკონომისტებმა თავ-თავიანთი კომენტარები გააკეთეს.
KvirisPalitra.Ge დღე-დღეზე ალბათ ხელი მოეწერება უპრეცედენტო დოკუმენტს, რომლის ძალითაც NATO რუსეთისგან შეიძენს შვეულმფრენებს და ავღანეთში გაგზავნის.
KvirisPalitra.Ge თბილავიამშენში აღარ მალავენ, რომ ყველაფერი 26 ივნისის საღამოს გადაწყდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილავიამშენის ხელმძღვანელს, პანტიკო თორდიას კაბინეტში დოკუმენტები დაუდო ხელმოსაწერად.
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტები - ობამა და მედვედევი ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ჰამბურგერებს მიირთმევდნენ და ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებოდნენ, თურმე რუსული არალეგალური სადაზვერვო ქსელი აქტიურად მუშაობდა აშშ-ის დედაქალაქში საიდუმლო ინფორმაციების მოსაპოვებლად.
KvirisPalitra.Ge ამ დღეებში სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "პანორამამ", ირანულ ინტერნეტგამოცემა "ასრ ირან"-ზე დაყრდნობით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს ისრაელის ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა,