აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ ჯერსის მახლობლად ორი ქართველი სამხედრო კურსანტი ავტოკატასტროფაში დაუღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სამხედრო ატაშემ ვეფხია ჩალადაშვილი განუცხადა, ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსიში სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ. მათი ასაკი 20-23 წელია. "დაღუპულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს." - აღნიშნა სამხედრო ატაშემ.

მისივე თქმით, იგი ამჟამად ვაშინგტონიდან ნიუ-ჯერსიში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დამატებით დეტალებს ადგილზე გაარკვევს.

დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა.