"თინა მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია, განსაკუთრებით გამბედაობაში ( სიტყვა კაცობას არ ვიხმარ)" - კვირის პალიტრა

"თინა მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია, განსაკუთრებით გამბედაობაში ( სიტყვა კაცობას არ ვიხმარ)"

ექსთავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას შეეხება:

"ოდნავ დაგვიანებული ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ირონიული შეფასებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება თავდაცვის უწყებას ქალი ხელმძღვანელობდეს, აღარაფერს ვამბობ იმ მოქილიკეებზე, რომლებიც რესპუბლიკელის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი "მარქშეიდერი" მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე უდაოდ პროფესიონალი იქნება. მეორე, მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია (განსაკუთრებით გამბედაობაში, სიტყვა კაცობას არ ვიხმარ). წარმატებები...

პ.ს. ყველაზე კომიკურად მისი "ენაწყლიანი" წინამორბედის კრიტიკა ჩანდა, რომელსაც აგური აგურზე არ დაუდია ჯარის მშენებლობისთვის, ან როგორ დადებდა 36 მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტის ფონზე."

შეგახსენებთ, ექსთავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თინა ხიდაშელი იმ ფოტოების გამო გააკრიტიკა, რომელზეც მინისტრს სამხედრო ქურთუკი მოსხმული ჰქონდა. "ამდაგვარად მწყობრის წინ დგომა მწყობრის შეურაცყოფა გახლავთ. ეს როგორც ქ-ნ მინისტრს, ასევე მისი დაცვის ოფიცერსაც ეხება. ამის მთქმელი თუ არა ჰყავს ქ-ნს, მაშინ ძალიან უნდა გაუჭირდეს, ვინაიდან სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან." - წერდა თევზაძე.