რითი გააოცა გენშტაბის უფროსი თინა ხიდაშელმა - კვირის პალიტრა

რითი გააოცა გენშტაბის უფროსი თინა ხიდაშელმა

გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაოცებულია თავდაცვის მინისტრის გამძლეობით, რომელმაც 5,5 კილომეტრი ირბინა. "დადებითი, საამაყო, სასარგებლოა ამ ადამიანებთან ერთად გარბენში მონაწილეობა", - ეს კი თვითონ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მარათონის ტიპის გარბენის "ერთად ვიმარჯვებთ", ფინიშის ხაზზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად საბურთალოს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე ირბინა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. "ეს არის ჩვენება ყველასთვის იმის, რომ ყველა ერთნი ვართ. როდესაც ასეთ მიზანს ვემსახურებით, ჩვენ ადამიანობა გვათანასწორებს. ყველა თანაბარი ადამიანები ვართ, იმის მიუხედავად, სავიზიტო ბარათზე დღეს ვის რა გვიწერია. სასიამოვნოა ყოველთვის ამ ადამიანების გვერდით დგომა. მათი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ. როგორც არ უნდა გამიჭირდეს, მზად ვარ, ვიყო მათ გვერდით", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, გაოცებულია მინისტრის გამძლეობით, რომელმაც 5,5 კილომეტრი ირბინა. "იმედია, ყველამ ისიამოვნა. ლამაზი საჩუქარი მივუძღვენით თბილისს და ჩვენს მებრძოლ ბიჭებს. ეს არის ჩვენი ბიჭების გვერდზე დგომის გამოხატვა. ის, რაც დღეს ქართველებს და საქართველოს სჭირდება, არის ჯანსაღი ცხოვრება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"