ხიდაშელი, სწორდი, სმენა! - "სამხედროების გვერდით მყოფი თავდაცვის მინისტრი ტოლს არავის უდებს" - კვირის პალიტრა

ხიდაშელი, სწორდი, სმენა! - "სამხედროების გვერდით მყოფი თავდაცვის მინისტრი ტოლს არავის უდებს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ერთ კვირას ჯარში გაატარებს და სამხედრო წესით იცხოვრებს. მინისტრი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზებზე უკვე გაემგზავრა და პირველი წვრთნაც გაიარა.

ერთკვირიანი სამხედრო ტურნე ურეხიდან დაიწყო. მინისტრი სენაკის ბაზაზე იმყოფებოდა, კვირის განმავლობაში ის კიდევ ხონის, საჩხერისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრება, სამხედროებთან ერთად ივარჯიშებს და ჯარისკაცის ულუფას მიირთმევს. მინისტრის სტუმრობის დროს სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებები მოეწყობა, ასევე იგეგმება უსაფრთხოების თემაზე ლექციების გამართვაც.

სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ჟურნალისტებიც გაემგზავრნენ, მათ შორის გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტები: ეკა ლომიძე და ირაკლი ალადაშვილი. "ახალწვეულებმა" უკვე პირველი სამხედრო "ნათლობაც" მიიღეს, იარაღიდან ისროლეს და სპორტული ღონისძიებაც გამართეს - მდინარე ჭოროხზე დაეშვნენ... როგორც თავადაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი იუწყება: "სამხედროების გვერდით მყოფი თავდაცვის მინისტრი ტოლს არავის უდებს და აქტიურობით ყველას მაგალითს აძლევს".

იხილეთ ფოტოგალერეა