ახალ წელს ახალი საჰაერო თავდაცვით - რა შევიძინეთ ფრანგული სესხით?
ახალ წელს ახალი საჰაერო თავდაცვით - რა შევიძინეთ ფრანგული სესხით?
04-01-2016
ფრანგული სესხით ფრანგული რადიოლოკატორები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შევიძინეთ

საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ფრანგული საბრძოლო ტექნიკა მართალია გააძლიერებს ქართული ცის დაცვას, მაგრამ ეს არასაკმარისი იქნება...

საფრანგეთში საქართველოს საჰაერო თავდაცვისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენის შესახებ მთელი წლის განმავლობაში არაერთი ჭორ-მართალი გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველ ხელშეკრულებას შარშან, 15 ივნისს, მოაწერა ხელი კომპანია Thales Raytheon Systems (TRS)-თან, რომელიც მობილურ რადიოლოკატორებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს.

მეორე კონტრაქტი კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანია MBDA-სთან 10 ივლისს პარიზში გააფორმა.

GM400

წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა მოასწრო ორი საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლებიც 2016 წლიდან ქართული არმიისთვის ფრანგული წარმოების თანამედროვე საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოწოდებას ითვალისწინებს.
სესხის საერთო რაოდენობა 82,8 მლნ ევროა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მის აღებას ფრანგულ ბანკ Socie te Generale-სთან ხელი 2015 წლის 8 დეკემბერს მოაწერა.

5-წლიანი სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტო Coface-ის მიერ და ის რამდენიმე ნაწილად იყოფა, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 1.27%-დან 2.1%-მდე მერყეობს.
სესხის მთლიანი თანხიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას Thales Raytheon Systems–ისგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს.
24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA-დან შესყიდვების დაფინანსებას. დარჩენილი 5.19 მილიონი ევრო კი მოხმარდება სესხთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას და სხვა ხარჯებს, მათ შორის - Coface-ისთვის სესხის სადაზღვევო პრემიას.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი გახდა, რა სახსრებით, უფრო სწორად - რომელი სესხით ყიდულობს საქართველო ფრანგულ საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს, ოფიციალურად კვლავ გაურკვეველი რჩება შესასყიდი ტექნიკის კონკრეტული ტიპი და ამ საკითხზე მარჩიელობა გრძელდება.
თუმცა, ჯერ კიდევ გასული წლის 17 ივლისს, ანუ პარიზში ხელმოწერიდან ერთ კვირაში, ცნობილ ფრანგულ გაზეთ La Tribune-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ორი მობილური რადიოლოკატორის (GM200 Dდა GM400) და VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეის შეძენას. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ქართველებს შედარებით მოძველებულ Crotale-ს ტიპის საზენიტო სისტემასაც სთავაზობდნენ, მაგრამ "მიკამ" გაიმარჯვა.
თუკი ფრანგ კოლეგებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ წელს ქართულ ცას ზემოთ ხსენებული ფრანგული ტექნიკაც დაიცავს.

რას წარმოადგენს ისინი და რა შეუძლიათ?
კორპორაცია Thales Raytheon Systems­-ის წარმოებული სამკოორდინატიანი მობილური რადიოლოკაციური სადგური GM200 არის ტაქტიკური რადარი, რომელიც მიმოხილვის რეჟიმში 250 კმ-ის რადიუსში საჰაერო სამიზნეებს აღმოაჩენს (ამ დროს რადარის ანტენა წუთში 20 ბრუნს ასრულებს), ხოლო 100 კმ-ის რადიუსში საზენიტო რაკეტების მიზანმართვა შეუძლია (ამ შემთხვევაში რადარის ანტენის ბრუნვის სიჩქარე წუთში 40-მდე იზრდება).
რაც შეეხება GM400-ს, მისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ორჯერ გაზრდილია, კერძოდ, გამანადგურებელს მაქსიმალურ 450 კმ მანძილზე აღმოაჩენს, ხოლო ფრთოსან რაკეტას - 250 კმ-ში.

GM200

ორივე რადიოლოკატორს შეუძლია არა მარტო საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, არამედ მეზობელი ქვეყნების ცაში "შეჭვრეტაც", რასაც ისინი სისტემატურად აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში. თუმცა, თითო-თითო ასეთი რადიოლოკატორი საკმარისი არ არის, რომ საქართველოს ცაში შექმნას ისეთი რადიოლოკაციური ველი, რომელიც მუდმივად
You must have Flash Player installed in order to see this player.
გააკონტროლებს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

რადიოლოკაციური სადგურების მიერ აღმოჩენილი საჰაერო სივრცის დამრღვევ საფრენ აპარატზე ინფორმაცია ოპერატიულად უნდა მიეწოდოს მართვის ცენტრს, რომელიც მოქმედების ბრძანებას გასცემს საზენიტო-სარაკეტო სისტემის გათვლას, ამ შემთხვევაში - VL MICA­-ს. იგი გათვალისწინებულია 10-20 კმ-ის რადიუსში (დამოკიდებულია საზენიტო რაკეტის ტიპზე) და 9 კმ სიმაღლემდე არა მარტო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების, არამედ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებისთვის. მისი საზენიტო რაკეტა შექმნილია "ჰაერი-ჰაერი" კლასის MICA-ს ტიპის მართვად რაკეტაზე, რომლითაც შეიარაღებულია ფრანგული გამანადგურებლები - "მირაჟები" და "რაფალები". საზენიტო რაკეტა შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით, ისე სითბური დამიზნების მოწყობილობით, რაც ორივე შემთხვევაში მას "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედების საშუალებას აძლევს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასირებული საჰაერო შემოტევების ეფექტურად მოგერიებისთვის.

"მიკას" შექმნისას კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი - საზენიტო რაკეტების ვერტიკალური სტარტის დროს რაკეტის საქშენიდან დიდი სიჩქარით გამოსული აირის ნაკადი ისე იფანტება, რომ გამშვები სარაკეტო დანადგარის დემასკირება ნაკლებად ხდება, რასაც ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბრძოლო მოქმედებების დროს. ეს ქართველ მეზენიტეებს აგვისტოს ომმაც კარგად დაანახა.

"მიკას" თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული, ხოლო ერთ ბატარეაში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის, ანუ თითქმის ერთდროულად 16 საზენიტო რაკეტის გაშვება იქნება შესაძლებელი, რაც საკმარისია, თუკი "მიკას" ბატარეა კონკრეტულ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს იცავს, მაგრამ ცოტაა ქვეყნის საჰაერო სივრცის დიდი მონაკვეთის სრულად გასაკონტროლებლად.
მთავრობაში, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროში, აცხადებენ, რომ ეს პირველი ნაბიჯებია და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად სხვა საჭირო საბრძოლო ტექნიკასა და აღჭურვილობასაც შეისყიდიან.
piero
31 იანვარი 2016 14:49
რუსულ პროპაგანდას, თუ გინდათ, რომ ებრძოლოთ, შეწყვიტეთ ამ უაზრო და უნიჭო, ნიკებს ამფარებული კომენტარების გამოქვეყნება, თუ რამის თქმა უნდა არსებობს ფეისბუკი, ტვიტერი და ბილსდაბოლოს ფორუმები სადაც თავის არაადეკვატურბაში მალე დარწმუნდება.
Gia
22 იანვარი 2016 21:21
Aმათ სესხი იმიტომ Mოგვცეს რომ გავუსაღთ საქონელი. ჩVენებმა კი ვალი აიღEს რომ სამუდამოდ AმათI მონა გაგვხადონ
სხვა სიახლეები
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბრძოლა დაიწყეს, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, თუ რა მანძილიდან ესროდა ერთი მეორეს ჯერ ქვას, შემდეგ კი - შუბს, ისარს, ტყვიას, ჭურვსა თუ რაკეტას.
დაწვრილებით...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში კადრების ოპტიმიზაცია იწყება, რათა სამხედრო ბიუჯეტის მეტი ნაწილი ხელფასებზე კი არა, საბრძოლო მომზადებაზე დაიხარჯოს...
დაწვრილებით...
სომხური არმიის კამუფლირებული ფერებით გადაღებილ სარაკეტო "ისკანდერებს" სინამდვილეში რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მართავენ...

"ისკანდერების" სომხეთის არმიის კამუფლირებულ ფერებში გადაღებვით მოსკოვმა და ერევანმა სომხეთის მოსახლეობის და აზერბაიჯანის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა სცადა
დაწვრილებით...
თავდაცვის სამინისტროში ახალი საკადრო ცვლილებები ახალი სკანდალის აგორების პროცესად იქცა...
დაწვრილებით...
თალიბების თავდასხმები მაზარი-შარიფსა და ბაგრამზე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება?!
დაწვრილებით...
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის
დაწვრილებით...
როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.
დაწვრილებით...
ვიხილავთ კი კვლავ ქართულ ცაში მოიერიშე "მიმინოებს"?!

ჩვენს რეგიონში დაძაბულობის მომატების ფონზე ქართული არმია შეიძლება საბრძოლო ავიაციის გარეშე დარჩეს...
დაწვრილებით...
თავდაცვის სამინისტრომ "კვირის პალიტრის" მიერ აღმოჩენილი რადიოაქტიური საფრთხის გასაუვნებლად ოპერატიულად იმოქმედა
დაწვრილებით...
ნახევრად გაძარცული "მიმინოები" ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე

ის, რაც აღარავის ახსოვს, საერთაშორისო ტერორისტებს "ჭუჭყიანი ბირთვული ბომბის" დასამზადებლად გამოადგებათ...
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
60 კვ.მ ბინა 5 კვ.მ
აღმაშენებლის ხეივანი, დიღომი 7
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში, ძალიან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები