"ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?
"ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?
11-01-2016
რუსეთის ГРУ-ს უფროსისა და ВДВ-ს შტაბის უფროსის მოადგილის უეცარმა გარდაცვალებამ ბევრი ვერსია გააჩინა...

"რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ მაღალჩინოსანი გენერლების ლიკვიდაცია, რომლებიც 2014 წელს "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტით უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას ხელმძღვანელობდნენ".

- ასეთი ვერსიები დასავლურ მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალი წლის დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მოულოდნელად გარდაიცვალნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების (ВДВ) შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი და ГРУ-ს (გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი.

ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ შუშუკინი მხოლოდ 52 წლის იყო, სერგუნი კი 58-ის და ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩიოდა. სამაგიეროდ, ორივე აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობასა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში. თუკი ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი ამ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი დამგეგმავი გახლდათ, საჰაერო-სადესანტო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფების გაშლას ყირიმსა და დონბასში.

არც ერთი მათგანისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საბრძოლო ოპერაცია პირველი არ ყოფილა - მათ "მოთელვა" 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს. მაშინ იგორ სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა (ГРУ-ს უფროსად ის 2011 წლის დეკემბერში დანიშნეს); ალექსანდრე შუშუკინი 2008 წლის ომამდე გუდაუთაში 50-ე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური იყო და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, 2009-2013 წლებში კი ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზას მეთაურობდა.

ცნობილმა ამერიკულმა კერძო სადაზვერვო-ანალიტიკურმა სააგენტო შტრატფორ-მა გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი 3 იანვარს მოსკოვთან, სანატორიუმში კი არ გარდაიცვალა, არამედ - 1-ელ იანვარს ლიბანში. თუკი ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ლიბანი უშუალოდ ესაზღვრება სირიას, სადაც ამჟამად რუსეთი სამხედრო-საჰაერო ოპერაციას
ატარებს და გასაკვირი არ არის, იმ რეგიონში ГРУ-ს უფროსი ყოფილიყო.

და მაინც, როგორც დასავ­ლეთში, ისე რუსეთში ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამ ორი რუსი გენერლის გარდაცვალებას უკრაინის საჰაერო სივრცეში სამგზავრო "ბოინგის" რუსული საზენიტო რაკეტით ჩამოგდების საქმის გამოძიებას უკავშირებს. მათი ვერსიით, ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა უკვე დაადგინეს არა მარტო ის, რომელი კონკრეტული რუსული სამხედრო ნაწილის "ბუკი" შეიყვანეს დონბასში, არამედ ამ "ბუკის" მომსახურე რუსი სამხედროების ვინაობაც და იმ მაღალჩინოსანი რუსი გენერლების გვარებიც, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს სპეცოპერაცია. ამ სიაში, სავარაუდოდ, ГРУ-ს უფროსისა და ВДВ-ს შტაბის უფროსის მოადგილის გვარებიც იყო, რომელთა წინააღმდეგ უდანაშაულო მგზავრების დახოცვის გამო საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდნენ. არ არის გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლებამ მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარებას დაასწრო და ბევრისმცოდნე მოწმეები მოიშორა.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, სარწმუნოა თუ არა კონსპიროლოგიის მოყვარულთა ეს ვერსიები, მაგრამ თუ ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა მართლაც გამოაქვეყნეს სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებაში მონაწილეთა გვარები და თანამდებობები (ეჭვს თითქმის აღარ იწვევს, რომ მალაიზიური "ბოინგი" დონბასში რუსეთიდან სპეციალურად გადასროლილმა "ბუკმა" ჩამოაგდო, რომელიც უკრაინულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებზე "ნადირობდა") და ამ სიაში რუსი გენერლებიც აღმოჩნდნენ, ეს გვარიანად შელახავს რუსეთის საერთაშორისო იმიჯს.
ვაჟა17
21 იანვარი 2016 18:58
vaja-17-s-ს

..."კენედი მოკლა კომუნისტად მოქცეულმა ამერიკელმა რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი. ამიტომ სანამ რამეს დააბრეხვებ მეგობარო ჯობია ცოტა გაიხედ გამოიხედო"...


ხოოო! გავიხედ-გამოვიხედე და ამერიკის კონტინენტზე პირველი დესანტი მონათმფლობელებისა რუსეთმა გადასხაო! მართალია? და კიდევ, თურმე მონიკა ლევინსკიც კომუნისტი და КГБ-ს აგენტი ყოფილა და იმიტომ გაუჩალიჩა კლინტონს იმპიჩმენტიო! მაააშ!
vaja-17-s
20 იანვარი 2016 18:24
კენედი მოკლა კომუნისტად მოქცეულმა ამერიკელმა რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი. ამიტომ სანამ რამეს დააბრეხვებ მეგობარო ჯობია ცოტა გაიხედ გამოიხედო.
სხვა სიახლეები
''ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს''
დაწვრილებით...
სტატიის ავტორმა SMG-9-ის სროლისას არანაკლები სიამოვნება განიცადა, ვიდრე "ჰეკლერ-კოჰის" MP-5-ის სროლისას, რომელიც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს შორის მსოფლიო შედევრად არის მიჩნეული
დაწვრილებით...
PRIME
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება, წესით, NATO-სთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს...

სომხების ნაწილი უფრთხის მოსკოვისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის კონტროლის უფლების გადაცემას...
დაწვრილებით...
PRIME
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...
დაწვრილებით...
საბჭოთა სტრატეგები კახეთიდან თეირანზე ბირთვული საჰაერო დარტყმების მიყენებას არ გამორიცხავდნენ
დაწვრილებით...
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლმა ქართველებმა პრორუსი სეპარატისტების პოზიციების სიღრმეში დივერსიული სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოპერაცია, რომელსაც მათივე ინფორმაციით, 12 რუსი სამხედრო შეეწირა, ქართველმა ლეგიონერებმა სოფელ ხურჩასთან ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლულ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიუძღვნეს...
დაწვრილებით...
პოლონეთში NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიან სწავლებაზე ქართული არმიის ასეულის ჩაუსვლელობის ნამდვილმა მიზეზმა ბევრი კითხვა გააჩინა...
დაწვრილებით...
საუდის არაბეთის არმიის ჯავშანტექნიკაზე მალე "დელტაში" აწყობილ დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულებს დაამონტაჟებენ

დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული თავდაპირველად "ლაზიკაზე" გამოიცადა, თუმცა მისი დამონტაჟება თითქმის ყველა ტიპის ჯავშანმანქანაზე შეიძლება
დაწვრილებით...
იგეგმება საჰაერო ძალების სარდლობის აღდგენა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გააუქმეს...
დაწვრილებით...
ქართველი კონსტრუქტორები შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი საბრძოლო ტექნიკის შექმნას ცდილობენ
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ჩარგლის ქუჩაზე
იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი ყველანაირი
სასწრაფოდ! ქირავდება 2-ოთახიანი, 57კვ.მ,
შეიძინეთ ელიტარული ბინები ორთაჭალაში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები