"სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს" - რას ყვება სამხედრო მფრინავი, რომელიც აფრიკაში მსახურობდა
"სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს" - რას ყვება სამხედრო მფრინავი, რომელიც აფრიკაში მსახურობდა
02-02-2016
"უცხოელ სამოქალაქო პირებს პატარა გოგონები სექსუალურ მომსახურებას, მიზერულ თანხად ან სულაც წყლისა და პურის სანაცვლოდ სთავაზობდნენ"

როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, არსებობს ეჭვი, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს.
ქართველ საზოგადოებაში ამ ინფორმაციას ცხარე კამათი მოჰყვა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სურათს დადებს საერთაშორისო გამოძიება, რომელიც ყველა იმ ქვეყნის სამხედროებთან მუშაობს, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში იყვნენ ჩართულნი.
სამხედრო მფრინავი, ვეფხვია მსხვილიძე ერთ-ერთია, ვინც აფრიკაში სამუშაოდ საკუთარი სურვილით წავიდა და ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა. ის აფრიკაში არსებულ ვითარებაზე მოგვითხრობს...

- აფრიკაში ვინც ყოფილა და ვისაც ჰქონია ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ადგილობრივები უცხოელებთან შანტაჟზე ძალიან ხშირად მიდიან.
მათი წლოვანების განსაზღვრა ძალზე ძნელია, თითქმის შეუძლებელია, - მათი დაბადების ზუსტი თარიღი უმეტეს შემთხვევაში დაუდგენელია. გარდა ამისა, აფრიკულ ქვეყნებში კორუფცია ჩვეულებრივი რამ არის, უცხოელები, მათთვის ფულის მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად აღიქმება. იქ უკიდურესი სიღატაკეა, ერთი დოლარი საკმაოდ დიდი ფულია, არ არის წყალი და საკვები და იმისთვის, რათა იარსებონ, ისინი ცდილობენ უცხოელები დააშანტაჟონ, რათა შემდეგ, თუნდაც ერთი დღის საკვების ფული მოიპოვონ.

- თქვენი ინფორმაციით, რამდენად ხდება იქ სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცების კონტროლი, თუნდაც ადგილობრივებთან ურთიერთობისას? და კიდევ, ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია თუ არა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, სამართალდამცველებს მიმართონ?
- მე სადაც ვიყავი, სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები იქაც იყვნენ, თუმცა დახურულ ბაზაზე, სადაც  უცხო ადამიანები, მით უფრო, ადგილობრივები, ნამდვილად ვერ მოხვდებოდნენ. თავისუფალი დრო, მაინცდამაინც არ ჰქონდათ და ქალაქში გასვლასაც ხშირად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ სამოქალაქო პირებისგან მსმენია, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოელ სამოქალაქო პირებს პატარა გოგონები ძალიან მიზერულ თანხად ან სულაც წყლისა და პურის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ. შემდეგ, მიდიან პროვოკაციაზე, - მე არასრულწლოვანი ვარ და შენ ჩემი გაუპატიურება გინდოდაო, ან გადამიხდი ამა და ამ თანხას, ან მივდივარ პოლიციაში დ განვაცხადებ, რომ შენ ჩემთან არასრულოწლოვანთან გინდოდა სექსუალური კავშირის დამყარებაო. ეს კი, ცხადია, კანონით ისჯება. ადგილობრივი პოლიცია მათ მხარს უჭერს, მიდის "ეჭვმიტანილ" უცხოელთან და ეუბნება, - მოდით, პრობლემები რომ არ შეგექმნათ, გადაახადეთ ეს თქვენთვის მიზერული თანხა, შარი რად გინდათ და თქვენც კარგად იყავით და ისიცო... ქართველ ბიჭებთან დაკავშირებით, ცხადია, სულ სხვანაირი სიტუაციაა, - ისინი ფულს არ გადაიხდიდნენ, რადგან დარწმუნებული ვარ მათთან არანაირი ურთიერთობა არ ექნებოდათ. ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მაგრამ ამისთვის სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს... გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც ეს ფაქტი ფიქსირდება, ჩვენი სამხედროები იქ არ იმყოფებოდნენ.

- გსმენიათ ისეთი ფაქტის შესახებ, როდესაც ასეთი ბრალდება ვინმეს, კონკრეტულად კი, საერთაშორისო მისიით მყოფი სამხედროს მიმართ გახმაურდა და დაუმტკიცდა?

- არა, რამდენიმე წელი ვიყავი იქ, ნახევარი კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკა მოვლილი გვაქვს, საკმაოდ ბევრ სამშვიდობოს ვიცნობდი, თან მუდმივი როტაცია ხდებოდა, უკრაინელები, პაკისტანელები, ეგვიპტელები, ინდუსები, მაგრამ მსგავსი ფაქტის შესახებ არასდროს გამიგია.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება იმ სამხედრო მოსამსახურეებს კითხავს, რომლებიც დანაშაულის შესაძლო ჩადენის დროს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, ხდება იმ მწირი ინფორმაციის შეჯერება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
ქართველი
10 თებერვალი 2016 19:27
ბრრრ და ნანა, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ რომ ქართველი ჯარისკაცი მსახურობს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ასრულებს მეთაურების და ხელმძღვანელი პირების დავალებებს და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ვალდებულია სადაც სახელმწიფო გააგზავნის იქ წავიდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად,და იმ სამსახურის შესრულებაში იღებენ იმ თანხებს, ასე რომ დაანებეთ ფულზე საუბარს,ჯარისკაცების ლანძღვას თავი.
რეზო
09 თებერვალი 2016 09:52
am caltvina qalebis komemtarebze magrad mecineba!
სხვა სიახლეები
2008 წლის ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და სავარაუდოდ, ოთხი დაუზიანდა, თუმცა მათმა პილოტებმა შეძლეს აეროდრომებზე დაშვება.
დაწვრილებით...
PRIME
"მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... "

41 წლის კაპრალი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა
დაწვრილებით...
სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა
დაწვრილებით...
თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის, "ველის" სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტში ვარ, როგორც დამწყები სამხედრო ჟურნალისტი და თვალს ვადევნებ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესს...
დაწვრილებით...
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერების გამო და საპასუხო ქმედებებს იწყებს, რაშიც საქართველოს დახმარების იმედი აქვს...
დაწვრილებით...
"აქ საერთაშორისო მისიაა და მასში ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"

ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო. ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველ წამს გემუქრება, ამიტომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს
დაწვრილებით...
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება... - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი
დაწვრილებით...
საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამხედრო სწავლებებს NATO და რუსეთის საოკუპაციო ჯარები ატარებენ...

რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საქართველოში გამართულ NATO-ს სწავლებებში? ერდოღანი თავის სამხედროებს აღარ ენდობა თუ პუტინის გაღიზიანება არ სურს?
დაწვრილებით...
ორფოლოში გამოყენებული TOW-2-ის მართვადი ორკუმულაციურქობინიანი რაკეტა დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 850-900 მმ სისქის ტანკის ჯავშანს ხვრეტს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების T-90 ტიპის ტანკების დაზიანების დიდ შანსს იძლევა.
დაწვრილებით...
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
სასწრაფოდ! იყიდება არასასოფლო მიწის ნაკვეთი
იყიდება კუთხის მზიანი 3-ოთახიანი ყავლაშვილის
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები