რაში დასჭირდა ერევანს 3 000 კმ-ზე მფრენი Су-ები...
რაში დასჭირდა ერევანს 3 000 კმ-ზე მფრენი Су-ები...
08-02-2016
Су-30СМ-ს რუსეთი 50 მლნ დოლარად ყიდულობს, ხოლო მის საექსპორტო ვარიანტს Су-30VღB-ს ინდოეთში 83 მლნ დოლარად ყიდის

თანამედროვე რუსული შეიარაღების ხშირი გადასროლა სომხეთში შეიძლება თურქეთს უფრო ემუქრებოდეს, ვიდრე აზერბაიჯანს...


რეგიონული მასშტაბის სენსაციად იქცა იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურმე სომხეთი რუსეთში თანამედროვე, მრავალი დანიშნულების მძიმე გამანადგურებლების - Су-30СМ-ების ყიდვას აპირებს.

სენსაცია ის კი არ არის, რატომ აქვს ამის სურვილი სუვერენულ სომხეთს, არამედ ის, სად და როგორ აპირებს ის 38-ტონიანი გამანადგურებლის გამოყენებას, რომელსაც ერევნიდან სანქტ-პეტერბურგამდე ძირს დაუშვებლად ჩაფრენა შეუძლია?

აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სომხეთი, რა თქმა უნდა, მოიფიქრებს, სად და როგორ გამოიყენოს ეს ძვირად ღირებული რუსული გამანადგურებლები, მაგრამ ჩნდე­ბა ეჭვი, რომ სომხეთში გამოჩენილი ახალი რუსული საბრძოლო ტექნიკა აზერბაიჯანზე მეტად, თურქეთისკენ იქნება დამიზნებული.
სირიაში მიმდინარე სახმელეთო ბრძოლების ანალიზი მეტყველებს, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის ძალებს უბიძგებს, უპირველესად სირია-თურქეთის საზღვარი დაიკავონ, რათა თურქეთის სპეცსამსახურებმა ვეღარ შეძლონ მათ მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი რაზმების დახმარება; ამასთან, გამოირიცხოს ქურთების პოზიციებზე თურქეთის არმიის დანაყოფების შეტევა.

დღეს მოსკოვი სირიაში მთავარ მოწინააღმდეგედ "ისლამურ სახელმწიფოს" კი არა, თურქეთს აღიქვამს, რადგან სირიაში ერთმანეთს შეეჯახა რუსეთისა და თურქეთის იმპერიული ინტერესები და ეს პრობლემა იოლად ვერ მოგვარდება.

სომხეთში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა და შორი რადიუსის მქონე მრავალდანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლით (დაგეგმილია ერევანთან, ერებუნის აეროდრომზე 18 რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებლის თანამედროვე МиГ-29СМТ მოდიფიკაციით ჩანაცვლება) მოსკოვი არა მარტო­ სამხრეთ კავკასიის რეგიონში იძლიერებს­ პოზიციებს, არამედ ძლიერდება NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის საზღვართანაც. ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ 50 მლნ დოლარად ღირებული Су-30СМ-ები შეიძლება სომხეთს არც სჭირდება (თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ასეთი გამანადგურებლის ფასად ერევანს რუსეთში უფრო საჭირო სხვა შეიარაღების ყიდვა შეუძლია), მაგრამ ამ გზით მოსკოვი ნიღბავს უკვე აღიარებული მოწინააღმდეგის - თურქეთის საზღვართან თანამედროვე შემტევი
შეიარაღების გადასროლას.

რუსული ავიაცია თურქეთს ალყაში აქცევს

დღეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საავიაციო დანაყოფები თავმოყრილია თურქეთის სამხრეთ საზღვართან (სირიაში 40 რუსული საბრძოლო თვითმფრინავია), ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, საიდანაც თურქეთის შავიზღვისპირა სანაპირომდე სულ რამდენიმე ასეული კილომეტრია და იწყება რუსული ავიაციის გაძლიერება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან, სომხეთის ტერიტორიაზე.
ირაკლი ქუთაისელი
15 თებერვალი 2016 23:34
ვაჟიკო ღამღამობით პუტინის პორტრეტს ხატავ ხომ? რამ შეგაყვარა ასე? ქალი რომ იყოს ლამაზი კიდე მესმის მარა ვირთხა სიფათიანი კაცია და რა ხდება? ერთი გაბურძგნული, სანახევროდ შეიარაღებული დაიშელები გაასწორა მიწასთან 2 დღეში მეორე სხვას გაასწორებს. ჯერ თვითმფრინავის აბაროტი აქვს ასაღები. ისე არ გიკვირს ყველაფერში რომ ერკვევი?
nana
15 თებერვალი 2016 21:25
თქვენ არაფერიც არ გესმით, სომხეთი თურქეთს ფეხებსაც ვერ მოჭამს, მაგრამ აი საქართველოს კი ბოლოს მოუღებს. თქვენ თუ გაგიგიათ დიდი სომხეთის შესახებ არსებული სომხების რუქა?აი ასეთნი არიან სომხები უცბათ დაარტყამენ ეგენი ზურგში დანას საქართველოსნაირ ქვეყნებს,არასოდეს არ ენდოთ სომხებს
სხვა სიახლეები
"როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს"
დაწვრილებით...
"აბრამსებს" ქართულ მიწაზე შეიძლებოდა თავიანთი "წინაპარი" - "შერმანი" დახვედროდა, ერთ თავდაცვის მინისტრს რომ არ დაეჭრა და ჯართში არ ჩაებარებინა...
დაწვრილებით...
"რაკეტების წარმოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ავითვისეთ ერთი ტიპის რაკეტის წარმოება... 23 მაისიდან შევძლებთ დღეში 70 რაკეტის წარმოებას"
დაწვრილებით...
ვაზიანის აეროდრომის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან იწყება.
დაწვრილებით...
სამხრეთ კავკასიის შუაგულში მდებარე ვაზიანის სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ მნიშვნელობას იბრუნებს

ამერიკულ-შვედური ერთჯერადი ატ-4/მ-136 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი ერთი მეტრი სიგრძისაა და 7,5 კგ-ს იწონის. მის 84 მმ კალიბრის კუმულაციურქობინიან ყუმბარას 300 მ-ზე 500 მმ სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია
დაწვრილებით...
C-200-ის 11 ტონიან საზენიტო რაკეტას 200 კმ სიშორესა და 29 კმ სიმაღლეზე შეეძლო საჰაერო მიზნების განადგურება. რაკეტის საბრძოლო ქობინი ორი ერთმანეთთან შეერთებული ნახევარსფეროსგან შედგება, რომელშიც 90 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება და 37 ათასი გამზადებული დამაზიანებელი ელემენტია განთავსებული
დაწვრილებით...
მეორე მსოფლიო ომის დროს ფოთის პორტი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო
დაწვრილებით...
პირველად ისტორიაში, ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ტანკები თავს საქართველოში იყრიან. ვისი ტანკი უფრო ძლიერია, ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?
დაწვრილებით...
რა სატრანსპორტო გზები არსებობს საქართველოში NATOს საბრძოლო ტექნიკის გადმოსასროლად, რამდენად სწრაფად შეიძლება ამის განხორციელება და როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთმა ამ ჩანაფიქრს...

ამერიკული ტანკების აქეთ-იქით ტარებას აჯობებდა, პენტაგონს საქართველოში საბრძოლო ტექნიკის დასაწყობების ბაზა შეექმნა
დაწვრილებით...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა "ურანი-238"-ის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით საქართველოსა და სომხეთის სამ-სამი მოქალაქე დააკავა.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი
2 ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
ქირავდება დღიურად საუკეთესო ადგილას, საუკეთესო
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები