"როკის გვირაბის ჩაკეტვა დაგეგმილი ოპერაცია იყო, მაგრამ..." - რას ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც აგვისტოს ომში რეზერვის მობილიზებას კურირებდა
"როკის გვირაბის ჩაკეტვა დაგეგმილი ოპერაცია იყო, მაგრამ..." - რას ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც აგვისტოს ომში რეზერვის მობილიზებას კურირებდა
10-02-2016
"არ შეიძლება ხალხს ჩაუნერგო აზრი, რომ შენზე ძლიერს არ უნდა ეომო. ჯარი იმისთვის არსებობს, რომ ყოველთვის მზად იყოს საომრად, ნებისმიერ ომს კი ყოველთვის აქვს აზრი..."

ჰააგის სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს სწავლობს. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას 7 წლის განმავლობაში სწავლობდა. გამოძიება 2008 წლის 1-ლი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. kvirispalitra.ge ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და ამჟამად ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარების G-5-ის სამმართველოს ოფიცერს, თადარიგის პოლკოვნიკ დავით აფციაურს ესაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების გარდა, ერაყისა და ავღანეთის კოალიციურ მისიებშიც მონაწილეობდა.
დავით აფციაურს 2008 წლის აგვისტოს ომში ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის სტატუსით მოუწია ყოფნა.

- 7 აგვისტოს დაიწყო რეზერვის მობილიზაცია, რომელსაც მე ვკურირებდი. წავედით და 11 აგვისტოს გამოვედით ქარელიდან. ჩვენი ძალები, ძირითადად, ქარელის გადასახვევიდან ზნაურის მიმართულებით იყო განლაგებული. მუდმივად მსჯელობენ იმაზე, ვინ დაიწყო ომი. ომის დაწყება-დამთავრება  სამხედროების საქმე არ არის, მათი საქმეა ომში მონაწილეობა. ამაზე პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს გადაწყვეტილებას და სამხედროების ვალია ომისთვის მუდმივი მზადყოფნა, იმის მიუხედავად, ვინ და რა ძალის პატრონი იქნება მოწინააღმდეგე. დღემდე ვამბობ, რომ რუსი ოკუპანტი კი არა, ჩვენი მტერია, პირდაპირი გაგებით. პოლიტიკოსის საქმეა არკვიოს და დაალაგოს ურთიერთობები მშვიდობიანობის დროს, ომიანობის დროს კი მისცეს სამხედროებს საშუალება, ბოლომდე დაიხარჯონ და შეძლონ მისიის შესრულება.

- მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლო სწავლობს აგვისტოს ომის საქმეს და არკვევს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო დანაშაულებს...
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ სამხედრო დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. მთელმა მსოფლიომ ღიად აღიარა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. იმავე პროკურორმა ბენსუდამ განაცხადა, რომ ცხინვალი იყო და დარჩება საქართველოს ტერიტორია. რეგიონში ქართველებს არავინ დაუხვრეტიათ და გენოციდი არ მოუწყვიათ, მათი მხრიდან ბრძოლის მეტი არაფერი მინახავს. ქართული სოფლები ხეობაში აღარ არსებობს, ქვა-ქვაზე არ დარჩა და ყველაფერი განადგურდა. ქართველები არავის ტერიტორიაზე არ შეჭრილან, ჩვენს მიწა-წყალზე ვიყავით. ასე რომ, ჰააგის სასამართლო ამაზე პასუხს ვისაც მოსთხოვს, ნათელია.

- ექსპერტები სვამენ კითხვას, რატომ არ ან ვერ ჩაკეტეს როკის გვირაბი, საიდანაც რუსული საჯარისო შენაერთები შემოდიოდა?
- როკის გვირაბი არის ცხინვალის დე-ფაქტო ტერიტორიაზე. ერთ-ერთი სამხედრო ოპერაცია გვირაბის ჩაკეტვა-არჩაკეტვაა. ჩემგან არასწორი იქნება ლაპარაკი იმაზე, პოლიტიკურ ლიდერშიფში ვის რა მიმართულება და გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. როკის გვირაბის ჩაკეტვა დაგეგმილი ოპერაცია იყო, მაგრამ რატომ არ ჩაიკეტა, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, როკის გვირაბი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ცხინვალის პრობლემაც არ იქნებოდა. რუსეთს ჭარბი ძალა ჰქონდა, მათ დაისახეს ამოცანად, დაესაჯათ საქართველო და ქართული ჯარი იმის გამო, რომ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა გავუბედეთ.

- იყო მოსაზრება, რომ საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად მიდიოდა და მასში გენერლების ნაცვლად პოლიტიკოსები იღებდნენ გადაწყვეტილებას

- პოლიტიკოსებმა პოლიტიკური მოლაპარაკებები აწარმოონ მანამ, ვიდრე
დაიწყება საბრძოლო მოქმედება, დამთავრდა დიპლომატია - დაიწყო ომი.

არ შეიძლება ხალხს ჩაუნერგო აზრი, რომ შენზე ძლიერს არ უნდა ეომო. ჯარი იმისთვის არსებობს, რომ ყოველთვის მზად იყოს საომრად, ნებისმიერ ომს კი ყოველთვის აქვს აზრი...

ავიღოთ მეორე მსოფლიო ომი, მასში ომის წარმოებასა თუ ფრონტების მოხსნაზე, ბევრ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პოლიტიკური ლიდერები იღებდნენ. ყველაზე რთული რაც არის, აუცილებელია შევისწავლოთ, რა იყო ომში დადებითი და უარყოფითი, რათა შემდგომში შეცდომები აღარ დავუშვათ, მუდმივად ნულიდან არ უნდა ვიწყებდეთ.

- არსებობს ცნობილი კადრები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის ცენტრში რეზერვი გაიფანტა, იყო ქაოსი და ისინი მეთაურებს ვერ პოულობდნენ…
- ამერიკაში ვცხოვრობდი, ჩამომიყვანეს და შემომთავაზეს რეზერვის მომზადება. სისტემა, რომელიც იყო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ამიტომ ის ძირშივე შევცვალე - გამოვიყენე ევროპული ქვეყნების გამოცდილება - ნიმუშები. რეზერვი, რომელიც მაშინ დამხვდა, მთლიანად შეცვლას მოითხოვდა. რაც ჩამოვედი, იმ პერიოდში სისტემის გადაწყობაზე მომიწია მუშაობამ. გვარდიის ამოცანა იყო მეორე ხარისხის ამოცანების შესრულება. ომიდან დადებითი დასკვნა ის მაინც უნდა გამოვიტანოთ, გავიგოთ, რა სახის ქვედანაყოფები, სახმელეთო ჯარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ან რეზერვია საჭირო, ასევე ვინ უნდა მოამზადო და რა რესურსები გაქვს.
რაც მთავარია, სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველამ უნდა იცოდეს წინასწარ, რისთვის შეიძლება იყოს მზად საქართველო. იმ პერიოდის უარყოფით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ კონცენტრირება ძირითადად მოხდა სტუდენტებზე. 8 და 18 დღეში მომზადების დონე ომში არ გამოგადგება, ეს საკმარისი არაა. ეს მიდგომა მაშინვე შეცვლილი იყო, მაგრამ ერთი ხელის მოსმით, ვერ გავაჩერებდით. მაქსიმალურად ვცდილობდით, დანაკარგი არ გვქონოდა (სამწუხაროდ, გორში 2, სენაკის დაბომბვისას კი - 7 რეზერვისტი დაიღუპა).

რეზერვში აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანებზე, ვინც იმსახურა შეიარაღებულ ძალებში, მას მომზადებაში მეტი დრო აქვს დახარჯული და შეუძლია მეტი გააკეთოს რეზერვში ყოფნის პერიოდში.

რომ ამბობდნენ, რეზერვისტები გორში თავის მეთაურებს ეძებდნენ და ვერ პოულობდნენო, ამ სიტუაციასაც ავხსნი: მე დამხვდა ასეთი სისტემა - იყო ჯგუფი შექმნილი, რომელსაც სხვები წვრთნიდნენ და რეზერვისტები მათ თვლიდნენ მეთაურებად. ომში კი იყო მეორე ჯგუფი, რომელსაც ისინი უნდა ემართა. რეზერვისტებმა დაიწყეს მათი ძებნა, ვინც გაწვრთნა და არა მათი, ვისაც უნდა ემართა. ისინი რამდენიმე საათში დავაბრუნეთ შენობებში. სისტემა, რომელიც დამხვდა, მე თვითონ გავაკრიტიკე. მე პასუხისმგებლობას არც გავქცეულვარ. ალბათ ბევრი მსხვერპლი რომ არ იყო, იმას მსაყვედურობდნენ. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, დანაკარგი არ ყოფილიყო და რეზერვისტებში პანიკა არ დაწყებულიყო. ზოგი რეზერვისტი მშობლებმა გამოიყვანეს, ზოგი თვითონ წავიდა. მათ მასიურად საბრძოლო ოპერაციებში არ მიუღიათ მონაწილეობა. მათი ფუნქცია იყო, დაცლილი სოფლები დაეცვათ, მტერი რომ არ დაბრუნებულიყო. ნაწილ-ნაწილ რეზერვმა ეს შეასრულა, იყო დასახლებული პუნქტები, რომელთა დაცვასაც რეზერვი უზრუნველყოფდა. მათ ტყვედაც აიყვანეს ერთი ბოევიკი და გაწმენდილ ტერიტორიაზე პირისპირ ბრძოლაში ჩაბმაც მოუწიათ. ომის შემდეგ გაიმართა თათბირი და მოვითხოვე, ჩემთვის მოეცათ დამატებითი შეიარაღება თბილისის შემოგარენის დასაცავად. გვარდია დაახლოებით 1 კვირა იცავდა თბილისს, მათ შორის იყო ჩემი სისტემით მომზადებული 10 რეზერვისტი 420-ე ბატალიონიდან.

- ავღანეთისა და ერაყის მისიებზეც გვითხარით რამე, რომლებშიც ასევე აქტიურად მონაწილეობდით. რას იტყვით ჩვენი ჯარისკაცების მომზადების დონეზე?

- ერაყში კოალიციის შტაბში 2006-07 წლებში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ვიყავი. 3 თვის წინ ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც 7 თვე დავყავი. ვიყავი იმ ბატალიონთან, რომლის რიგითი ყულიჯანაშვილიც დაიღუპა.
მოსაზრება, რომ ქართული ქვედანაყოფები მზად არ არიან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის, მცდარია. ჩვენი ჯარისკაცები მისიას ბრწყინვალედ ასრულებენ. ამერიკელები ცდილობდნენ, თავიანთი ელიტური ქვედანაყოფები ქართული ქვედანაყოფებით ჩაენაცვლებინათ.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)

რაულ მამალაძე
27 ივნისი 2016 13:25
მე სამხედრო არა ვარ მაგრამ ჩემი წინაპრები მეომართა კასტის წარმომადგენლები იყვნენ(ჩემი წინაპარი გურიის სახალხო გმირი ბუღარა მამალაძეა). ჩემის აზრით, პირველ რიგში უნდა შეისწავლო მოწინააღმდეგის შესაძლებლობები და თუ დაასწარი მოწინააღმდეგეს მაშტაბური შეტაკების წარმოება, ამისთვის მზად უნდა იყვე, ყველა სცენარის განვითარებისთვის. როგორც ვხედავთ ჩვენ არაფერი ეს არ გავითვალისწინეთ, რა ქართველები უვიცები ვართ სამხედრო ხელოვნების??? ამას ვერ დავიჯერებ! რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ომის მსვლელობის სცენარი წინასწარ იყო დაწერილი.
ia
09 აპრილი 2016 15:56
მე იმატი არ მესმის ვინც ცალსახად საქარტველოს ადანასაულებს.რა უნდა ექნა საქარტველოს.მომზადებული ვარ საომრადო და ომი გამოუცხადა რუსეტს?ტვიტონ რუსები ამბობენ დიდი ხანი ვემზადებოდიტ ამ ომისატვისო.ტქვენ რა ურწმუნო ტომები ხარტ რომ არ იჯერებტ.ტუ სადიმანები ხარტ და რუსეტს მიტომ ამარტლებტ.
სხვა სიახლეები
2008 წლის ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და სავარაუდოდ, ოთხი დაუზიანდა, თუმცა მათმა პილოტებმა შეძლეს აეროდრომებზე დაშვება.
დაწვრილებით...
PRIME
"მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... "

41 წლის კაპრალი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა
დაწვრილებით...
სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა
დაწვრილებით...
თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის, "ველის" სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტში ვარ, როგორც დამწყები სამხედრო ჟურნალისტი და თვალს ვადევნებ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესს...
დაწვრილებით...
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერების გამო და საპასუხო ქმედებებს იწყებს, რაშიც საქართველოს დახმარების იმედი აქვს...
დაწვრილებით...
"აქ საერთაშორისო მისიაა და მასში ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"

ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო. ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველ წამს გემუქრება, ამიტომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს
დაწვრილებით...
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება... - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი
დაწვრილებით...
საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამხედრო სწავლებებს NATO და რუსეთის საოკუპაციო ჯარები ატარებენ...

რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საქართველოში გამართულ NATO-ს სწავლებებში? ერდოღანი თავის სამხედროებს აღარ ენდობა თუ პუტინის გაღიზიანება არ სურს?
დაწვრილებით...
ორფოლოში გამოყენებული TOW-2-ის მართვადი ორკუმულაციურქობინიანი რაკეტა დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 850-900 მმ სისქის ტანკის ჯავშანს ხვრეტს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების T-90 ტიპის ტანკების დაზიანების დიდ შანსს იძლევა.
დაწვრილებით...
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
მხოლოდ 25 სექტემბრამდე. იყიდება 103
ქირავდება (ან იყიდება) 147 კვ.მ
ქირავდება ბინა შარტავას ქუჩაზე. ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები