ახალი ქართული საბრძოლო სისტემის მოლოდინში, რომლის მსგავსი ქართულ არმიას თავის არსენალში არასოდეს ჰქონია
ახალი ქართული საბრძოლო სისტემის მოლოდინში, რომლის მსგავსი ქართულ არმიას თავის არსენალში არასოდეს ჰქონია
07-03-2016
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "დელტა" შეიარაღების იმ ახალი სისტემის პრეზენტაციას გეგმავს

26 თებერვალს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში სტატიაში 26 მაისს "დელტა" სიურპრიზს გვპირდება" გამოვაქვეყნეთ ექსკლუზიური ინტერვიუ "დელტას" გენერალურ დირექტორთან - უჩა ძოძუაშვილთან. ინტერვიუში ის ამბობს: "წელს იგეგმება ერთი ძალიან საინტერესო ნაწარმის გამოტანა. ეს იქნება ახალი სიტყვა სწრაფი ბრძოლის წარმოებასა და ასიმეტრიულ სამხედრო დაპირისპირებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაწარმი გულშემატკივრების დიდ მოწონებას დაიმსახურებს­. კონსტრუქციისა და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, ეს ნაკეთობა ძალიან პერსპექტიული იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია გაყიდვების მოცულობით ამ პროექტმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების კონტრაქტი დაჯაბნოს".
ინტერვიუს ამ ნაწილმა ქართული (და არა მარტო ქართული) მასმედიისა და სოციალური ქსელების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენმა კოლეგებმა "დელტას" მისაღები აუტალახეს იმის გასაგებად, რის ჩვენებას აპირებს "დელტა" მაისში, მაგრამ მათ 26 მაისამდე დაცდა ურჩიეს.

ჩვენ შეგვეძლო, ნათელი მოგვეფინა ამ საკითხისთვის.

საქმე ის არის, რომ ორიოდე წლის წინ "დელტას" ხელმძღვანელობის თხოვნით, ამ სტატიის ავტორმა ანალიტიკურად გამოიკვლია შეიარაღების სწორედ ის სახეობა, რომლის პრეზენტაციასაც "დელტა" მაისში აპირებს. Kკვლევის დროს შევისწავლეთ ამ იარაღის შექმნის ისტორია, მისი ტიპების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები, გავაანალიზეთ მეზობელი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში მისი საბრძოლო გამოყენების (საქართველოს წინააღმდეგაც) შემთხვევები, იარაღის საერთაშორისო ბაზარზე მისი ექსპორტის პერსპექტივები და სხვა საინტერესო საკითხები. ეს ანალიტიკური კვლევა არსად გამოქვეყნებულა და "დელტას" გადაეცა.

"კვირის პალიტრის" მკითხველის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ, ნაადრევად გავამხილოთ საიდუმლო და "დელტას" სიურპრიზი ჩავუშალოთ. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ შეიარაღების ეს სახეობა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგენილი საბრძოლო სისტემაა. ერთ-ერთი კომპონენტი თითქმის მთლიანად "დელტაში" მზადდება და იწყობა. სწორედ მისი გამართული მუშაობა იქნება პირობა, რომ საბრძოლო სისტემის მეორე კომპონენტი მწყობრიდან არ გამოვიდეს. სისტემა სამი განსხვავებული კონსტრუქციით შეიძლება დამზადდეს. "დელტას" კონსტრუქტორებმა საშუალო სირთულის ვარიანტი აირჩიეს.

რაც
მართალია, მართალია, ეზოპეს ენით წერა არც ისე იოლი ყოფილა, მაგრამ ერთსაც დავამატებთ: ის, რის ჩვენებასაც "დელტა" აპირებს, ძალზე საჭიროა თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში, მათ შორის - ახლო აღმოსავლეთშიც და მას კარგი საექსპორტო პერსპექტივა აქვს, მით უფრო, რომ საუდის არაბეთში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების გაყიდვით "დელტამ" იარაღის მსოფლიო ბაზარზე თავისი ბილიკი გაჭრა.
შეიარაღების ეს სახეობა ქართულ არმიას არსენალში არასოდეს ჰქონია. თუკი ამ სისტემის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობები ერთიორად გაიზრდება, რა თქმა უნდა, თუკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და გენერალური შტაბის სარდლობა "დელტას" ამ პროექტით დაინტერესდება.

P.S. მგონი, მართლდება ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიტყვები, სამიოდე წლის წინ უცხოელი სამხედრო ატაშეების ჯგუფის მიერ "დელტას" პროდუქციის დათვალიერებისას რომ წამოსცდა - საქართველოს შეიარაღებას რომ არ ვაძლევთ, იმდენს ვიზამთ, ქართველები თვითონ ისწავლიან იარაღის კეთებასო...
ლაზარე
26 აპრილი 2016 15:48
ძალიან მიხარია და იმედია და პირიქით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველმა უნდა შიესყიდოს დელტას წარმოებული შეიარაღება და ქართველი ხალხის ფული საქართველოშივე დაიხარჯოს და ქართული წარმოების განვითარებას მოხმარდეს! იქნებ სარაკეტო სისტემების წარმოების წამოწყებაც დაგვეწყო?!
გიო
19 მარტი 2016 21:17
ნოდარის რკინის ლოგიკააქბს:)))) თუ არ აგიბებ რუსებს ესეიგი რუსეთუმე ხარ :))) ნოდარ მე და შენ ვაგინოთ რამდენიც გინდა მაგრამ მთავრობა რომელიც ფიქრობს თავის ქვეყანაზე და მის უსაფრთხოებაზე თავი უნდა შეიკავოს მიშა რომ აგინებდა იმიტომაც ვერ აღიარა ცხინვალი და აგხაზეთი??? ეგ არის ბაბშვური ლოგიკა მტერი რომელიც ნებისმიერ დროს მზადარის გაგანადგუროს ენის ტლიკინით არუნდა მისცე საბაბი რომ კიდევ რამე პროვოლაცია მოგიწყოს მიშა ვისი აგენტია არვიცი მსგრამ რუსეთის საქმე რომ გააკეთა 5 ანზე ეგ ფაქტია
სხვა სიახლეები
"როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს"
დაწვრილებით...
"აბრამსებს" ქართულ მიწაზე შეიძლებოდა თავიანთი "წინაპარი" - "შერმანი" დახვედროდა, ერთ თავდაცვის მინისტრს რომ არ დაეჭრა და ჯართში არ ჩაებარებინა...
დაწვრილებით...
PRIME
"რაკეტების წარმოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ავითვისეთ ერთი ტიპის რაკეტის წარმოება... 23 მაისიდან შევძლებთ დღეში 70 რაკეტის წარმოებას"
დაწვრილებით...
PRIME
ვაზიანის აეროდრომის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან იწყება.
დაწვრილებით...
სამხრეთ კავკასიის შუაგულში მდებარე ვაზიანის სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ მნიშვნელობას იბრუნებს

ამერიკულ-შვედური ერთჯერადი ატ-4/მ-136 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი ერთი მეტრი სიგრძისაა და 7,5 კგ-ს იწონის. მის 84 მმ კალიბრის კუმულაციურქობინიან ყუმბარას 300 მ-ზე 500 მმ სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია
დაწვრილებით...
C-200-ის 11 ტონიან საზენიტო რაკეტას 200 კმ სიშორესა და 29 კმ სიმაღლეზე შეეძლო საჰაერო მიზნების განადგურება. რაკეტის საბრძოლო ქობინი ორი ერთმანეთთან შეერთებული ნახევარსფეროსგან შედგება, რომელშიც 90 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება და 37 ათასი გამზადებული დამაზიანებელი ელემენტია განთავსებული
დაწვრილებით...
მეორე მსოფლიო ომის დროს ფოთის პორტი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო
დაწვრილებით...
პირველად ისტორიაში, ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ტანკები თავს საქართველოში იყრიან. ვისი ტანკი უფრო ძლიერია, ამერიკული "აბრამსი" თუ რუსული "ვლადიმირი"?
დაწვრილებით...
რა სატრანსპორტო გზები არსებობს საქართველოში NATOს საბრძოლო ტექნიკის გადმოსასროლად, რამდენად სწრაფად შეიძლება ამის განხორციელება და როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთმა ამ ჩანაფიქრს...

ამერიკული ტანკების აქეთ-იქით ტარებას აჯობებდა, პენტაგონს საქართველოში საბრძოლო ტექნიკის დასაწყობების ბაზა შეექმნა
დაწვრილებით...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა "ურანი-238"-ის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით საქართველოსა და სომხეთის სამ-სამი მოქალაქე დააკავა.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ქირავდება ხილიანზე (ჭიათურის 3 ში
სააწრაფოდ! იყიდება კორპუსის ბინა ორთაჭალაში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები