"რუსული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია და თურქეთის ნაწილი" - რისთვის ემზადება ოკუპანტი?!
"რუსული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია და თურქეთის ნაწილი" - რისთვის ემზადება ოკუპანტი?!
11-03-2016
"რუსეთისა და თურქეთის ძველი ომების ანალიზიც მიანიშნებს იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვედა ნაწილში გადიოდა"

"ადამიანებს ბედნიერად ცხოვრება სურთ და არა "კალაშნიკოვის" კაკანი და ტყვიამფრქვევების ბათქა-ბუთქი. დავიღალეთ..."

რამდენიმე დღეა ქართული (და არა მარტო) საზოგადოების ყურადღება რუსეთის მორიგ ქმედებაზეა მიპყრობილი, - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ სამეთაურო წვრთნებს იწყებს. როგორც რუსული მედია, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო - საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო. სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მოსკოვმა ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მძიმე ტექნიკა და შეიარაღება განათავსა... საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო სწავლებები არ წყდება. ბევრი გარემოების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი კითხვა, - რისთვის ემზადება რუსეთი? რა აქვს ჩაფიქრებული და ვისი მისამართით, თუ ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას გავითვალისწინებთ, მღელვარების საფუძველი ნამდვილად არსებობს...

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:
- იქიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, სადაც რუსეთის IV და VII საოკუპაციო ბაზებია დისლოცირებული, გვინდა, თუ არა, ისინი მუდმივად ატარებენ სამხედრო სწავლებებს.
2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, განათავსა შედარებით თანამედროვე და შორსმოქმედი საბრძოლო საშუალებები, მათ შორის, საზენიტო - სარაკეტო სისტემები და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც თავისი შესაძლებლობებით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავენ...
ამ დროისთვის რუსეთს სამხრეთ კავკასიაში სამი სერიოზული სამხედრო პლაცდარმი აქვს, ესენია, - ოკუპირებული ცხინვალის, აფხაზეთისა და სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა. ამ ბაზებზე განლაგებული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია, თუ არ ვიგულისხმებთ აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და თურქეთის ნაწილს. ამ შესაძლებელობებით რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ზემოქმედება განახორციელოს, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ ჩვენს მეზობელ თურქეთზე, რადგანაც ოკუპირებული გალის რაიონიდან ისკანდერ "ემ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსის მოქმედების რადიუსი არანაკლებ 500 კილომეტრია და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ დიდ ნაწილს სწვდება. ასევე, მათ აქვთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც თუ გალის რაიონში ჩაიტანენ, დაახლოებით 300 კილომეტრის რადიუსში საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეეძლებათ...

- ასეთ შემთხვევაში პრევენციის, ამ სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, რა შეუძლია გააკეთოს ქართულმა მხარემ?
- ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ რეალურად მოხდება შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის. იმის მიხედვით, თუ რა სისწრაფით დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, გამორიცხული არაფერია. თუ სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა, შესაძლოა, გარკვეულწილად შავი ზღვის რეგიონზეც გადმოინაცვლოს. ძველი ომების ანალიზიც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთ-თურქეთის
ომების ძირითადი ნაწილი სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვედა ნაწილში, ანუ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე გადიოდა... თუმცა, მე მაინც მგონია, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა...

როგორც აფხაზეთში მცხოვრებლები არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, მათ მობეზრდათ მუდმივად ლამის ყაზარმულ გარემოში - სროლებისა და აფეთქებების ფონზე ცხოვრება, რაზეც სოციალურ ქსელებში აშკარად და აგრესიულად აპროტესტებენ.

ბადრი ჯახუა, სოხუმელი:

- აღარ გვინდა ამდენი საომარი ვითარება, არც ვირტუალური, არც წარმოსახვითი და მით უფრო, არც ნამდვილი, - მშვიდი, ნორმალური და დალაგებული გარემო გვინდა. ახალგაზრდების განათლების პერსპექტივა და ინფრასტრუქტურის განვითარება და არა განუწყვეტლივ რუსი სამხედროების წვრთნების ყურება... ადამიანებს ბედნიერად ცხოვრება სურთ და არა "კალაშნიკოვის" კაკანი და ტყვიამფრქვევების ბათქა-ბუთქი. დავიღალეთ, უბრალოდ, დავიღალეთ ამდენი წინასაომარი, საომარი და პოსტსაომარი ვითარებით...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

თბილისელი
13 მარტი 2016 14:51
///უარესიც, უნდათ რომ საერთოდ ამოწყვიტონ ქართველი ერი///

იცით, რატომ არ ბეზრდება ხალხს ამ სისულელის გამეორება? წმინდა ქართული მიზეზით - ეგ "თეორია" ჩვენს განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. რომ აი თურმე ცუდად, მაგრამ ვიღაცებს ვაინტერესებთ, რაღაც გეგმებსაც კი სახავენ ჩვენთან დაკავშირებით და ა.შ.

დამშვიდდით და დაოკდით - მეტისმეტად გულგრილია სამყარო ჩვენს მიმართ საიმისოდ, რომ ეგეთი გეგმები შეგვიდგინოს. დაიოკეთ ქართული ამპარტავნება, ნებისმიერი სახის განსაკუთრებულობას მოწყურებული. ჩვენნაირი ხალხები ბალი ორ შაურადაა და ყველას ყველა ჰკიდია.

ჯობს ნაგავი ურნაში ჩავყაროთ და მოსაქმებისას უნიტაზს დავუმიზნოთ, ვიდრე მსოფლიოს ბატონთა გეგმებს მიხილავდეთ, ამ დროს კი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არ იყოს და რაც არის, იმათი სუნით პოვნა შეიძლებოდეს.
ggiuiih
12 მარტი 2016 20:13
რა მაგრად ვერ ხარ რუსეტი რანაირი მტერიდა ოკუპანტია სადიყო რუსეტი ტურქეტმა და აზერ ბაიჯანმა ტერიტორიები რო დაიპყრო ისინი ოკუპანტები არარიან აზრზე მოდიტ ქარველობა ამერიკას ქარტველი ერის დამონება უნდა ვარტ კიდეც ამერიკის ელცი ყფრო მეტი უფლება აქვს ვიდრე ქარტველ ხალხს ხმის ამოგები
სხვა სიახლეები
2008 წლის ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და სავარაუდოდ, ოთხი დაუზიანდა, თუმცა მათმა პილოტებმა შეძლეს აეროდრომებზე დაშვება.
დაწვრილებით...
PRIME
"მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... "

41 წლის კაპრალი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა
დაწვრილებით...
სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა
დაწვრილებით...
თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის, "ველის" სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტში ვარ, როგორც დამწყები სამხედრო ჟურნალისტი და თვალს ვადევნებ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესს...
დაწვრილებით...
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერების გამო და საპასუხო ქმედებებს იწყებს, რაშიც საქართველოს დახმარების იმედი აქვს...
დაწვრილებით...
"აქ საერთაშორისო მისიაა და მასში ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"

ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო. ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველ წამს გემუქრება, ამიტომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს
დაწვრილებით...
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება... - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი
დაწვრილებით...
საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამხედრო სწავლებებს NATO და რუსეთის საოკუპაციო ჯარები ატარებენ...

რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საქართველოში გამართულ NATO-ს სწავლებებში? ერდოღანი თავის სამხედროებს აღარ ენდობა თუ პუტინის გაღიზიანება არ სურს?
დაწვრილებით...
ორფოლოში გამოყენებული TOW-2-ის მართვადი ორკუმულაციურქობინიანი რაკეტა დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 850-900 მმ სისქის ტანკის ჯავშანს ხვრეტს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების T-90 ტიპის ტანკების დაზიანების დიდ შანსს იძლევა.
დაწვრილებით...
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი.
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
იყიდება ვიტრაჟული, მე-2 სართულის კომერციული-საოფისე
სასწრაფოდ იყიდება 84 კვ ბინის
გირავადება ბინა სასწრაფოდ! 25000$-ად
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები