"სახლში ჩვეულებრივი დიასახლისი, ქალი და დედა ვარ" - როცა ოჯახში სამი სამხედროა... - კვირის პალიტრა

"სახლში ჩვეულებრივი დიასახლისი, ქალი და დედა ვარ" - როცა ოჯახში სამი სამხედროა...

ქართულ ჯარში უკვე აღარავის უკვირს ფორმიანი ქალი და რაც მთავარია, ისინი თავიანთ საქმეს ღირსეულად ასრულებენ...

ჟურნალი "გზა" გთავაზობთ მეტად საინტერესო ინტერვიუს ჟ 6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველოს უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ხათუნა გაბოძესთან, საიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტებს:

- რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც მუშაობდით, არა?

- დიახ, გენერალურ შტაბში ვიყავით. ეს იყო ძალიან დაძაბული, სტრესული დღეები... გარკვეული დროის განმავლობაში ყაზარმულ მდგომარეობაში ვიყავით. ის პერიოდი, ყველას და მათ შორის მეც, ძალიან ცუდად გვახსენდება. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ორივე ჯარში ვმსახურობდით და შვილები ჩვენ გარეშე იყვნენ. როდის გნახავთო? - რომ გვეკითხებოდნენ, პასუხი არ გვქონდა, რადგან არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ჯოჯოხეთი.

- მეუღლეც სამხედრო პირია?

- დიახ, მაგრამ მას ბევრად დატვირთულ რეჟიმში უწევს მუშაობა, ვიდრე მე. შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და თითქმის ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, სახლიდან თვეობით უწევდა წასვლა, მსოფლიოს სხვადასხვა სახიფათო წერტილში. თუმცა, როგორც გითხარით, ეს არის პროფესია, რომლის არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს სქესს - ქალი იქნება თუ მამაკაცი, წუწუნის უფლება არ აქვს.

- შვილებზეც გვიამბეთ რამე.

- ორი ვაჟი მყავს: უმცროსი 10 წლისაა, უფროსი - 21-ის და ისიც სამხედრო პირია. საკონტრაქტო სამსახური აირჩია და კავშირგაბმულობის ცენტრში მუშაობს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 17 მარტის ნომერში