ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების, ქ-ნო თინა!..
ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების, ქ-ნო თინა!..
21-03-2016
ხშირად ზოგიერთ მინისტრსა და მათ ზოგიერთ უცოდინარ მოადგილეებს პირველად სწორედ "ინტერპრესნიუსისგან" შეუტყვიათ, კიდევ რამდენი ათეული მეტრით ჩამოაცოცა ოკუპანტმა მავთულხლართი ქართული სოფლების ეზოებში, ან რომელი ახალი საბრძოლო ტექნიკა ჩამოიტანა საოკუპაციო ბაზებზე და როდის აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას

24 წელია, რაც ქართულ სამხედრო ჟურნალისტიკაში ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ათი ათასამდე სტატია გამოვაქვეყნე და სულ ვოცნებობდი, საქართველოს ხელისუფლებას მყისიერი და ეფექტური რეაქცია გამოევლინა საფრთხეებზე, ქვეყანას რომ ემუქრებოდა - იქნებოდა ეს გაგრის, სოხუმისა თუ ცხინვალის დაცვა, ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული ბომბდამშენების მოგერიება, საზღვაო აკვატორიაში უნებართვოდ მცურავი გემების დაკავება, თბილისის თავზე ოკუპანტი ქვეყნის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების დაუსჯელად "ნავარდობა"... მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფალთა ადეკვატური რეაგირება თითქმის არც მინახავს. ამის მიზეზი ხან უცოდინარობა იყო, ხან - არაკომპეტენტურობა, ხან - შიში...

სწორედ ეს გამახსენდა, როდესაც 11 მარტს პრეზიდენტმა და იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებმა "ერთიანი ძალებით" დემარში მოაწყვეს დამოუკიდებელი სააგენტოს წინააღმდეგ, თანაც მაშინ, როცა საინფორმაციო სააგენტომ ჩვეული ოპერატიულობით აღიარა შეცდომა...

ხელისუფლების ზემოხსენებულმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს "ინტერპრესნიუსს", რომლის ვებგვერდითაც წლების განმავლობაში იწყებოდა და მთავრდებოდა მათი სამუშაო დღე. არც იმას დავმალავთ, რომ ხშირად ზოგიერთ მინისტრსა და მათ ზოგიერთ უცოდინარ მოადგილეებს პირველად სწორედ "ინტერპრესნიუსისგან" შეუტყვიათ, კიდევ რამდენი ათეული მეტრით ჩამოაცოცა ოკუპანტმა მავთულხლართი ქართული სოფლების ეზოებში, ან რომელი ახალი საბრძოლო ტექნიკა ჩამოიტანა საოკუპაციო ბაზებზე და როდის აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

შეცდომის აღიარებისა და ბოდიშის მოხდის გარდა, "ინტერპრესნიუსის" პასუხისმგებელმა რედაქტორმა ნატა მუმლაძემ თანამდებობა დატოვა. მე ასეთი რამ ქართული მედიასაშუალებებისგან არ მახსენდება. ნატა მუმლაძე არის პროფესიონალი, რომელიც ბოლო ოთხი წელი ქმნიდა და აძლიერებდა "ინტერპრესნიუსს" და რომლის ოჯახმაც საკუთარ თავზე გამოცადა აგვისტოს ომის ტრაგედია.

ჩემთვის, როგორც სამხედრო სფეროზე მომუშავე ჟურნალისტისთვის, "ინტერპრესნიუსი" ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური და ოპერატიული
საინფორმაციო სააგენტოა, ის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე ყოველთვის სანდო ინფორმაციას ავრცელებს, ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ დემარშისტ მაღალჩინოსანთა სიაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გვარის დანახვა. თუმცა, თავდაცვის მინისტრისვე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან, ზემოხსენებული სამეულიდან პირველმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა "ინტერპრესნიუსისადმი" მიძღვნილი თბილი წერილი, რაც იმის აღიარებაა, რომ ზოგჯერ სიჩქარითაც დაშავდების!..
vavaaa, vavaaaa
07 აპრილი 2016 16:06
გაუმჯობესებული კამსამოლას პონტში წერს. რაში უხდიან ფულს. დაკვეთილ აზრებსაც ვერ გადმოცემს. ვავაააა, ვააავაა
n n
30 მარტი 2016 13:40
ამდენ უსაკმურს მეფე თუ დაემატა ავწენდებით....
სხვა სიახლეები
საქართველოს მე-17 თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომელმაც რამდენიმე დღეში თანამდებობა უნდა დატოვოს.
დაწვრილებით...
შავ ზღვაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ახალი კერა იქმნება
დაწვრილებით...
შეუძლია კი ქვეყნის ბიუჯეტს, ასეულობით მილიონი ლარი "ჯაველინებისა" თუ "სტინგერების" შესაძენად გამოყოს?

"თუკი ახლა თეთრი სახლი აპირებს, კრემლთან ურთიერთობაში "გადატვირთვის" პოლიტიკა დაასრულოს და უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგას, მაშინ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევაც წარსულს უნდა ჩაჰბარდეს"
დაწვრილებით...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან რუსი სამხედროები შეეცდებიან, აქტიურად გამოიყენონ უპილოტო საფრენი აპარატები დაზვერვისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის
დაწვრილებით...
თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ტერაქტების კვალი შეიძლება ჩეჩნეთისკენ მიდიოდეს
დაწვრილებით...
''ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს''
დაწვრილებით...
სტატიის ავტორმა SMG-9-ის სროლისას არანაკლები სიამოვნება განიცადა, ვიდრე "ჰეკლერ-კოჰის" MP-5-ის სროლისას, რომელიც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს შორის მსოფლიო შედევრად არის მიჩნეული
დაწვრილებით...
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება, წესით, NATO-სთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს...

სომხების ნაწილი უფრთხის მოსკოვისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის კონტროლის უფლების გადაცემას...
დაწვრილებით...
გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...
დაწვრილებით...
საბჭოთა სტრატეგები კახეთიდან თეირანზე ბირთვული საჰაერო დარტყმების მიყენებას არ გამორიცხავდნენ
დაწვრილებით...
ფოტო უკომენტაროდ
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
სასწრაფოდ! იყიდება დუპლექსი პანკისის ქუჩაზე,
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები