კადაფის ჯარი ტუნისში ბრძოლით შეიჭრა, მაგრამ მალევე გამოაძევეს...
02-05-2011
ლიბიის დაბომბვაში იტალიური "ტორნადოებიც" ჩაერთვნენ

ლიბიის სამოქალაქო ომი, რომელშიც უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსიცაა ჩათრეული, ისევ ზრდის ბრძოლის არეალს.
28 აპრილს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტიდან კადაფის ერთგულმა სამხედრო დანაყოფებმა შეიარაღებული ამბოხებულები ბრძოლით გადარეკეს ტუნისის ტერიტორიაზე.

მანამდე ცხრა დღით ადრე კი, 21 აპრილს, ამბოხებულებმა იმავე ტუნისის საზღვარზე გაქცევა აიძულეს კადაფის 105 სამხედროსა და ერთ გენერალს. შეიარაღებულმა ამბოხებულებმა მაშინ ამ ადგილზე დისლოცირებული კადაფის ბრიგადა ბრძოლაში დაამარცხეს და ლიბიელმა სამხედროებმა აჯანყებულთა ტყვეობას ტუნისში გაქცევა და იარაღის ჩაბარება ამჯობინეს.

მეორე დღეს ეს სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ. უცნობია, დასაჯა თუ არა ისინი კადაფიმ, მაგრამ ფაქტია, რომ 28 აპრილს იმ ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნა, რომლებმაც ახლა უკვე ამბოხებულები აიძულეს, თავი ტუნისის საზღვარზე გადასვლით გადაერჩინათ, თუმცა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, კადაფის სამხედროები სახელმწიფო საზღვარმა ვერ შეაჩერა და ისინი გაქცეულ მეამბოხეებს ტუნისის ტერიტორიაზეც გადაჰყვნენ.

ბრძოლა ტუნისის ქალაქ დაჰიბუსთან გაიმართა და მასში უკვე ტუნისელი სამხედროები ჩაერთვნენ, რომლებსაც გააფთრებული შეტაკება მოუხდათ კადაფის არმიის დანაყოფებთან.

ტუნისელებმა მოახერხეს თავიანთი ტერიტორიიდან კადაფის მხარდამჭერების გაძევება და მათი რვა სამხედრო მანქანა ჩაიგდეს ხელში.
სანამ კადაფის არმია მეზობელ ტუნისს უტევდა, თავად კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე NATO-ს სამხედრო ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო იტალია. სიცილიიდან აფრენილმა ორმა იტალიურმა "ტორნადომ" პირველად დაბომბა კადაფის არმიის პოზიციები ლიბიაში. სულ დაგეგმილია, ლიბიისკენ გასაფრენად მოამზადონ 12 იტალიური საბრძოლო თვითმფრინავი.

NATO-ს თვითმფრინავებმა ლიბიის მიმართულებით უკვე 3 ათასზე მეტი გაფრენა განახორციელეს, თუმცა კადაფის რეჟიმი კვლავ რჩება ქვეყნის სათავეში. ყოველკვირეულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლები საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მათ მიერ აფეთქებულ ტანკებზე, მაგრამ თუ ყველაფერი ასეთი ტემპით გაგრძელდა, კადაფის 2 ათასამდე ტანკის ასაფეთქებლად ალიანსს წლობით მოუწევს მოქმედება...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
სანამ ქართველი სამხედროები ავღანურ მიწაზე დარჩებიან, საფრთხე ყოველთვის იარსებებს
დაწვრილებით...
სირიაში მიმდინარე ორწლიანი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი შეიძლება ახალ ფაზაში გადავიდეს, თუკი დასავლეთი გადაწყვეტს სამხედრო ძალით დაეხმაროს შეიარაღებულ ოპოზიციას ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად.
დაწვრილებით...
საზოგადოების დიდ ნაწილს და პოლიტიკოსების უმრავლესობას ავღანეთში გაგზავნილი ქართველი სამხედროების პრობლემები, სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ თუ ახსენდებათ, როდესაც მათ სამშობლოში ჩამოასვენებენ ხოლმე(!).
დაწვრილებით...
"აქ მეომარს ასაკი არ აქვს... ავტომატით ან თვითნაკეთი ბომბებით შეიარაღებული 10 წლის ბიჭის დანახვა არავის უკვირს."
დაწვრილებით...
"ისეთ სამსახურს ეძებდა, ცოლ-შვილთან ახლოს ყოფნის საშუალება რომ ჰქონოდა, მაგრამ ვერაფერი ნახა"

"18 წლიდან ჯარში იყო, იქ ფულის გამო არ წასულა, თავისი საქმე ძალიან უყვარდა."

"არ ვიცი, ეს ოჯახი ვინ დაწყევლა, წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ შეიძლება დედამისი ვანუგეშოთ.”
დაწვრილებით...
მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები წაგებულ გერმანელებზე ათჯერ ნაკლებ პენსიას იღებენ!
დაწვრილებით...
აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ერევანი ახალი საბრძოლო ტექნიკის შეძენას ძველის გარემონტებასა და მოდერნიზაციას ამჯობინებს.
დაწვრილებით...
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 57 წლის მილიონერ ჯეიმს მაკორმიკს ყალბი ნაღმმძებნების გაყიდვის გამო.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?