ეკა ლომიძე
KvirisPalitra.Geგამარჯობა, მე ეკა ვარ.
1973 წლის 15 ივლისს დავიბადე ქ. ქუთაისში.
სკოლაში სწავლის დროს, ადრეულ ასაკშივე გადავწყვიტე ჟურნალისტობა. ყველაფერი კედლის გაზეთით დაიწყო, ჯერ უბრალოდ წერილი დავწერე, მერე გაზეთის ტექნიკურად მომზადებაც მანდეს და...
ქ. ქუთაისის # 37-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიის არჩევაზე აღარ მიფიქრია და სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განვაგრძე.
1997 წელს დავამთავრე ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარალელურად ვსწავლობდი თბილისის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
1998 წელს მუშაობა დავიწყე ჟურნალში "მიკრო-მაკრო ეკონომიკა." 1999 წლის მიწურულს "ახალ ქართულ გაზეთში".
2000 წლის დასაწყისში "კვირის პალიტრის" ბოლო გვერდზე პატარა განცხადება იუწყებოდა, რომ რედაქცია ჟურნალისტებს ეძებდა. ბედი ვცადე და... 2000 წლის თებერვლიდან დღემდე "კვირის პალიტრის" დიდი ოჯახის წევრი ვარ.
2005 წელს გადმომეცა სერტიფიკატი როგორც პარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტთან არსებულ, ჟურნალისტთა სპეციალური ჯგუფის წევრს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო და სამუშაო სემინარებსა და ტრენინგებში.
2008 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა გადმომცა ჯილდო კავკასიის ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვის მიზნით მომზადებული სტატიისთვის.

ავტორის სტატიები:
სასწრაფოდ იყიდება საბურთალოზე 84 კვ.მ.
სააწრაფოდ! იყიდება კორპუსის ბინა ორთაჭალაში
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი ბინა
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები