ეთერ ერაძე
KvirisPalitra.Ge1961 წელს დავიბადე. ვსწავლობდი ოზურგეთის რაიონის პირველ საშუალო სკოლაში. ალბათ, იმით გამოვირჩეოდი, რომ ქართულის მასწავლებელს განსაკუთრებულად ვუყვარდი, რადგან კარგად ვწერდი და როგორც ბევრი, - ლექსებსაც. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ლექსებს ბევრი წერდა, ამ ამბავს ვმალავდი და გადავწყვიტე, განსხვავებული ხასიათის პროფესია შემეძინა. ასე გავხდი ისტორიკოსი. 1985 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თუმცა, წერის და რაც მთავარია, ცხოვრების აღწერის სურვილმა თავისი ქნა და უნივერსიტეტშივე, მეორად ფაკულტეტზე, შევისწავლე ჟურნალისტიკა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ნაწერების გამო სტუდენტობაშივე სახელმწიფო ტელევიზიაში (პირველი არხი) რადიოკორესპონდენტად მიმიწვიეს. 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა იმ დროისათვის პოპულარული გაზეთი "ქართული ფილმი" და 2001 წლის ჩათვლით ვიყავი ამ გაზეთის კორესპონდენტი. 2002 წლიდან კი "კვირის პალიტრაში" ვმუშაობ კორექტორ-ჟურნალისტად. ჩემი წერილები იბეჭდება ასევე ჟურნალ "კარიბჭეში" და "ლიტერატურულ პალიტრაში". შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, რომ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. რაც მთავარია, სწორედ ამ გაზეთის დამსახურებაა, რომ ჩემი წერილებით სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ვეხმარები.

ავტორის სტატიები:
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
იყიდება მშენებარე ბინა ერთიანი გადახდით,
იყიდება ბინა, ერთიანი გადახდით! ვარკეთილის
ქირავდება 1 ოთახიანი სტუდიოს ტიპის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები