ზუგდიდის საოლქო კომისიასთან სპეცრაზმია მობილიზებული - კვირის პალიტრა

ზუგდიდის საოლქო კომისიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან. კომისიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კომისიის შენობასთან "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას უკვე ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ზუგდიდში არჩევნების შედეგები  გაყალბდა, არჩევნებში რეალურად ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა და არა მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" როლანდ ახალაიამ.

ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი აქცია 15:00 საათზე დაიწყება.