ყურადღება! კარიკატურისტების კონკურსი ”კვირის პალიტრაში” - კვირის პალიტრა

ყურადღება! კარიკატურისტების კონკურსი ”კვირის პალიტრაში”

ყურადღება! "კვირის პალიტრა" აცხადებს მხატვრების (კარიკატურისტების) კონკურსს. მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მხატვრებს.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები ელექტრონულ მისამართზე: v.tavberidze@palitra.ge, გთხოვთ თემის გრაფაში მიუთითოთ: "კარიკატურა"

ნამუშევარი უნდა იყოს jpg ფორმატში, არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეგაბაიტს. კარიკატურებს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაციაც (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი). საუკეთესო კარიკატურისტს რედაქცია გამოავლენს.

ნუ გაუშვებთ შანსს, ითანამშრომლთ ყველაზე მაღალტირაჟიან და რეიტინგულ გაზეთთან!

კონკურსი იწყება პირველი მარტიდან!