დროა ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ვუთხრათ "დიახ" და თანაც "ახლავე". - კვირის პალიტრა

დროა ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ვუთხრათ "დიახ" და თანაც "ახლავე".

3 სექტემმბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს პროგრამების უზრუნველყოფის ალიანსის (www.bsa.org) ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ძალოვანი ორგანოების თანამშრომლებისთვის ჩატარდა მნიშვნელოვანი ტრენინგი ყალბი და არალიცენზირებული პროგრამების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობისას ფინანსური პოლიციის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წევრებსა და სამინისტროს პერსონალს გააცნეს უახლესი მეთოდები, თუ როგორ უნდა მოხდეს გასაყიდად წარმოდგენილი, საცალო გაყიდვაში არსებული და კომპიუტერულ მაღაზიებში წარმოდგენილი, ასევე კომპანიებში გამოყენებული არალიცენზირებული და ყალბი პროგრამების  იდენტიფიცირება. დისკუსიები გაიმართა გამოძიების ადრეულ ეტაპებზე პროგრამებისა და კომპიუტერების სადისტრიბუციო ქსელში საცდელ შესყიდვებთან და  არალიცენზირებული პროგრამების მომხმარებელი კომპანიების, ასევე სახელმწიფო პირებს, BSA-სა და მფლობელებს შორის ურთიერთქმედებების გამოვლენის საგამოძიებო მეთოდებთან და საავტორო უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის უზრუნველყოფასა და პროდუქტის იდენტიფიკაციის ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

"BSA"-სა და "INSEAD"-ის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის "კონკურენტუნარიანობის უპირატესობა: ჯეროვნად ლიცენზირებული პროგრამების ეკონომიკური გავლენა" მიხედვით: ჯეროვნად ლიცენზირებული პროგრამების ბაზრის ზრდას იმაზე დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, ვიდრე საავტორო უფლებების დარღვევით მოპოვებული პროგრამების ბაზრის იგივე მასშტაბით გაზრდას. ლიცენზირებული პროგრამების ბაზრის 1%-ით ზრდა შიდა წარმოებას დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარით გაზრდის მაშინ, როცა მეკობრული პროგრამების ბაზრის მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში, ეს თანხა 4 მილიონი აშშ დოლარი იქნება. შესაბამისად, ლიცენზირებული პროგრამების ბაზრის 1%-ით ზრდა უზრუნველყოფს დამატებით ეკონომიკურ მოგებას 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

IDC-ის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ სახელწოდებით "ყალბი და მეკობრული პროგრამების საშიში სამყარო" ცხადად აჩვენა მეკობრული პროგრამების საფრთხეები, რომლებიც მავნე და ჯაშუშური პროგრამების გაერთიანებით რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებლეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ის არის, რომ ინტერნეტიდან ჩამოტვირთული მეკობრული პროგრამების 78% ჯაშუშურ პროგრამებს შეიცავს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია პროგრამების სადისტრიბუციო ქსელის გაწმენდა მეკობრული პროგრამების უნებლიე მსხვერპლი მომხმარებლების დასაცავად. უფრო მეტიც, ჯეროვნად ლიცენზირებული პროგრამების გამოყენება ამცირებს როგორც უფლებრივ, ისე უსაფრთოხოების რისკებს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა არალიცენზირებული პროგრამების მოხმარებისას და უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ეფექტურობას, რაც  საწარმოთა პრაქტიკულ შედეგებზე პირდაპირ აისახება", განაცხადა BSA-ს იურისტმა  საქართველოში, ალექსანდრე ბოლქვაძემ.

"საავტორო და მომიჯნავე უფლებების" შესახებ საქართველოს კანონისა და "კრიმინალური კოდექსის" თანახმად მფლობელებს ქვეყანაში თავიანთი უფლებების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ქმედებებს. სანქციები მოიცავს როგორც საავტორო უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლისა და არაკანონიერი რეპროდუქციისთვის გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციას, ასევე მატერიალურ ჯარიმებს და პატიმრობის ვადებს.

აღნიშნულ ტრენინგ-სემინარში სახელმწიფო ორგანიზაციების ასეთი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა გაზრდის პროგრამების საავტორო უფლებების დაცვას ქვეყანაში. BSA აგრძელებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერას პროგრამული მეკობრეობის გამოვლენისა და შესაბამისი სანქციების გატარების საკითხებში.