ფოტოკონკურსში „ერთი კადრი გოდერძიმდე“ გამარჯვებული ორკაციან საგზურს მოიგებს - კვირის პალიტრა

ფოტოკონკურსში „ერთი კადრი გოდერძიმდე“ გამარჯვებული ორკაციან საგზურს მოიგებს

ფოტოკონკურსში ”ერთი კადრი გოდერძიმდე” გამარჯვებული სამთო-სათხილამური კურორტ გოდერძის ორკაციანი საგზურის მფლობელი გახდება.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, კონკურსი დეპარტამენტის საახალწლო პიარკამპანიის #გარეთკაია ფარგლებში გამოცხადდა.

საგზურის მოსაგებად საჭიროა საახალწლო თემატიკის ფოტოს გადაღება ბათუმში, ევროპის მოედანზე და მისი გაგზავნა დეპარტამენტის facebook გვერდზე visitbatumi.com.

ფოტო, რომელიც აღნიშნულ გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, კონკურსის გამარჯვებული ფოტო გახდება. მისი ავტორი კი, ორი დღით, კურორტ გოდერძიზე გაემგზავრება და საკუთარ თავს დაუვიწყარ საჩუქარს გაუკეთებს.

”კონკურსის წესები და პირობები ასეთია: ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გადაიღოთ საახალწლო თემატიკის ფოტო ევროპის მოედანზე და გამოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებაში თქვენი სახელი გვარით; თქვენ მიერ გადმოგზავნილი ფოტო აიტვირთება ჩვენი გვერდის საკონკურსო ალბომში; ფოტოს გვერდზე განთავსების შემდეგ, საჭიროა, ფოტოზე მონიშნოთ თქვენი თავი; ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა; გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო ალბომში განთავსებული სურათებიდან მომხმარებლების მოწონებების და რეაქციების საერთო რაოდენობის მიხედვით;

ფოტოს საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია თავად კონკურსანტი; ყველა ფოტოზე მოწონებები გადამოწმდება, კონკურსიდან მოიხსნება საეჭვო ფოტოები”, - განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ფოტოების მიღება დასრულდება 7 იანვარს 12:00 საათზე, გამარჯვებული 14 იანვარს, 12:00 საათზე გამოვლინდება.

”საახალწლო ეზო, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული ევროპის მოედანი ბათუმში გართობისა და დადებითი განწყობის შესაქმნელად საუკეთესო ადგილია. 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მოედანზე საახალწლო გასართობი შოუ პროგრამები და კონცერტები მიმდინარეობს”, - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების სრული პროგრამა ხელმისაწვდომია საიტზე garetkaia.ge