1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს
1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს
გაზეთ "ლელოს" თამამად შეიძლება ეწოდოს სპორტული ცხოვრების მემატიანე.
უკვე 83 წელია, რაც პირველი სპორტული გაზეთი "ლელო" ქართული და მსოფლიო სპორტის ქომაგებს უახლეს ინფორმაციას აწვდის, მუდმივად არის სპორტული აქტივობების ეპიცენტრში და სწორედ მისი ფურცლებიდან ხდება ამ ხნის განმავლობაში ყველა სპორტული მოვლენის, რეპორტაჟის, სიახლისა თუ ექსკლუზივის გაშუქება.

არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელმაც მიუხედავად იმისა, გატაცებულია თუ არა სპორტით, წარმოდგენა არ ჰქონდეს გაზეთზე, რომელმაც თავისი მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში ათეულობით ოლიმპიადის, ჩემპიონატისა თუ გამარჯვების გაშუქება შეძლო.

2007 წლიდან გაზეთი "ლელო" "მედიაპალიტრის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და მას შემდეგ, ყოველ სამუშაო დღეს სპორტული სიახლეებით იწყებს დილას.

იხილეთ "ლელოს" ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები ინფოგრაფიკაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები