"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის", რომელიც 27 თებერვალს დღის სინათლეს იხილავს, ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. წიგნი 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება

ნებისმიერი ერის, რჯულისა და ეთნოსის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველ რიგში ჯანმრთელობას უსურვებენ. ამაში გასაკვირი არაფერია, ჯანმრთელობა ხომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის","რომელზეც გამომცემლობა "პალიტრა L" მუშაობს და რომელიც 27 თებერვალს დღის სინათლეს იხილავს, ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. წიგნი 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

"მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები" მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა.

წიგნის გამოსვლამდე "პალიტრა L" დაინტერესდა სხვადასხვა განათლებისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენლების შეხედულებებით წიგნის შესახებ. ქართულენოვანი ვერსიის რამდენიმე თავი წიგნის გამოსვლამდე გააცნეს ექიმებს, სტუდენტებს, დიასახლისებსა და პედაგოგებს... გამოხმაურება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ზურა, 22 წლის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი: "თავდაპირველად მეგონა, რომ წიგნი საკმაოდ რთულად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც გამომცემლობის წარმომადგენლებმა გვაჩვენეს პირველი ტომის რამდენიმე თავი, ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი სახელმძღვანელო იქნება ჩემთვის და ჩემი კურსელებისთვის, სწავლის პერიოდში და შემდგომაც ბევრჯერ გამოვიყენებთ".

ლია, 42 წლის, პედაგოგი: "თანამედროვე ტექნოლოგიების ბევრ სიკეთეს ერთი ნაკლი სდევს, - მოსწავლეების 70 პროცენტს მხედველობის პრობლემა აქვს, ოღონდ მათმა ნაწილმა თავად არ იცის. ამის შესახებ მაშინ დავფიქრდი, როდესაც წიგნის რამდენიმე თავს გავეცანი. ვფიქრობ, "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან".

მანანა, 63 წლის, დიასახლისი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახში იყოს ასეთი ტიპის სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად შევიტყობთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელად. 7-ტომეული შექმნილია საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ექსპერტების მიერ და ვფიქრობ, ეს წიგნს უფრო ღირებულს ხდის.

ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა ის, რაც ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ლიტერატურაში ეწერა, მაგრამ ამ წიგნზე ამას ვერ ვიტყვი. პირიქით, მისი დამსახურებით ჩემთვის თეთრხალათიანებთან ურთიერთობა უფრო საინტერესო და მარტივი გახდება".

ნათია, 24 წლის, სტუდენტი: "მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ერთდროულად იმდენი კითხვა მიჩნდება საკუთარ, განსაკუთრებით კი ჩემი პატარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ამ წიგნს, რომ კითხვებზე პასუხი მარტივად და სწრაფად ვიპოვო ხოლმე".

წიგნში მოცემულია ინფორმაცია ახალშობილებზე, მოზარდებზე, ზრდასრულებსა თუ მოხუცებზე.

ის ფასდაუდებელი სამედიცინო ლიტერატურაა, რომელიც ყველა ოჯახს გამოადგება.

სადღეისოდ ყველგან და ყველასთვის არის ხელმისაწვდომი დაწვრილებითი, სრული სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც წინა თაობის ექიმები გულდასმით ჩქმალავდნენ. ამჟამინდელი სირთულეები ინფორმაციის სიჭარბით უფროა განპირობებული, ვიდრე მისი უკმარისობით. ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის და მოცულობის ინფორმაცია. მათთვის, ვინც დიდი ხანია ავად არის, უფრო მეტად დეტალებია საინტერესო, ზოგად საკითხებში ისინი გარკვეული არიან. მეორე მხრივ, მათ, ვინც ახლახან გახდა ავად, პირველ რიგში სწორედ ზოგადი ინფორმაციის მიღება სურთ.

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" სამედიცინო ტერმინებისა და ჟარგონისთვის საიდუმლოების ნიღბის ჩამოხსნის გზით ყველას გაუადვილებს ურთიერთობას ჯანდაცვის პროფესიონალებთან, ხელს შეუწყობს სამედიცინო პრობლემების სრულყოფილი და ნათლად, გასაგები ენით განმარტების უნარის ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, წიგნი საფუძველია იმ საკითხების თუ თემების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა, რაც აგრერიგად საჭიროა პაციენტისთვის ექიმთან ერთად საინტერესო საკითხების ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი განსჯისთვის", - წერს მედიცინის დოქტორი და წიგნის მთავარი რედაქტორი რობერტ ს. პორტერი.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური და სოციალური მდგომარეობაა და არა უბრალოდ დაავადების უქონლობა - ამგვარი ჰარმონია კი ჯანმრთელობაზე ზრუნვით მიიღწევა, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ უნიკალური გამოცემა "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის".

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა სალაღაია